Posts

Showing posts from June, 2024

ჩემი Blueberry Nights

Image
ღამის ხმები. ხო, ძირითადად ღამე ვ/გწერ. აი დიასახლისები ყველაფერს რომ მორჩებიან, ბავშვებსაც დააძინებენ და მერე დაღლილებს ჯერ არ უნდათ დაძინება, რომ ამ 24 საათს ცოტა დრო თავისთვისაც გამოსტყუონ, დაახლოებით ასე. ჩემთან თითქოს რა შუაშია, მაგრამ მაინც.  ღამის ხმები აივნიდან. ღამის ხმაა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაც, რომელმაც მამცნო, რომ მუშაობა დაასრულა. კლავიატურის ხმაც სხვანაირად ისმის ღამით. ხვალ დიდი დღეა. უფრო სწორად, უკვე დღეს. არის ასეთი გამოთქმა - "ბურთი მრგვალია". ხოდა სულელურია თუ როგორიც არის, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და რომც არ მოხდეს, მაინც დიდი დღეა და შინაგანი ფორიაქი.  ერთ-ერთ ჩათში წინასაფეხბურთო განწყობაზე იყო ლაპარაკი, ვიდეოების, სტატუსების, ფეხბურთელებისადმი მიძღვნილი ლექსების გაზიარება. ხოდა მეგობარი მწერს, შენ ადექი და ბლოგი მიუძღვენი, არ იმსახურებენო? როგორ არ იმსახურებენ, მაგრამ იმდენად მიხარია ხვალინდელი თამაში, რომ ვერაფერს ვწერ. უფრო  - ვმოქმედებ. შეიძლება ცოტა არაადეკვატურად გეჩვენოს ეს ქმედებები, მაგრამ.

ბაბუაწვერას ღვინო, ფეხბურთი, ასკეზა და

Image
ღამეა. აივანზე ვზივარ. აგრილდა. ბოლო 1 კვირაა ალბათ, რაღაცნაირად ძველ რეჟიმში ვარ, ფაქტობრივად ყოველ საღამოს სადღაც გავდივარ. მგონი უწყლობის ბრალია. დაახლოებით საღამოს 7-ზე წყვეტენ წყალს. და მერე ვდგები და გავურბივარ ამას.  ნუ უწყლობას დაემთხვა ფეხბურთის ყურება სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ერთი მეგობრის შვებულებაში დაბრუნებად, უკვე შემსუბუქებული გრაფიკი, ზაფხული და და და... დღეს გზადაგზა გადავაკეთე გეგმები და დავაქენსელე შემოთავაზებები. საბოლოო ჯამში, ჩემებთან მივედი, იქ ვუყურე ფეხბურთს. ერთს ვიტყვი - სხვა რაღაცეებთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ იმისთვის ვარ მადლობელი, რომ ამას მოვესწარი - საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრობას ჩემპიონატზე - ეს რაღაც სხვა ყოფილა... მერე ისევ დავაქენსელე სხვადასხვა ვარიანტები და წამოვედი სახლში. ხანდახან კი არა და ძირითადად არაჩვეულებრივად ვგრძნობ აქ თავს. განსაკუთრებით კარგია ხოლმე დაბრუნება, და კიდევ უფრო განსაკუთრებით - როცა დილიდან გასული ვარ და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს შემოვაღებ ჩემ კარს და ნაცნობი სურნელები და ფერები მხვდება. სამაგიეროდ არ დამხვდ