Posts

Showing posts from January, 2026

თოვლიანი ლისიდან :)

რთულია იმ წამის განწყობის შენარჩუნება, ეგრევე თუ არ გადმოიტანე. მერე ხსნი გვერდს და ... სხვა რამეზე წერ :) გადაწყდა. უნდა ვწერო. :) გინდა წერო? უნდა წერო :) თოვს დილიდან. არა, ღამიდან. დილით ფარდის მიღმაც კი არაჩვეულებრივი სითეთრე ჩანდა, დათოვლილი ხის ტოტები, საიდანაც პერიოდულად დიიიდი გუდნები ცვიოდა. ხო, ვიცი, ეგ გუნდა არ არის, რაც არის.  ღამე ჯერ დასრულებული და ლოგინში გვერდზე გადადებულ წიგნზე ფიქრმა, მერე ატკიებულმა კბილმა და მერე უკვე ამის გამო სქროლვის დაწყებამ (რაზეც უარი მინდა, ვთქვა ბოლომდე) ცოტა დიდხანს არ დამაძინა. მაგრამ ძალიან გვიანაც არ გამიღვიძია. ალბათ ამ სითეთრემ მომჭრა თვალი. მერე მედიტაცია, რეფლექსია, ცოტა გულის აჩუყება, მერე ყავის მოდუღება ბიალეტით და ფანჯრის წინ ისე დაჯდომა სასაუზმოდ, რომ კარიც და ფანჯარაც ჩანდეს და თოვას ხედავდე. პარალელურად აფირმაციები და ცოტა ხანში ხვდები, რომ გადასარევ ხასიათზე ხარ. თანაც კბილიც აღარ გტკივა. კბილი რა, ნაკბილარი, ჭრილობა.  დილიდან ფიქრობ, რომ სადმე გახვიდე საწერად. ერთი-ორი ადგილი გეგულება, სადაც გინდა და ფიქრობ, სა...

შობა ღამის მწვანე ჩაი

შობის ღამეს ბლოკნოტში ხელით დაწერილი პოსტი. ეს შეიძლება, ტრადიციადაც იქცეს. მხოლოდ ჩაის ფერი შეიცვლება ხოლმე. სანამ ჯერ კიდევ ციმციმებს ნაძვის ხის განათებები, მანამდე უნდა გადმოვიტანო აქ. ახლა: ყველა სანთელი დავანთე, რაც მქონდა. ანუ სულ სამი ცალი დეკორატიული სანთელი. თეთრი, მწვანე და ოქროსფერი. შუშხუნებიც ავანთე. სამი ცალი. და კიდევ ნათურები ანათებს სახლში, საახალწლო ნათურები. შუქები ჩამქრალია. მანამდე: პურის ცომი მოვზილე ვიდეოქოლის თანხლებით. და იქვე შევთანხმდით, რომ ზუსტად 12 საათზე კიდევ ერთი ვიდეო ზარი გვექნებოდა შობის შესახვედრად. პურის ცომი ლამაზად და თბილად შეფუთული დგას მაგიდაზე. მელოდება, როდის მოვრჩები სახლის მილაგება-დასუფთავებას საშბაოდ, ცხელი შხაპის მიღებას და მომზადებას.  შობას შევხვდი. ალოლოსაც ვუსმინე ბევრჯერ. ვიტირე კიდეც, მგონი უკვე ტრადიციულად. სიხარულისგან და ბედნიერებისგან, სისავსისგან. ხომ შეიძლება. სენტიმენტალურ განწყობაზე იყო და თან ბედნიერი? 2020 წლის მემორიში შობის დილას ჩემ ახალ სახლში მოვედი, კონიაკით და შოკოლადით მივულოცე  ჩემ მუშებს შობა. გადავკარ...

თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)

Image
ერთი * პოლარული ლიუკი ახალ წელს აქ შემოსვლამ რაღაცნაირი ამბივალენტრუი გრძნობები გამოიწვია. ლუკა პოლარეში შემოსვლას არა, ბლოგზე შემოსვლას ვგულისხმობ. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვპირდები ჩემ თავს და აქაურობას, რომ შემოვალ და დავწერ. რამეს დავწერ. იქნებ იმიტომ, რომ უკვე ათასი დრაფტი მაინც შევინახე თავში. ზოგი შეიძლება აუდიო ფაილებადაც მაქვს ტელეფონში, ქუჩაში მიმავალმა და უცებ წერის ჟინით შეპყრობილმა რომ ჩავწერე. იქნებ ნოუთებშიც კი გადავაწყდე რამეს. მაგრამ ძირითადად მაინც თავში იყო დრაფტებად შენახული და მერე ამ დრაფტებს ვადა გაუვიდა, გაფერმკრთალდნენ და გაქრნენ. ყველაფერი ქრება, თუ არ მოუარე ... ლუკაში რომ შემოვედი, არ იყო თითქოს ბევრი ხალხი. თუმცა რეალურად მხოლოდ ორი მაგიდა იყო თავისუფალი ამ დიდ სივრცეში. მაგრამ დავჯექი თუ არა, უეცრად გადაივსო, მოძრაობა დაიწყო კაფემ თითქოს.  ორი ** მიაძაკის დრო კაფის მოძრაობაზე გამახსენდა - მიაძაკის "მოსიარულე სასახლე" ვნახე გუშინწინ. თუ გუშინ იყო ეს? სადღაც გადიოდა. რატომღაც მომინდა ნახვა. ჩავრთე და ვეღარ მოვწყდი, მონუსხული. მერე ის გავაკეთე,...