Posts

Showing posts with the label მე

იქ

ხანდახან მინდა, რომ სტრუგაცკების გამოგონილ რომელიმე სამყაროში ვცხოვრობდე. ნებისმიერში არა ოღონდ. ვიცხოვრებდი მაგალითად იქ, სადაც "ორშაბათი იწყება შაბათს"... 💜

ჟამები სიყვარულის დროს

ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე. და ვწერ. სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს. არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ. პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება. მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გ...

egal

Image
რაც გინდათ, ის თქვით და იფიქრეთ, მაგრამ არანორმალური გაფანატება დამემართა ამ სერიალზე (პრინციპში, ნორმალური გაფანატება არც არსებობს.)! და ბოლო სეზონის ბოლო სერიაც დამთავრდა... რა ვქნა, ახლა, თავიდან ვუყურო?! ძალიან მინდოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდოდა, დამეწერა რამე ამაზე (ფილმზე არა, სერიალზე), სხვა თვალით დანახულ ამ სერიალზე. იმაზე, რომ წერის სურვილი მიჩნდებოდა ამ პერიოდში და ბევრ პოსტს "პროვოცირებაც" გაუკეთა, ან შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი ნაწერისთვის. მინდოდა არაბანალურად დამეწერა და მეთქვა, რომ თურმე უფრო მეტის დანახვა შეიძლებოდა, ვიდრე ჩანდა (აუ ეს რა ღრმა სერიალია მეთქი, არ ვამბობ, ცხადია). რამდენიმე წლის წინ, ალბათ, სხვანაირად შევხედავდი. ახლა სხვა პარალელებს ვავლებ. უბრალოდ, ის, რაც ისედაც ვიცით, ის, რაც ალბათ ყველას ცხოვრებაში ხდება, ხდებოდა, მოხდება,ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ოდენობით არის აქ თავმოყრილი. ცხადია, შეფუთულ-გალამაზებული, მაგრამ არსი იგივეა; იმიტომ, რომ მეგობრობა, სამსახური, კარიერა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები ყველგან არის და ყველა ერთ პლანეტაზე...

Дороги, которые мы выбираем

ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად. ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი. ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მ...

herstory

თვალდახუჭული იწვა. აღარ ეძინა. უბრალოდ ელოდებოდა, როდის წავიდოდა ყველა. თავს იმძინარებდა. არ უყვარდა ახალგაღვიძებულს პასუხების გაცემა. нечленораздельный პასუხებს იძლეოდა ასეთ დროს. დაელოდა, სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა და მხოლოდ მერე გაახილა თვალები. გაიჭიმა, ხელები გაშალა და გაიღიმა. წინა დღეებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ამოტივტივდა ნელ-ნელა თავში. ”თმა ასე...”, ”რა ლამაზი....” ხელებს დახედა. თითქოს გადაამოწმა, მართლა ლამაზი თითები ჰქონდა თუ არა. ხოო... მოეწონა. ისევ გაეღიმა. მერე ნელა წამოდგა. პულტით ჩართო ტელევიზორი. პულტი იქვე საწოლზე მიაგდო და ნელა წავიდა აბაზანისკენ. გზაში გაჩერდა. სარკე გრძელი იყო და მთლიანად აჩენდა. რაღაცნაირად მაღალი ჩანდა. შეიძლება ეს ჩაცმულობა... არა, ”გახდილობა” აჩენდა ასე - მარტო საცვლები. ’ხოო, თმა მართლა კარგად მაქვს, ახალწამომდგარის მიუხედავად და... რაღაც... რაღაც მომწონს! რაღაც ძალიან მომწონს! ხო, ეს ქალური ახალგაღვიძებულობა, განსაკუთრებით, როცა არსად მეჩქარება. ქალურად ოდნავ ნავარჯიშები სხეული. არააა! როგორ შეიძლება არ გინდოდეს, როგორ არ უნდა გინდოდე...

ცხოვრება, როგორც puzzle

იყო პერიოდი - "все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать" იყო პერიოდი - მეგონა, ვიცოდი, რა იყო წინ. კმაყოფილი ვიყავი და მეგონა, ყველაფერი ასე იქნებოდა სულ. თურმე რამდენი რამ იცვლება ცხოვრებაში, თურმე სულ სხვა გზები იყო წინ. სრულიად ვერგანსაჭვრეტი იყო პერიოდი - მაინტერესებდა, რა იქნებოდა წინ. აზრზე არ ვიყავი იყო პერიოდი - მეგონა ვიცოდი, რაც იყო წინ. დაახლოებით მაინც. ვგეგმავდი, ვაწყობდი მომავალს, გეგმებს, ვხედავდი თითქოს იყო პერიოდი - სავსე. რაღაცნაირად სავსე. ყველაფრით იყო პერიოდი - მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურად არ ვიყავი. მუშაობაში, გართობაში, იქით-აქეთ წოწიალსა თუ ბოდიალში, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად, მეგობრით-მეგობრად და ა.შ. მეჩვენებოდა, ან ვგრძნობდი, რომ რაღაცას, ან ვიღაცას ვაკლებდი ჩემს ყურადღებას. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამას იმ იშვიათ მომენტებში ვგრძნობდი, როდესაც ვჩერდებოდი იყო პერიოდი - ისევ მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. თან არაფერში. და ნერვები მეშლებოდა ამაზე. თუმცა, არ ვცდილობდ...

სენტიმენტების გარეშე

სრულიად! ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უ...

სიმსუბუქე უპირველეს ყოვლისა

каждый воспринимает по мере своей истеричности © by c. ანუ მე წერილობითი კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა ჩათ-სისტემებსა და სმს-ებში სმაილის გამოყენება ყოველთვის არ არის საკმარისი. ხშირად, მაინც თავისებურად ესმით ინტონაცია. ეს, ალბათ, გამომდინარე თანამოსაუბრის ტიპიდან და მოც. მომენტში მისი განწყობიდან; სრულიად სხვა ტონალობა /ჟღერადობა შეიძლება მივიდეს თანამოსაუბრემდე, რადიკალურად განსხვავებული შენი განწყობისა და ტონალობისგან. იმდენად განსხვავებული, რომ შეიძლება უბრალოდ დაიბნე, გაოცებული დარჩე რეაქციით. ან მე ვარ ასეთი და ძირითადად "გატარება"-ს ვამჯობინებ, სიტუაციის არაფრის გამო დაძაბვის და თანამოსაუბრის ტყუილ-უბრალოდ (გ)ანერვიულების თავიდან ასაცილებლად, და ან მართლა ასეა სწორი და ასე ჯობს(გე). მით უმეტეს, თუ ადამიანს კარგად იცნობ და უფრთხილდები, თუ შენს ინტერესებში არ შედის მისი გაბრაზება (და თუ ეს შენს ინტერესებშია, მაშინ, პრინციპში, იმაზე არ შეწუხდები, რომ რამე არასწორად გაიგო. პირიქით, ისე დ...

C'est la vie ანუ 25-ე კადრი

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი პოსტსაახალწლო განწყობიდამ და არეული ფიქრებიდამ (პოსტსაახალწლო პოსტი) № არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ - არ ვხმარობ?). და იმედია, erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ. ეს სათვალე ვარდისფერი არ გეგონოთ. უბრალოდ სათვალეა. თითქოს საქარე მინასავით არის და პერიოდულად მტვერი ედება, გასაწმენდი ხდება და შენი მხედველობის არეში მოქცეული ხალხი და მოვლენები ცოტა სხვანაირად აღიქმება. დაახლოებით, როგორც в кривых зеркалах (არც ქართული დამვიწყებია და არც რუსულით ვმარიაჟობ. იაპონურად რომ მომსვლოდა უცებ ეს ფრაზა თავში - რაც ცხადია არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ - იაპონურად დავწერდი). პრინციპში, პერიოდულად კი არა, სულ დამტვერილია, სულ რაღაც "გაბლარებულივით" არის, მტვრის ეფექტი აქვს თანდაყოლილი, "заводской". ეს სნობიზმის მტვერია, საზოგადოებრივი მტვერია, "ინტელექტუალური...

შკკკკკმრგნ

დღეს ალისა გადიოდა. პრინციპში, გუშინაც. და დღეს შაკიკი მესტუმრა. დიიიდი ხნის განშორების მერე. მივხვდი, რომ ეს ერთადერთია მყარი რაღაც არის ცხოვრებაში, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმატოვებს. ცოტა ფარდის იქითა აზროვნება მეწყება ამ დროს. ვერ აგიხსნით. და წერა მინდება. არა და არ იცით, რად მიჯდება ახლა ეს, ეკრანთან ჯდომა და თუნდაც 5 წუთით გადაწევა ძილის, ერთადერთი გამოსავალის ამ დროს. დღე იყო გრძელი. დავიღალე. მაგრამ მიხაროდა, რომ დავიღალე. სასარგებლო საქმეებით. და საღამოს ვიცოდი, რომ სულ რომ ვეღარ დავმდგარიყავი 2 ფეხზე, ოთხით წავიდოდი სადმე. "გასანიავებლად". საღამო თვითონ დაიგეგმა. ცხელი აბაზანა. უსწრაფესად ჩაცმა. ტაქსი. მეგობრის აყვანა გზად. და სტუმრად მეგობართან. ჩაი. სერიალი. რეკლამა. საუბრები. ჩაი. სიგარეტი - მათ... ნელ-ნელა წამოვიდა. ნელ-ნელა დამეკარგა მეტყველები უნარი. ნელ-ნელა სადღაც გამჭვირვალე ბლანტი ფარდის იქით დავრჩი და იქიდან ვუსმენდი მეგობრებს. ამ ფარდის იქიდან მოვისმინე ახალი ამბავიც. ამ ფარდის მიღმა გამეღიმა სრულიად გულით. ამ ფარდის იქით უკვე ...

ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество!  И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз.  უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარ...

"უცნობი"-ს შესახებ. მათთვის, ვინც თვალს ადევნებდა

პრინციპში, სხვებმა შეგიძლიათ დრო არ დახარჯოთ ამის კითხვით. ბოდიში უნდა მოვუხადო მათ, ვინც თვალს ადევნებდა ამბავს "უცნობი"ს შესახებ. ეჭვი მაქვს, თხრობას შევწყვეტ. უნდა მომესწრო, დამესრულებინა დღემდე. ახლა უკვე გვიანია. მიზეზზე დეტალური საუბარი არ არის საჭირო. უბრალოდ აი ასე, უცებ, ერთბაშად, ერთი (არა ზეპირი) სიტყვის შემდეგ უკვე დასრულებული ისტორია საბოლოოდ კიდევ ერთხელ დასრულდა და წერის სურვილიც გამიქრა. მოკლედ, როგორც ალბათ მიხვდით, ეს წარსულში (საკმაოდ ახლო, მაგრამ მაინც) წარსულში ხდებოდა. უკვე იმდენად დისტანცირებული ვიყავი ამ მოვლენებისგან, იმდენად "მეკიდა" და მეცინებოდა (ჯერ კიდევ), რომ თავისუფლად შემეძლო ამაზე დამეწერა. ალბათ სმაილები და გრაფიკული გამოსახულებები არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მიმხვდარიყავით, იუმორით, ცოტა სარკაზმით და ხალისით ვწერდი. უბრალოდ მეხალისებოდა ამ სისულელის მოთხრობა. სისულელის, რომელიც როგორც "არანაირად" დაიწყო, ისევე დასრულდა. ვიცი, რომ გაინტერესებთ და ამიტომ გეტყვით მოკლედ (აი ადრე სერიალის დასასრულს ვინც ვერ ნახავდა და განმეო...

უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი III

(დასაწყისი იხ. აქ , ნაწილი II - აქ ) დამიდასტურა და დადუმდა. არც შეკითხვა, არც არაფერი. როგორც ჩანს, ჩვეულებაში ჰქონდა გამჯდარი უცხო ხალხის მიერ შეთავაზებული მეგობრობის მიღება. как должное, ასე იღებდა და მერე დუმდა. ან იქნებ, "უცხო ქალად რომ შემიცნო შერცხვა და თავი დახარა?" არა, არ მგონია. არც ისე რთულად გამოდიოდა თითქოს კონტაქტზე, როგორც შემდგომში მივხვდი. თუმცა, იქნებ პირიქითაც იყო... მოკლედ, მივყვეთ მოვლენებს. კიდევ ერთი ვირტუალური მეგობარი დაემატა სიას. უბრალოდ სიას. არ ვიცოდი, რა მიმეწერა, რა მეთქვა, რა მექნა. ოდნავი აქტივობა მაინც რომ გამოეჩინა თავის გვერდზე, ერთი ლინკი მაინც რომ დაედო, მერე კი, მე ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ ასე? რა მექნა? ინბოქსში მიმეწერა ყველაფერი? დიდი ხანია მომწონხარ, ახლახანს გავიგე შენი ვინაობა და შეიძლება გაგიცნომეთქი? რა მარაზმი იქნებოდა! ამიტომაც დავდუმდი მეც და მივყევი დინებას. დინება კი მდორე იყო. არსად მივყავდი. ნელ-ნელა გაუფერულდა თემა. ამოიწურა. ვიცინეთ, ვიხუმრეთ, ვიხალისეთ და დავივიწყე/თ. და ისევ გამოხდა ხანი. ფარდა იხურება. ისევ იხსნე...

Friday 13 / კონიაკი - ლონგ აილენდი - კონიაკი

- კონიაკს დალევ? - მანგოს წვენს - უნდა გაკოცო - მაკოცე, ჰა, ვინ დაგიშალა - ..... (ფაქტის წინაშე დაყენებით გამოწვეული დაბნევა) - ოიმმმმ. კოცნის ...ც არ გაქვს? თუ არ გინდა, მაშინ ნუ ამბობ ამინდმა თუ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს, უბედნიერესი ვიყავი, როცა გავიღვიძე (ნუ, გამაღვიძეს მოლოცვის ზარით და ჰა, ახლა, მე სამსახურში ვარ უკვე და ადექი შენცო - ტექსტით) და დავინახე, რომ მზე ავბედითად არ ანათებდა. და საერთოდ, სიგრილის შორეული მინიშნება იგრძნობოდა ფადრის მიღმა. მოსაგვარებელი მქონდა რაღაც საქმეები, სასიარულო ვიყავი და ნამდვილად არ მეხატებოდა გულზე შუადღის მზის გულზე ბოდიალი, არა და მე სანამ სახლიდან გავიდოდი, სწორედ ეს დრო იქნებოდა. გემრიელად გავიზმორე, ტვ არ ჩავრთე, ცოტა ხანი თვალებღია ვიწექი, მერე ნომერი, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ზარი შემოვიდა მობში ჩავიწერე (მერამდენე ტელ უნდა გამიფუჭდეს და მერამდენედ უნდა ჩავიწერო მეგობრების ნომრები?! სხვებს უკვე ვიკიდებ) და ბოლოს ავდექი. კევინი ხომ არ დავირქვა რამდენიმე დღით? მარტო სახლში, მარტო თბილისში, მარტო... არც ისე აჩქარებულად მომზადების, სერ...

უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი II

(დასაწყისი იხ. წინა პოსტში ) (თხრობას ახლა უკვე პირველ პირში განვაგრძობ) რააააა? - ოღონდ ეს შინაგანი ხმა იყო. თავი გავაკონტროლე, რომ ემოცია ძალიან არ გამომეხატა. პრინციპში დიდი კონტროლი და ძალისხმევა არ მჭირდება, დამეთანხმება, ვინც მიცნობს. სტუდიაში ის შემოვიდა. ჩემი დიდი ხნის უცნობი. რა თმა უნდა ვიცანი, რა თქმა უნდა!!! და სკამს დავეყინე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... პერიოდულად მშობლების რეპლიკები მესმოდა. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ამოვილუღლუღე, ეს ტიპი დიდი ხანია შემჩნეული მყავს, რა სიმპატიურია მეთქი. და ერთი ისღა მოვახერხე, რამდენიმე მეგობრისთვის საერთო სმს გამეგზავნა. ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შინაარსობრივად "იმ ერთადერთის" პოვნას ეხებოდა და იმპერატიულ მოთხოვნას შეიცავდა, გადაერთოთ მითითებულ არხზე. რეაქცია მართალი გითხრათ არ მოჰყოლია ჩემს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მერე გავიგე, ტვ-სთან არ იყვნენ. ჩანართი: თუმცა, მოგვიანებით, როდესაც სრულიად საქართველომ თუ არა სრულიად სამეგობრომ გაიგო ჩემი გატაცების შესახებ, ამ დიიიდი წრიდან ისედაც სულ რაღაც 2-3 ადამიანი აღმოჩნდა ჩ...

უცნობი (ნახევრადdraftი პოსტი)

ხოდა.... მოგსვლიათ ასეთი რაღაც?! 10 წლის წინ? ალბათ. დაახლოებით. მინიმუმ 8! ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში ერთ მაგიდაზე შეკრებილი გოგოები. ე.წ. "ძევიშნიკი". ქმრები, შეყვარებულები და მამრობითი სქესის სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ საიდუმლო შეკრებას. გვერდზე მაგიდებზე სხვები ისხდნენ. ისინი - თავისთვის. და უცებ.... დენი რომ დაგივლის სხეულში, მოულოდნელობისგან, აღფრთოვანებისგან, შოკისგან, არ ვიცი კიდე რისგან. დაინახა და მერე მთელი საღამო იმას უყურებდა. აღარც საერთო საუბრებში ჩარეულა, აღარც ჭამა-სმა ადარდებდა. მონუსხულივით მისჩერებოდა მთელი საღამო. უქართულესი და უსიმპატიურესი! მაშინ ამდენი გამბედაობა არ ჰქონდა, არც ზოგადად ურთიერთობის გამოცდილება... ვერ გაბედავდა მისვლას. უბრალოდ უყურა მთელი საღამო. მერე წამოვიდა. მერე? მერე გამოხდა ხანი და სავარაუდოდ ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემის (მოდი, დავაკონკრეტოთ, რომ ავადმყოფიო არ იფიქრონ), კერძოდ კი ჰაიმორიტის გამწვავების გამო ვაკის "ლეჩ.-კომბინატში" უწევდა სიარული. და იქ შენობაში უ...

მე.ზღვა.ტალღები.არაზღვა.დღეს

საოცარი სიმშვიდის შეგრძნებამ მომიცვა უცებ. მთელი არსება მოიცვა. და შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე; უბრალოდ მშვიდად უნდა იყო. ფიზიკურ შეგრძნებას რომ შევადარო, აი ეს გამოვა: ზღვა. საღამოს მზე, რომელიც აღარ წვავს. წყალზე ვწევარ გულაღმა, ანუ ზურგზე. მოდუნებული და ზღვას მინდობილი. ოდნავ მაქანავებს ზღვა და ოდნავ საგრნძნობ "ტალღებად" მივლის ზედ. მზის სხივებიც ტალღებად მივლის, არამცხუნვარედ. ეს შეგრძნებაც ამ ტალღებს ჰგავს

@@@ @@@ შუქნიშანი @@@ @@@

. @*1*@ პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი. მერე გაახსენდა საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპი: „გონზე მოსულს არაფერი ახსოვდა“. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა. ყველაფერი. გონების დაკარგვამდე. კადრები ნელ-ნელა ამოტივტივდა გონებაში. თითქოს ნახევრად გახელილი თვალებით უყურებდა: მშვიდად იდგა და მწვანე შუქს ელოდა, მიუხედავად ცარიელი ქუჩისა (ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად 1თვე არ დასჭირვებია. ჩამოსვლის დღიდანვე ისე გადაეწყო, თითქოს ამათი სისხლი ჰქონდა ძარღვებში და უბრალოდ ხანმოკლე განშორების მერე ისევ დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ ეს მხოლოდ მსგავს დეტალებში. ისე - უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არც პირველად იყო ამ ქვეყანაში და არც უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი). როგორც იქნა აინთო. შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთ...

W = We Were the First!!!

ეს დაუწერელი კანონია. მერე მარკეტინგში უკვე მაგალითებით გაფორმებული და ნაწილობრივ დაწერილ კანონად ქცეული. ეს დაახლოებით მგლური კანონს ეფუძნება: შეჭამე, თორემ შეგჭამენ -ს. ეს უხეშად ნათქვამი. უფრო მარტივად და დღევანდელობასთან მორგებულად კი: როდესაც რაღაცას გაიფიქრებ - თქვი! მაშინვე, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იყვირე! თან დააყოლე, რომ ეს - შენ მოგივიდა თავში პირველს, შენი აზრია, შენი! თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც პასუხი გაქვს შეკითხვაზე - თქვი! რაც არ უნდა დაურწმუნებელი იყო. მერე როგორც წესი, სხვა აჟღერებს იგივე პასუხს და აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილხარ. თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც რაღაც იცი, აუცილებლად თქვი, რომ იცი, შეგიძლია, კარგად შეგიძლია, რა თქმა უნდა შეძლებ, რა თქმა უნდა გამოგივა! ცოტა ეჭვიც რომ გეპარებოდეს, მაინც ჯობია ასე თქვა. გონება თუ გაქვს და ინტელექტი, რაც იცი, იმას გააკეთებ და დახვეწ ბოლოს და ბოლოს. როცა არ იცი მაშინაც თქვი, რომ იცი, აზრზე რომ არ ხარ, მაშინაც კომპეტენტური და ჭკვიანური სახით მშვიდად თქვი, რომ კი, კაცო, ექსპერტი ხარ ამ დარგში, შეგიძლია...