ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან
05.09.25 ≈ 12:30 მატარებელი თბილისი-ბათუმი ჩანაწერი კატიან ბლოკნოტში "მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?" წიფის გვირაბი უკან მოვიტოვეთ/ ფანჯარაში დიდად არ ვიყურებოდი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს გავიხედე, როცა წარწერა "წიფა" გამოჩნდა. მატარებელი იდგა. გადაღება მოვასწარი. მალევე დაიძრა. ეს ბლოკნოტი 8 წლის წინ მაჩუქეს. ერთად ერთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული აქამდე: "კატას 9 სიცოცხლე აქვს. მე ჯერ-ჯერობით 1 გავხარჯე". ამ ერთი სიცოცხლის გახარჯვიდან მალევე მაჩუქეს და ეს ჩანაწერიც მალევე გავაკეთე. არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვკიდებდი ხელს. ალბათ რამე განსაკუთრებულს ველოდი, ან მინდოდა, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა. ან იქნებ უბრალოდ ციფრულ ერას ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე კლავიატურაზე, პირდაპირ ბლოგზე წერას და ისე გადავეჩვიე ხელით ასოების გამოყვანას, რომ ამანაც განაპირობა. პრინციპში, რომ დავფიქრდე, კი არის ახლა ეს წასვლა მეტ-ნაკლებად განსაკუთრე...
Comments
ხო, კალერ, იმედი მაქვს შველის :)
მსმელებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეგ guten morgen :D
ეს მინდა ეხლა მე
ნუ მართალია პახმელიის გამო არა, მაგრამ მაინც კვადრატული მაქვს სახე, იმდენ ხანს მეძინა :D