მუსიკა ჩვენი არსობისა

ჩვეულებრივ, უფრო სწორად, როგორც ბოლო დროს გახდა ჩვეული, დღესაც მუსიკით დაიწყო დილა. შევდივარ აბაზანაში, ვრთავ სპოთიფაის და დილის რუტინა სასიამოვნო ჰანგების ფონზე მიდის. ღამისაც. ბანაობისასაც კი მუსიკა მაქვს ჩართული. ისე, დილას და ღამეს სხვადასხვა მუსიკა აქვს, სხვადასხვა საუნდტრეკი.

ხოდა საუნდტრეკზე გამახსენდა - ერთხელ ვთქვი, ან დავწერე, ყველას სიზმარს თავისი საუნდტრეკი აქვს მეთქი. მერე, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების საუნტრეკიც არსებობს, ან ცხოვრების ეტაპების მაინც. სხვადასხვა წლებს, ზაფხულებს, ზამთრებს, მოგზაურობებს რომ თავისი მუსიკა ადევს და სპეციფიური სურნელიც დაჰყვება, ეგ ხომ ისედაც  ნათელია და თავისთავადი.

თუმცა, არის ეტაპები, როცა არაფერს უსმენ. დროებით ქრება მუსიკა ცხოვრებიდან. ან უბრალოდ გავიწყდება მისი არსებობა. შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს ეს. არა იმიტომ, რომ ცუდი პერიოდი გაქვს, არა, უბრალოდ რატომღაც გავიწყდება და აღარ უსმენ.

და არის ეტაპები, როცა მუსიკა ბრუნდება. ხან თავისით, ხან ვინმეს შემოაქვს. ესეც გამახსენდა - ყოფილან ადამიანები, ახალი ადამიანები, რომლებსაც მუსიკა შემოუტანიათ ჩემ ცხოვრებაში. უფრო სწორად - დაუბრუნებიათ. სხვადასხვა მუსიკა. და აქედა ბოლოს მივედი დასკვნამდე - ყველა ურთიერთობას თავისი საუნდტრეკი აქვს. ან თითქმის ყველას. ხოდა ლისტი ხომ არ შევქმნა - Sounds of my relationships :)

ფოტო - ნიშნად მოგზაურობის მონატრებისა და ანონსად იმისა, რომ შემდეგი პოსტი, სავარაუდოდ, მოგზაურობას მიეძღვნება :)





Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..