Posts

Showing posts from February, 2025

წერილი ნაძვებს

 აი ასე, დიდი ხნის მერე წერა მომინდა უეცრად. ან მოწერა. ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, სურვილს დავემორჩილე, რომელიც ჯერ კიდევ სახლში შემოსვალმდე, უფრო ზუსტად კი ეზოში შემობიჯებულს გამიჩნდა, როცა დათოვლილ გზაზე პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული მოვაბიჯებდი, თან თოვლის ხრაშუნს ვუსმენდი და შიგადაშიგ ვიდეოებს ვიღებდი. 12 ხდებოდა, სახლში რომ შემოვაბიჯე და 5 წუთიც არ იყო გასული, ახლა უკვე სხვა მეგობრება დამირეკეს, რომლებიც აქციიდან მოდიოდნენ და მანქანით გამოვლა და ერთ-ერთთან წასვლა შემთავაზეს. მაგრამ საღამო უკვე ისედაც კარგად იყო დატვირთული ემოციურად, დადებითად და უკვე სახლში მინდოდა, თან წერა მიხმობდა. ხოდა ჯერ, რა თქმა უნდა ჩემებურად მოვწესრიგდი, ღამის რუტინაც ჩავიტარე, სახლი ახალ დალაგებული რომ დავტოვე გასვლისას, მაგის გამო საკუთარ თავს მადლობაც გადავუხადე, მერე ცოტა ხანი აივნის კარიც გავაღე და თოვლი ვისუნთქე, უფრო სწორად წინდებით გავედი აივანზე და უკან თოვლიანი შემოვედი :)) აბა რა მეგონა :) და თოვლ ნასუნთქი მოვკალათდი ბოლოს ტახტზე, ჩემ საყვარელ ირმებიან პლედს ახლიდან შევძინე...