Posts

Showing posts from September, 2024

ჩამოსასხმელი ზაფხული

Image
ზაფხული და წიგნი (ეს უკანასკნელი უკვე მერამდენედ) ერთად დავამთავრე. ზაფხულის წიგნი. ბოლო სიტყვები იყო: ამ სიზმართან ერთად დასრულდა ზაფხულიც... ხოდა აი, ვწევარ მზეზე, აუზი იცლება, ბოლო თუ არა ერთ-ერთი ბოლო შაბათ-კვირაა ასეთი ცხელი და მზიანი ალბათ ამ სეზონზე. შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო წვეთამდე გამოვწურე ზაფხული. მართალია, ბოთლებში ვერ დავაყენე, მაგრამ ფოტოებით და ვიდეოებით შევინახე. ამ ფოტოებს იმ ბოთლებივით გავხედავ ხოლმე მზეზე და გამახსენდება, ის, რაც შეიძლება ისე ამომივარდეს თავიდან. ეს ჩიტი რაღაც საყვარელ ხმებს გამოსცემს და თვითონაც ძალიან საყვარელია და ლამაზი. თითქმის მთელი ზაფხულია, ვცდილობ, ობიექტივში მოვიქციო, მაგრამ გამირბის. პეპლებს ვიჭერ ობიექტივით და ამ ჩიტს - ვერ :) ხმა მაინც ჩავიწერო, არა? გუშინდელი საღამო იქვე ეზოში შემწვარი მწვადებით დაიწყო, აქგე, გვერდზე ეზოში. მწვადი, ღვინო, არაჩვეულებრივი ხალხი და გემრიელი ურთიერთობა. მერე ჩვენთან გადმოვინაცვლეთ ჩაიზე და ჩემი გამომცხვარი კექსით, ჩაით და საინტერესო სასმელით განვაგრძეთ, სხვებიც შემოგვიერთდნენ და ისევ ეს გემრიელი ურთიერთობ