p.s.

მეგობრებო, ვისაც გახსოვთ, რომ ვიძახდი, არ მინდა დავბერებე, მინდა ახალგაზრდა მოვკვდე მეთქი, ახლა ვამბობ - არ მინდა ამისრულდეს ეს... :( მიუხედავად იმისა რომ არ მეშინია...

რამდენი რაღაცის გადაფასება მოხდა ამ მოკლე დროში. თურმე რა სისულელეებს განიცდის და რამდენ სისულელეზე ნერვიულობს ადამიანი. რეალური სანერვიულოს წინაშე რომ დგები და უშუალოდ შენს თავზე გამოსცდი ამას, ნაწილობროვ მაინც, მერე ხვდები, როგორ უფერულდება ყველაფერი დანარჩენი.

და კიდე ყველამ თავისი თავი გამოსცადა. ძლიერი ფსიქიკა მქონია, მივხვდი. ჯანსაღი - არ ვიცი, მაგრამ ძლიერი. და კიდევ უფრო მობილიზებული და ცივი გონებით მოაზროვნე ვიყავი ამ დღეებში, ვიდრე სხვა ყოველდღიურ ჩემთვის სანერვიულო სიტუაციებში.

თუმცა ემოციაც რამდენი მქონია და რამდენი საშინელების თქმა შემძლებია. ოღონდ არ მინდა გავბოროტდე. ეს არ მინდა. და სწორი გადაწყვეტილების მიღება მოვახერხო მინდა ყოველთვის, ისე, როგორც ამ ოთხი დღის წინ მოვახერხე. ღმერთო, სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინე მეთქი. და წამოვედით. გავრისკეთ. ასე არასოდეს გამხარებია ალბათ სახლში დაბრუნება. ესეც სხვანაირად დავაფასე. ჩემების გვერდით ყოფნა. ძალიან ბევრ რაღაც გადავაფასე. და კიდევ - იმ მძღოლის მადლობელი ვარ, ასევე რისკის ფასად და სასწაულებრივი მანევრებით და სიჩქარით რომ ჩამოგვიყვანა და ერთი ფეხით გამოგვასწრებინა დაბომბვაში მოყოლას.

კიდევ მივხვდი, იმაზე უფრო ვნერვიულობდი - ჩემზე რომ ნერვიულობდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზღვაში წვეთია ჩვენი ემოციები იმ გაუბედურებული ხალხის ემოციებთან შედარებით.

ჩემი თავი დავიჭირე, ქუჩაში რუსული ლაპარაკი თუ მომეჩვენა, ზურგი მეძაბება და თვალებით ვეძებ ხალხში... მართლა რომ აღმოჩნდეს ვინმე და დავინახო, ნეტა რას ვუზამ?! არ ვიცი, არ ვიცი...

არ გავბოროტდეთ, მაინც არ გავბოროტდეთ! კი ვარ საშინლად აღშფოთებული და საოცრად გაბრაზებული ბევრ ქართველზე და ბევრის ქცევაზე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ესეც ვიცი... არა და....! არა, თავის შეკავებაც არ გამოდის... ფუ....

Comments

© said…
ჟაკო...

ვიცი რომ ჯაკო, მაგრამ თავიდანვე ჟაკოდ აღგიქვი, ასე რომ... :)

აქ ხარ ჯერ კიდევ თუ წახვედი?
jaco said…
დღეს გვიან ღამით (ფაქტიურად ხვალ დილით) მივფრინავ.
Anonymous said…
nice post, as always.

რუსული ენა ძალიან მიყვარს და მიტყდება, რომ ყველაფრისადმი ჩნდება აგრესია, მათ შორის - ენისადმიც : (

პირველი არ ხარ, ვისგანაც ამას ვკითხულობ და მაგიტომ ვამბობ : 9
© said…
მეც ძალიან მიყვარ.....და დოდი.... მათი კულტურა, მწერლობა და ენა. ძალინ ღრმა ბავშვობიდან მესმოდა და ვსწავლობდი, და მივიღე.... ეხლა?! გაუცნობიერებლად მოხდა, თავისთავად, უცებ დავიჭირე ჩემი თავი ამაზე, რომ მაზრიალებს....
© said…
კეთილი მგზავრობა, ჟაკო!
Tiko said…
მეც მასე ვარ ელის ზუსტად... გუშინ გავიფიქრე რას გავაკეთებ რუსული ლაპარაკი რომ გავიგო ...

ამ დღეებში ვერავინ მცნობს ისე გიჟად ვარ ... ეხლა უფრო ვიწყებ გავაცნობიერო რა მოხდა, ეს რა ჭირი დაგვატყდა თავს : (

ამდენი უზრდელური სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს, რა ჯანდაბა მეტაკა : ((((

Popular posts from this blog

before and after party

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

ჩამოსასხმელი ზაფხული