სამი სიტყვა ცისიასათვის

რაზე ვაპირებ იცი, დაწერას? სიყვარულზე. ხო, სიყვარულზე. უფრო სწორად, სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ". არ დაიძაბო, ვინც არ უნდა იყო შენ, არ დაიძაბო. წარსულ დროში / წარსულ ამბებზე ვყვები. ისე, რა უცნაურია, რატომ უნდა დაიძაბო, თუნდაც ახლანდელზე ვყვებოდე და თუნდაც შენ გეხებოდეს, ვინც არ უნდა იყო. წესით ხომ უნდა გვიხაროდეს, ადამიანს რომ ვუყვარვართ, და ან ვუყვარდით მაინც. ესეც რა უცნაური გამოცდილებაა, რატომ დავწერე "არ დაიძაბო?" მართალი გითხრა, არ ვიცი, საიდან წამოვიდა, რატომ მომინდა, ამაზე დამეწერა. ზოგადად, იმდენად არ ვწერ ასეთ ამბებს, ასეთ პირადს, რომ მე თვითონ მეუცნაურა. უბრალოდ დღეს დილიდან მაქვს აკვიატებული, თავში მიტრიალებს, მწიფდება, მოლოდინის სიხარული მაქვს, რომ უნდა დავჯდე, და დავწერო. ახლა კი უკვე ღამეა. 12 საათი დაიწყო. ახალი მოსული ვარ სახლში და აივანზე ვზივარ (აგარაკზე). კალიის თუ ჭრიჭინის ხმა ის მის მარტო და შორიდან სიმღერის. ამჯერად ბავშვები მღერიან, აშკარად. ბავშვები აღარ ეთქმით ამასობაში :) და კიდევ ბურთის ხმა. შემეძლო, კიდევ დავრჩენილიყავი იმ ხალხმრავლო...