ზოგიერთი იტყვის, რა გაახურა ამ ფილმით საქმეო. ხო, ეს არ ნიშნავს რომ მაგრა მომწონს ეს ფილმი და იმიტომ. უბრალოდ ასოციაცია გამოიწვია გარკვეულ სიტუაციაში. სიტუაცია - სამი მთვრალი...? არა, ნასვამი მეგობარი. აქედან ერთი - საჭესთან. და ერთი - მე - უკან, წონასწორობას ვინარჩუნებდი სახელურებზე, არა, რა ქვია იმ დანადგარს :))) ხელის მოსაკიდებელს, ზევით, აქეთ-იქით ამ დანადგარზე ხელის მოკიდებით. სურათი არსებობს. მე არ მინახავს და რომც ვნახო, აქ არ დავდებ :))) ხოდა რაზე დავიწყე? ა, ხო, არა, სწრაფად არ მივდიოდით, უფრო სწორად არც ნელა მივდიოდით, საკაიფოდ, რა, ოღონდ ცუდად - არა, კარგად. და მე რატომღაც მახსენდებოდა ის ფილმი - 99 francs... (კადრები ფილმის ბოლოს) იმიტომ რომ მე ვიყავი ალბათ ყველაზე გაბრუებულ მდგომარეობაში და მე ვხედავდი თითქოს კადრებს ისე, როგორც იქ, და თან მხიარულად (ხო, ეს მერე აღინიშნა, რომ ასეთი უფრო კარგი ვიყავი, ვიდრე რომ მერე - დამშვიდობებისას). არაფერი, just ვწერ, იმიტომ რომ წერის განწყობა მაქვს. სადაც ვისხედით, იტალიურ ეზოში მეგონა თავი, ფასებიც ალბათ იტალიის შესაბამისი იყო. და საე...