Posts

Showing posts from June, 2025

soul days

ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ იმ პერიოდში ერთი ჩანაწერი მაინც მექნებოდა გაკეთებული. დაახლოებით განწყობაც ვიცოდი იმ ჩანაწერის . არა და - 7 წლის წინანდელ დროზე ვლაპარაკობ, უფრო სწორად, თითქმის, 7,5 წლის.  ბოლო დღეებში მახსენდება ის განწყობა რატომღაც. ბაქოში უკვე მესამედ ჩასული. ჯერ სამსახურში არ გავსულვარ, რამდენიმე დღე ტრენინგები მაქვს და იქ დავდივარ. სექტემბერია. აღარ ცხელა ძალიან. სასიამოვნო ამინდია. გარემოც რაღაც ისეთი, რომ არ გაჩქარებს, ნელ-ნელა რომ შეგიძლია გადახვიდე ახალ მოუდზე და ცხოვრების ახალ ეტაპზე. რაღაც პერიოდის მერე ახალ სახლშიც გადავალ, სადაც შემდგომი თითქმის ორი წელი ვიცხოვრებ. მანამდე კი ამ სახლში და ამ დიდ საძინებელში ვატარებ დიდ დროს. საღამოს სახლში დაბრუნება მსიამოვნებს. ამ უზარმაზარ საწოლზე და საოცრად კომფორტულ მატრასზე წამოგორება და კითხვა. მერე ადრე დაძინება. ხან გაღვიძება და ისევ კითხვა. თითქოს ნახევრად სიზმრისეულ სამყაროში ვარ. ნახევრად წიგნისეულში. ზუსტად მახსოვს, მურაკამს ვკითხულობ. რას - ეს ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ აჰა, კიდევ ერთ ჩანაწერს მივაგენი, უკვე ოქტ...

წერილები ვენიდან: ნაპოლი. ბაბა. ოცნება მწერლობაზე

ზუსტად თვენახევარი გამომივიდა აქ ყოფნა. უფრო სწორად, ამ თვენახევრიდან 4 დღე ჩეხეთში დავყავი, 4 იტალიაში. 3 დღით წასვლას გერმანიაშიც ვფიქრობდი, მაგრამ აღარ გამოვიდა. ბოლოს უკვე ძალიან მომინდა სახლში. და აი უცებ, ავდექი და გადავწყვიტე, მივდივარ. ლამის მეორე დღის ბილეთი ვიყიდე.  ისე, ეს მოქნილობა კარგია, კონკრეტულად რამე თარიღზე რომ არ ხარ დამოკიდებული. უბრალოდ, უკვე ისე ვცმუკავდი, როცა გადავწყვიტე, რომ მორჩა, მივდივარ, აღარ მინდოდა რამდენიმე დღე დაცდაც კი. მოკლედ, პარასკევს და ორშაბათს შორის ვარჩევდი და საბოლოოდ სულ სხვა რეისით და ავიაკომპანიით, პირდაპირ თბილისში მივფრინავ ხვალ, კვირას.  აქ ჩემმა გონებამ რა თქმა უნდა ამოაგდო რაღაც არქივიდან - სასო პავლიაშვილის სიტყვები - მორჩა, თბილისში მინდა! ერთი სოსოსიც ... მაგრამ მე მინდა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს სიმშვიდე იქ არ იქნება, შეიძლება მალევე მომენატროს კიდეც. მაგრამ ამ ეტაპზე ის ქაოსი მენატრება, ჩემები მენატრება, მეგობრები მენატრება, ჩემი ბინა მენატრება, ჩემი საწოლი, ჩემი ცხოვრება შინ.  ამჯერადაც ისე მოხდა, წამ...