2 მარტი

2 მარტი თენდება

რა საშინელი თარიღია. ვერ ვიტან! კიდევ ერთხელ ვერ ვიტან და ყოველთვის საშინელ თარიღად დამრჩება გონებაში. არ დაილია მიზეზები. ასე როგორ შეიძლება, ამდენი დამთხვევა, ამდენი მოულოდნელად ტკივილნარევი, უარყოფითი ან ძალიან ცუდი მოვლენის დამთხვევა ერთ დღეს?! მეგონა ასე მარტო ფილმებში ხდებოდა. არა. მარტო ფილმებში კარგი რაღაცეები ხდება, იმდენად კარგი, რომ რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. ცხოვრებაში... ცხოვრებაში სხვანაირად არის ყველაფერი.
იმედია დღესაც და ვსო. წელს და ამით დამთავრდება.


ერთი - დაბადება. დიდი ხნის წინ. იმ დღეს - მაშოკირებელი. იმედი მაქვს კარგად თუ არა ნორმალურად მაინც ექნება ყველაფერი ცხოვრებაში.
ერთი - დაშორება. შარშან.
ორი - გარდაცვალება. შარშან
ერთი - "დაბადება". ხელოვნური. დაუბადებელი სიკვდილი. ხვალ.

ტკივილი. დიდი. შოკი. განცდა. გამხნევება. უკეთესის მოლოდინში... ცხოვრება გრძელდება...

.

Comments

Anonymous said…
ciskar, rashia sakme?
sagamos dacere rame, mogveci sicocxlis nishani, torem davizabe
© said…
ქეთი, ვერ დავწერე საღამოს ვერაფერი, და კომენტარიც ახლა ვნახე

რაღაცნაირი დამთხვევა იყო, კაკ რაზ გუშინ საღამოს ძალიან ცუდად გავხდი სამსახურში და წამოვედი. ძლივს მოვედი სახლამდე. მეგონა გრიპი მეწყებოდა, ისეთი ეპიდემია იყო და იმდენად ყველას ჰქონდა გარშემო. მაგრამ გრიპი კი არა, 35,5-ზე ზევით არ ამდიოდა სიცხე და რამდენი საათი მეძინა იცი? თითქმის 20! საღამოს 6-ის ნახევარზე რომ ჩავწექი და დავიძინე დღეს შუადღის 1 საათზე გავიღვიძე. 2-2 წუთიანი შუალედებით გაღვიძებას თუ არ ჩავთვლით

ნუ ეხლა სიმპტომებს აღარ დავწერ. სავარაუდო მიზეზებზე მსჯელობასაც თავს ავარიდებ

რაშია საქმეზე პასუხსაც

მთავარია სიცოცხლის ნიშანი მოგეცით :)

ვეცდები დიდხანს არ დავტოვო ეს პოსტი ბოლო პოსტად და რამდე დავწერო დადებითი. უბრალოდ ეხლა ძალიან სუსტად ვარ. რა მეტაკა მაინც ვერ გავიგე. თავს ვუძალიანდები რომ არ წამოვწვე, თორემ კიდე ჩამეძინება და ძილში არ გავიპარო მეშინია :))))
Anonymous said…
ალ, ველი შემდეგს..

:)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..