Она - 13 (5)

.

1-13

Am letzten tag… ’არა, არის აშკარად რაღაც მათემატიკური ამ ენაში. მის გრამატიკაში. ’მართალია მატემატიკაზე არასოდეს გიჟდებოდა მაგრამ ეს ენა (შე)უყვარდა. გააგრძელა. ’ერთი თვეც და მორჩა. ან შეიძლება დაიწყო... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს. ცოტაც უნდა გავიჭირვო’ (რა იცოდა რამდენი რამ იყო წინ. რამდენი ვინმე. არაფრის აზრზე არ იყო ჯერ.).

”და პირველ უცნობს, ქუჩაში გამვლელს
იასამანს და ღიმილს ვაჩუქებ”
ეს ფურცელი რა თქმა უნდა ამოხია. არანაირ კავშირში არ იყო ლექსი და გრამატიკა. მუზა? გამოცდებისთვის მზადება ნაკლებად გამოდგებოდა მუზად. უბრალოდ გონება გათავისუფლებას ითხოვდა. დაწერა და ამოხია. დაივიწყა.

ბოლო ორი კვირა უკვე ყოველ დღე უწევდა ამ გზის გავლა. ბაღი. დღეს ერთი დეტალი იყო დამატებითი. + იასამანი. ელემენტარული ყურადღება. წინა დღის დაბადების დღის...

წითელი ქვიშა. ქვიშას ცეცხლი უკიდია. საღამოობითაც კი. და როგორ გინდა შენც არ დადნე და ცივი გონებით გააგრძელო ეს...

- უკაცრავად!
თითქმის შეხტა. ბიჭი იყო. ცოტა უფროსი. უღიმოდა. ბავშვიც. პატარა.
- უკაცრავად, ძალიან მოეწონა თქვენი იასამანი - ბავშვზე ანიშნა - და ერთ პატარა ყვავილს ვერ გვაჩუქებთ?

მეყვავილეებს морской узел-ის გაკეთებაც სცოდნიათ. მაინც მოახერხა. ამოაძვრინა. მოზრდილი ტოტი იყო. ბევრი ყვავილით. ბავშვმაც გაუღიმა. ბიჭმაც - დიდი მადლობა J

დიდხანს არ გაგრძელდა დაბნეულობა. ცხელი ქვიშა. ისევ სადარბაზო. კიბე. ზარი. გადაერთო... und dann nahm Frau Schuhmann (’საწყალი კლარა’)...

გვიან ღამე გაახსენდა. შეკრთა. ჯერ შეეშინდა. მერე გაოცდა. მერე დაფიქრდა. აღიდგინა... ”იასამანს და ღიმილს ვაჩუქებ...”
’ნეტა გავუღიმე?’ ვეღარ გაიხსენა

Comments

jaco said…
ღიმილი შემრჩა - კაია;)
© said…
:) მადლობა :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..