მშვენიერია, დილიდან ხელოსნების გარემოცვაში, შემდეგ ქავთარაძის და შემდეგ ჩვეულებრივ ბაზრობაზე რომ აღმოჩნდები კარგი, ხელოსნების და მჟონავი მილის ამბავი ახალ სახლში მალე მოგვარდა და გადაბარდა საჭირო პირს მერე "ქავთარაძის ბაზრობა"ზე აღმოვჩნდი საშხაპე მილით/შლანგით (თუ რა ქვია) ხელში, რომელიც წყალს ასხამდა. ახალი უნდა მეყიდა. აქაც ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. ჭაღარა გამყიდველი ხელმარჯვე ოსტატიც აღმოჩნდა და თან პატიოსანი. სანამ "შემომასაღებდა" რამეს, მკითხა, რა სჭირდა შხაპს, შლანგი გამომართვა, შეამოწმა და დაადგინა, რომ არსაიდანაც არ ასხამს. მერე სავარაუდო მიზეზიც მითხრა, პატარა რეზინებიც ჩამიდო პარკში და ასე გაღიმებული გამომიშვა უკან. ეს - კარგი. მერე დავიწყე შრომის წიგნაკზე ზრუნვა. ჩემდა გასაკვირად ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიაში აღმოაჩნდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ვერსია. რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიძინე ბაზრობაზე. ახლა კი ძველს ვეძებდი, რომელიც მაშინ ფულის უქონლობის და მისი შედარებით სიძვირის გამო ვერ შევიძინე. და რად მინდა ორივე? არ ვიცი. მგონია რო...
ერთ დროს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის აქტიური სტუმარი ვიყავი. მაშინ დროც მეტი მქონდა, ენერგიაც და წლები კი - ნაკლები. ძალიან მიხაროდა ამ პერიოდის მოახლოება. გაგება - რა ფილმებია, სახლში საღამოს გვიან პროგრამის ფურცვლა, დაგეგმვა და წასვლა. მარტოც კი წავსულვარ (ნუ, იქ შანსი არ იყო ნაცნობ-მეგობრები არ შემხვედროდნენ. თუნდაც იმ დღეებში ახალ გაცნობილები). იყო გახსნა-დახურვაზე მოსაწვევებით და გამოპრანჭული მისვლა და კარგ ადგილებზე დაჯდომა; ვითომ "აკრედიტაციით" შესვლა და თუ გამიმართლებდა, მთელი ფილმი სადმე ჯდომა, თუ არა და ჯერ დაცდა და მერე დაჯდომა, ან სულაც კიბიდან ყურება (ეს ყოველივე ჩემი ძმის დამსახურებით, მაშინ ამ ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი იყო); ბილეთის ყიდვა და ჩვეულებრივი მოკვდავივით შესვლა...მაშინ ვნახე პირველად პოლანსკის "პიანისტი", იოსელიანის "ორშაბათის დილა" და კალატოზიშვილის "მე, კუბა".. და ნუ კიდევ ბევრი სხვა. დღეში ხან რამდენიმე ფილმზე შესვლას ვასწრებდი, ამირანში, კინოს სახლში, ისევ ამირანში...მოკლედ, ეს რაც შეეხება იმ წლ...
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი. წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები. (უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.) ყურზე ხელი მომიხვ...
Comments
აბა http://imageshack.us -ზე დადე და იქედან ჩააკოპირე ლინკი...
მაგრამ ეხლა ვცადე და მაქისმუმი, რასაც მივაღწიე, ძროხაზე რომ დაკლიკავ მერე გამოგიგდებს მის მოძრავ ვარიანტს :D
მერე კიდე ვცდი რამეს, და ისე, თუ კიდე რამე შეგიძლია მირჩიო, სხვებმაც :) მირჩიეთ, რა, რომ სამომავლოდაც გავითვალისწინო
მადლობა katiee :))))
ხოო, საყვარელიააა :P
და აღარ გაგიშეშდება გიფ სურათი.
ძაან საყვარელი სიტყვაა:)
არა კაცო, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს :)))
xalxo, vinmem amixsnas ratom vatene games. vkvdebi ise mezineba :-0;-);-)