Spree-დალეულის დღიური. ბერლინი, მიუნხენი, -> ვენა 29.09.23 ბერლინი როგორია ბერლინი? მეექვსე დღეა აქ ვარ და დღეს საღამოს, როცა უკვე ყველაზე მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ნელ-ნელა მივხვდი, რომ აი ახლა დავიწყე ბერლინის კარგად შეგრძნება. აქ 2 დღით არ უნდა ჩამოხვიდე. და პრინციპში, უბრალოდ ტურისტად ჩამოსვლაც არ კმარა, მგონი. აი მე ალბათ იდეალური ბალანსი გამომივიდა ყოველდღიური საქმიანი ცხოვრების, ბერლინის ყოველდღიურობის თუნდაც ნაწილობრივ აღქმის და ტურისტულად ბოდიალისაც. 01.10.23 მიუნხენი სანამ ბერლინზე რამეს დავწერდი, უფრო სწორად წერის გაგრძელებას შევძლებდი, ამასობაში წამოვედი კიდეც, ჩავედი მიუნხენში, ერთი სრული დღე დავყავი იქ და ახლა უკვე ვზივარ ვენისკენ, უფრო სწორად ბუდაპეშტისკენ მიმავალ მატარებელში, მაგრამ მე ვენაში ჩამოვდივარ. კარგია, რომ ადგილი დავჯავშნე ბილეთის ყიდვისას, სხვა შემთხვევაში მეც ფეხზე დგომა მომიწევდა გასასვლელში, როგორ აი ამათ. როგორც იმ ბიჭსაც, გვერდზე რომ მეჯდა. ვერ დავჯავშნე საიტიდან, გაჭედაო, შემომჩივლა, როცა განვთავსდი. ცოტა ხანი ამაზე ვისაუბრეთ და მერე ფანჯრისკენ
წადი, გამოიცვალე, გადაივლე, იცურავე, ამოდი, გადაივლე, გამოიცვალე... სანამ აუზზე მიხვალ, ყოველთვის გეზარება ცოტა მაინც მთელი ეს პროცედურები. მაგრამ ხელის პირველი მოსმა და ყველა ფიქრი ქრება. გასახდელში ხმაურია. მუსიკის გამო არა, მომხმარებლების გამო. ეს ის გოგოა, ძალიან რომ ჰგავს ერთ მსახიობს და დარწმუნებული ვარ, იცის კიდეც. კი, მომწონს გარეგნულად. ტანიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ... სასტიკად მეგოიმება. გინდა სნობი მიწოდეთ და რაც გინდათ. მე ვფიქრობ, გოიმობაა, დიახ, ზუსტად და უკულტურობაა, ასეთ ადგილას, სადაც საჯარო სივრცეა და მარტო არ ხარ, ამხელა ხმაზე ილაპარაკო და იხმაურო. არა, არ მაწუხებს მე პირადად, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია ამ ქცევაზე. ეხ, იხმაურონ სადაც უნდათ, ჩავედი მე აუზზე. ვიცოდი, რომ შაბათს საღამოს ცოტა ხალხი დამხვდებოდა. სამიდან 1 ბილიკი შევარჩიე, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი დაცურავდა და დავიწყე... სადღაც 15 წუთის შემდეგ შუა ბილიკი სრულიად გათავისუფლდა. იქ გადავინაცვლე და ზურგზე დავწექი. ვაშა! ფანჯრები გაუწმენდიათ! ერთი სიამოვნებაა ღამის აუზში ზურგზე ცურვა და საკუთარი ანარეკლის დანახვ
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი. წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები. (უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.) ყურზე ხელი მომიხვ
Comments
აბა http://imageshack.us -ზე დადე და იქედან ჩააკოპირე ლინკი...
მაგრამ ეხლა ვცადე და მაქისმუმი, რასაც მივაღწიე, ძროხაზე რომ დაკლიკავ მერე გამოგიგდებს მის მოძრავ ვარიანტს :D
მერე კიდე ვცდი რამეს, და ისე, თუ კიდე რამე შეგიძლია მირჩიო, სხვებმაც :) მირჩიეთ, რა, რომ სამომავლოდაც გავითვალისწინო
მადლობა katiee :))))
ხოო, საყვარელიააა :P
და აღარ გაგიშეშდება გიფ სურათი.
ძაან საყვარელი სიტყვაა:)
არა კაცო, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს :)))
xalxo, vinmem amixsnas ratom vatene games. vkvdebi ise mezineba :-0;-);-)