Posts

Showing posts from August, 2024

უმისამართო ასტრო-წერილი N...

Image
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ზედმეტად ბევრსაც. ალბათ იმიტომ, რომ როგორც იქნა მომეცა ფიქრის დრო. ამდენი დრო ბოლო... მმმ... 2,5 წლის მანძილზე ერთად აღებული არ მქონია ალბათ. ხოდა ავდექი და ავიღე ეს დრო და მაქსიმალურად შევირგე გონების განიავება, სხეულის მოდუნება, დასვენება... მაგრამ რაღაც ეტაპზე ფიქრები წამოვიდა. საღამოობით განსაკუთრებით. უფრო სწორად ღამე.  ჯანდაბა რუსებს, მაგრამ ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: უტრო ვეჩერა მუდრენეე. და ასეც არის. ის, რაზეც საღამოს გვიან "იგრუზები", ის რაც ამ დროს რთულად გეჩვენება, გაწუხებს, დილის და დღის შუქზე სულ სხვანაირი ჩანს. უფრო მარტივი და ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი. ან სულაც ქრება და არაფერია მოსაგვარებელი რეალურად.  ვიცი, სრულიად გაუგებრად ვწერ. უფრო სწორად, რაზე ვწერ, ვერ მიხვდები. და საერთოდ, მივხვდი, რომ როცა რაღაცაზე ბევრს ვფიქრობ ან როცა რაღაც მაწუხებს ან მაფიქრებს, იმაზე არ ვწერ. უფრო სწორად - არ / ვერ ვყვები. ხოდა ახლაც ასეა. უბრალოდ ემოციების დონეზე ვცდილობ გაზიარებას. დღეს კი საკმაოდ ემოციური დღე იყო.  შემიძლია, გავჩე

before and after party

Image
ჯერ სამადლობელი პოსტის დაწერას ვაპირებდი. უფრო სწორად, დაბადების დღის მოლოცვის სამადლობელოს კი არა, უფრო გლობალურს თუ მასშტაბურს, თუ რაც არის. მოკლედ, ქვემოთ მიხვდებით, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე. მერე ვიფიქრე, ამას მოლოცვებისთვის მადლობას მივაბამ მეთქი. მერე კიდევ რაღაც აზრები მიემატა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმხელა გამოდიოდა, ბარემ ბლოგზე დავწერ და ლინკად დავდებ მეთქი.  აქ წერას რომ ვიწყებ, ძირითადად არ ვიცი ხოლმე, რას დავწერ. ან რამე ერთი მომენტი, განწყობა, ფაქტი ან შეგრძნება ხდება ბიძგის მომცემი და მერე იწყება და ებმება ბევრი რამ. და მერე, შეიძლეა აჯაფსანდალიც გამოდის, მაგრამ შეძლებისდაგვარად სტრუქტურირებული და ნაწილებად დაყოფილი.  ახლაც ასე გამომივა, ალბათ. უბრალოდ ამჯერად, ვიცი ერთი-ორი რაღაც, რაზეც მინდა, დავწერო და ვეცდები, ძალიან არ გადავუხვიო და ბევრი არ ვიბოდიალო :)) აი ამ წამს უნებლიედ მოვისმინე მინი ლექცია თემაზე ტრანს-ცხიმები. სასაუზმედ ჩვენ კომპლექსში არსებულ ძალიან საყვარელ კაფეში "ნიბლე" შემოვედი (ლილისი ვინც იცის, ლილისს ეკუთვნის ეს კაფეც). ვისაუზმე, ახლა ყავას

დღეს რა დღეა? :)

Image
 ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?  არ მომიწერია რამდენი ხანია.... ეს ლექსი იცი? :)) თუ იცი - წესით გაგეცინება. ერთი პერიოდი ძალიან ატაცებული იყო და ყველა შესაძლო და შეუძლებელ სიტუაციაში ტრიალებდა, რა თქმა უნდა ხუმრობის მიზნით. და რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მეგობრების ხუმრობის და ციტირების საგანიც არა ერთხელ გამხდარა.  ისე, ხუმრობა იქით იყოს და წერილი დიდი ხანია არ მომიწერია. თუ არ დამიწერია. რეალურად ხომ უმისამართო წერილებია ეს.  ზღვაზე ვარ, კერძოდ კი - კვარიათში. ოჯახთან ერთად. არაჩვეულებრივი დასვენება გამოვიდა, რამდენადაც ეს აქ, საქართველოში შესაძლებელია. მართლა დავისვენე და განვიტვირთე. ცოტა ხნის წინ მეგობრებს ვწერდი, კი ბოლო დროს "ლაითი" რეჟიმი მქონდა და აგარაკიდან მაგ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ მართლა არაფერი რომ მეკეთებინოს, არც ერთი გაკვეთილი, არაფერი სამეცადინო და საფიქრალი, ასე გადაბმულად მთელი კვირა ბოლოს როდის მქონდა, არ მახსოვს. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი დასვენება.  ერთი-ორი დღის წინ მემორიში წავაწყდი საკუთარ სტატუსს. ვციტირებ:  "ბუკოვსკიმ თქვა,