მზე ოქროს ჩარჩოში


წიგნი გვქონდა ასეთი სახელით. მახსოვს. თვალწინ მიდგას. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. და მახსოვს რომ ძალიან მომწონდა ეს წიგნი. უნდა მოვძებნო...
იმპრესიონისტებზე და პოსტიმპრესიონისტებზეა. მიმოხილვაა პერიოდის, ცოტ-ცოტა ყველაზე წერია და მერე რეპროდუქციებია. პატარა ფორმატის წიგნია. მაგარ ყდიანი და ყდაზე არის გადაკრული ფურცელი, სადაც გოგენის ტაიტის სერიიდან არის ერთ-ერთი ნახატი. ვგიჟდები...

და შიგნითაც რაც არის... ჯერ კიდევ როდის მომწონდა...


ხო, მაგრამ პრინციპში ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაზეც დავიწყე წერა. სათაური მოვიდა თავისთავად და ამან განაპირობა ასეთი გაგრძელება

რა და...
ძალიან გვიანია ამისათვის, მაგრამ მაინც - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მზე ჩამეღავარა სულში, სადღაც შიგნით ჩამეღვარა. და მაგარია :) შეიძლება გაზაფხულის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიძახდი, არ მევასება ეს გარდამავალი პერიოდები, ზამთარი და ზაფხული მიყვარს მეთქი, მაინც ჩემდა დაუკითხავად შემოიპარა მზე ჩემში. მაინც ძალიან მიყვარს ეს საოცარი ქმნილება. მზის ენერგიაზე ვმუშაობ ხოლმე ხანდახან, ასე მგონია :)

და თითქოს რაღაც მიძინებული აამუშავა, ძველი საათის მექანიზმი რომ გაადიდო და ბევრი რაღაც რომ ტრიალებს შიგნით, ასე დატრიალდა თითქოს შიგნით ყველაფერი. რატომ? აზრზე არ ვარ. არა, არაფერი მომხდარა. უბრალოდ მზე ამოვიდა :) და ჩამეღვარა...

ცოტა კი მეშინია... ნაადრევი არ იყოს, პირველი მერცხლის ეფექტი :)))))) და მერე უცებ არ დაკრას სიცივემ, მარტი მოდის მაინც...

ნუ, რა ვქნა კაცო. რაც იქნება, იქნება :) ეხლა ხომ მაგრად ვგრძნობ თავს და ღიმილს ვერ ვიშორებ, სულ სიცილი მინდა და იქნებ... იქნებ ჩავსვა ეს მზე ოქროს ჩარჩოში და აღარ გავუშვა?! ვნახოთ....

Comments

Anonymous said…
აუ რა მაგარია ელის, რას დააკლებს მაგ მზეს მარტის ყინვები, აუ, არ გაუშვა რა, არსად არ გაუშვა კაი?
© said…
ვერ დავიჭირე, ბუდული :) არ მინდა შენს ჩარჩოშიო :) არ ჩავიდა, მაგრამ ღრუბლებში დაიმალა და სიცივემაც თავისი ქნა. კაკ რაზ მარტმა ქნა ,როგორც ვივარაუდე

მაგრამ არა უშავს. გამოიხედავს კიდევ. არ შეიძლება სხვანაირად, იმიტომ რომ მზის და სიცილის გარეშე ვერ ვიარსებებ. :)
Anonymous said…
auuuu, zustad.

ცისიელის, ეგ წიგნი მიეკუთვნება რომელი წიგნების კატეგორიას იცი
?
აი ზუსტად რო გახსოვს, სულ, აი ტაროში წინ რო იდო, გამოსაჩენ ადგილას, რაღაც პონტში ხშირად დაკვირვებიხარ, გიფიქრია, დაჯე წაკითხულიც გაქვს, შეიძლება ნაწყვეტ ნაწყვეტ, შეიძლება არც, და შინაარსი დიდად არც გახსოვს, ისე ზოგადად რო იმპ და პოსტ იმპ ტიპებზეა, და დალშე პო..X..უი,

მე ასე მახსოვს

:))))
არადა რო ვკითულობდი თითქოს საინტერესოც იყო, ერთხელ მაგრად გამომადგა რაღაც კამათი იყო, ჩემი რქიანი მეგობარი რქებით ამტკიცებდა რაღაცას ამ პოსტ და პრე და აFტერ იმპრესიონისტებზე, სისულელეს, ბულშით, პოლნაია ჩუჟ (ჩიჟ ბიჟ), ხოდა მეთქი ახლა მაცალე, არაა მასე, და რომელიღაც ჩვენი განყენებული მესამე (პირის) მეგობრის ოჯახში თაროს ვეცი და, ხო ყველა ოჯახში რო დევს თითო ეგეთი წიგნი ეგ ხო არ მითქვამს ჯერ, აი იმასავითაა, როგორც სუფრაზე მწვანე ფხალი (მხალი და ხალი, ასეთი ვერსიებიც არსებობს სწორი რომელია დღემდე არ ვიცი მნე ეტა პო..X..უი)მჟავის ასორტი და უაზრო ტიპის მწვანილების სბორკა იჩითება უეჭვერლია მასეა ეგეთი წიგნებიც ყველა თაროშ არიერგარდში ჩალაგებული.

ხოდა დავუმტკიცე რა...

რაღა ბევრი გავატრაკო.
© said…
Sean! Я тебя в 100 раз больше зауважала за это!

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..