Posts

Showing posts from May, 2024

(გა)ზაფხულის ღამის სიცხადე

Image
არ არის ეს სიზმარი. ეს ყველაფერი ცხადია. ცხადად ვზივარ სიმშვიდეში ჩემ აივანზე. როგორც იქნა, დადგა ეს ნანატრი სიმშვიდე და თავისუფლება. ნანატრი და დამსახურებული. მართალია, ვინ დაგაცადა შერგება და სიამოვნება. აქ მთელი რიგი მიმდინარე მოვლენები იგულისხმება, რომლებზეც აქ არ შევჩერდები. საკმარისად ვწერ და ვლაპარაკობ სხვა სივრცეში და ამ სივრცეს ერთგვარ გასაქცევად თუ თავშესაფრად ვიტოვებ. აქ ვითომ პარალელური რეალობაა.    ხოდა ვზივარ აივანზე. სადმე წასვლის და შეხვედრის შემოთავაზებებზე უარი ვთქვი. თავის ტკივილს და მორეულ ძილს ვებრძოდი. საბოლოოდ, ორივე დავამარცხე. არა და ამ უკანასკნელის დამარცხება სულ არ მაწყობს. პირიქით, მინდოდა ადრე დამეძინა. მაგრამ იმდენად კარგი იყო ასე ჩემთვის მშვიდად ჯდომა და რაღაც აღმოჩენილი მინი სერიალის ყურება, რომ ძილიც გამიკრთა ამასობაში. რაღაც მომენტში იწვიმა. ახლა აღარ წვიმს. უბრალოდ ჟოლობში დარჩენილი წყლის წვეთების ხმა ისმის. და ღამის ხმები. ღამის ფრინველები ჯერ არ გააქტიურებულან. ალბათ უფრო ზაფხულის დასაწყისში გაიღვიძებენ. ან ჩამოფრინდებიან. ციოდა აქამდე. მაგრამ რაღაც