წერილი ნაძვებს
ზუსტად ორი თვე გასულა ბოლო პოსტიდან. და 2 კვირა და 2 დღე გავიდა, რაც ვენაში ვარ. ხო, ვენაში ვარ. იმ დღეს მეუბნებოდნენ მეგობრები, ერთი-ორი ფოტო მაინც დადე, ხალხმა გაიგოს, რომ მანდ ხარო. ხო, ვინც ასე პირადად ჩემგან არ იცოდა, ვერც მიხვდება, რომ აქ ვარ უკვე. რაც ჩამოვედი, ველოდები, რომ მოვიდეს წერის სურვილი და დავწერო. მაგრამ რაღაცნაირად გარბის დრო და აი დღეს კიდევ ერთხელ რომ ვიარე ლეპტოპაკიდებულმა, იმის იმედით, რომ დღეს მაინც დავწერდი, ქალაქში 4 საათიანი სიარულის მერე ბოლო გაჩერება სტარბაქსი ავირჩიე, რაც ძალიან არაავსტიული და არავენულია, გეთანხმები. მაგრამ ეტყობა ჩემი ექსპატური ცხოვრება გამახსენდა ბაქოში, სადაც მინიმუმ კვირაში ერთხელ, ხან ორჯერაც ანტრედან ან სტარბაქსიდან ვწერდი "ბაქოს ქრონიკებს". ტრადიციასავით მქონდა. სტარბაქსში ჩემი საყვარელი ადგილიც მქონდა, ფანჯარასათან. ყველაზე გემრიელად იქ "იჯდომებოდა" და იწერებოდა. ხოდა ახლაც ასე გადავწყვიტე. აქ არავის უკვირს ლეპტოპგახსნილი ჯდომა. მგონი წერითი ბლოკადა მაქვს. უამრავი რამე მაქვს თავში და საერთოდ, შიგნით. უამრავი რ