Posts

Showing posts with the label პოეზია. ლექსი. მე

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში მიკვირდა, ვერ ვცნობდი გვერდზეც კი გავდექი მენახა ასეთი არასდროს აქამდე თითქოს მე - მე არ ვარ მე მაინც ავდექი და დავრჩი ბოლომდე ჩაკეტილ კარამდე და ხატვა მომინდა ამ კარის მოხატვა არ იცი! - დამცინა წამართვა ფერები მოასხა მიწაზე ფანქრებიც ამტვრია ჯიბეში გასაღებს ჩუმად ვეფერები იაროს, მიაროს იხტუნოს, იყვიროს დაადოს ბოქლომი დალუქოს კარიბჭეს მე მაინც გავაღებ მე შევიპარები მე შევალ! და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 30.10.09

старьё 2, ანუ არ ახალი, მაგრამ არც ისე ძველი

პუნქტუაციის წესების იგნორირებით да отстань ты вообще отстань видишь это не к чему не приводит да отстань ты навеки отстань это грусть да и только наводит думаешь мне это было легко да молчи ты не смей ухмыляться ты и так все прекрасно поймешь да не буду не буду я клясться не видать тебе слез моих нет и упреков - и тех не услышишь я из камня из льда я как степь и пустыня где воды не отыщешь миражи? да я их всех спугнула уничтожила чтоб не мечтать я в песке золотом утонула отучившись в небе летать тебе кажется это стихи? да какой из меня писатель?! просто мыслям так тесно в груди вот открыла им двери я настежь но ведь мыслям крылья нужны у меня их уже не осталось я сожгла их сожгла и мосты я с огнем у реки обвенчалась некого больше ждать я не стану а придет кто - в глаза посмотрю улыбнусь - а может оставлю? а может и сразу сотру
არ ვიცი ეს ინტუიციაა, ერუდიცია თუ უბრალოდ დამთხვევა. ბოლო რამდენიმე დღეა ესენინის ორი ლექსი მახსენდება. მთლიანად არც ერთი მახსოვს ზეპირად, მაგრამ ორივედან რამდენიმე ნაწყვეტი მიტრიალებს თავში. წუხელ ძველ ჩანაწერებს გადავაწყდი. ზუსტად ამ პერიოდის ჩანაწერებს, ოღონდ რამდენიმე, პრინციპში ბევრი წლის წინანდელს. და რას გადავაწყდი იქ?! ესენინის ზუსტად ამ ორი ლექსის თარგმანს. ორივე მითარგმნია თურმე ოდესღაც ნაწილობრივ. რომ წავიკითხე, მერეღა აღვიდგინე. ვასრულებ და გადმომაქვს. ყოველგვარი პრეტენზიების და ამბიციების გარეშე. ორიგინალი იხ. ამ ბმულზე ***** გიყურებ, მტკივა და ვგრძნობ სინანულს და სულში ისევ სევდა მეღვრება ამ სექტემბრიდან შემოგვრჩა მხოლოდ ტირიფის ტოტის შემოფეთება სულ სხვა ტუჩებმა წამართვა ისევ შენი სხეულის გემო და სითბო და ჩემი სული, გადაქანცული წვიმად იღვრება და შველას ითხოვს მაგრამ არ ვნანობ, არც მეშინია სხვა სიხარული მომელის მალე აქ კი რა დარჩა, მხოლოდ-ღა ყვითელ დამჭკნარ ფოთოლთა ცივი სიმრავლე მე არც მინდოდა, არც მიცხოვრია ღიმილიანი, მშიდი ცხოვრებით არც გზა მივლია დიდი, თუმც ეს გზა მო...

старьё

* * * Снег с утра как странник в белом Бродит по бульварам Может вправду я из стали - говорят недаром И следа нет от печали Странно, сладко, горько Словно к сердцу лед прижали - да не тает только Ляг на снег и сделай „ангел(а)“ Это пахнет детством Не поможет - так спасайся вымышленным бегством Разобей все стекла в сердце И взломай все двери Босиком помчись, ликуй как на свободе звери А потом на миг притихни Притворись, что спится Сказка, замок, снег и ...... пусть тебе приснится

***

творить хочется исписать бумагу красками чудить творить хочется идти на атаку талант будить творить хочется излить душу себя не беречь творить хочется все рассказать а потом все стереть

სოლო

all inclusive ანუ ყველას, ვინც ოდესმე... ხელზე შემეხე „შემთხვევით“ ხელით თუ გაგიშტერდა ჩემ მკერდზე მზერა მე არც გელოდი, არც ახლა გელი რისიც მჯეროდა, იმისვე მჯერა ხელში აგყავდი ცეკვის დროს უცებ ხანაც ხუმრობით წყალში მაგდებდი ხან გარიდებდი კოცნის დროს ტუჩებს ბერძენ ქალღმერთის სახელს მარქმევდი თითქმის გიყვარდი, თავს გარიდებდი შენ გხიბლავდი თუ მიყვარდი თვითონ ხან არ გიცნობდი, ხან ვერ გიტანდი ხან შენ ფიქრობდი - გამოვა ვითომ?! ხან გპოულობდი, ხან შენ მეძებდი ვიკვეთებოდით ხანაც გზადაგზა ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ იყავი და სახელები გერქვა სხვადასხვა არ იცვლებოდა ფონი გარშემო და იცვლებოდნენ რითმები მხოლოდ ვიმახსოვრებდი სახე(ლ)ებს, ხელებს და ჩემ პარტიას ვმღეროდი სოლოდ

fibonacci sequence 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13...

როცა ფაეტონი-მოჩვენება ჩემი აივნის ქვეშ ჩაიქროლებს როცა მეათასედ მეგონება შენი დაძახება გავიგონე როცა მეათასედ მოვტყუვდები როცა მეათასედ გაცრუვდება როცა დავივიწყებ ყველაფერს და ძველი ტკივილებიც გაყუჩდება მაშინ კიდევ ერთხელ დავინახავ კიდევ ერთ წყვილ თვალებს გავუღიმებ კიდევ ერთ წყვილ ბაგეს ვაკოცებ და კიდევ ერთხელ მშვიდად წავუძინებ მერე კიდევ ერთხელ მომბეზრდება გაუცხოებული სარეცლები მერე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ეს ის არ ყოფილა. გავეცლები

ივლისი. 1996

ვწევარ და ვუსმენ, ვუსმენ სიჩუმეს სიჩუმეს მოჰყავს შენზე ფიქრები ფანჯრიდან თითქოს წვიმა მიყურებს ვერ გაუგია რატომ გცილდები მინას აწყდება წვეთი მრავალი მემუდარება სარკმლის გაღებას დავიწყებია წვიმას თავშალი და საწვიმარი ქოლგის აღებაც გარეთ დარჩენილს დასველებია გაშლილი თმა და მთრთოლვარე მხრები ფანჯარას ვაღებ, საწვიმარს ვაწვდი და მის ვერცხლისფერ თითებს ვეხები ოთახში ისევ შენზე ფიქრი დგას და გასაშვებად არ ვემეტები მე კი მივიწევ გარეთ, წვიმისკენ მის ვერცხლით ნაქსოვ ხლართში ვედები წვიმა კი თითქოს მადლობას მიხდის ნაზი ღიმილით მიხუტებს გულზე და ფიქრით დაღლილს მისი ალერსი როგორც ყოველთვის - მომისწრებს სულზე ც.მ.

უბრალოდ ვერ

უბრალოდ ვწერ უბრალოდ ვერ დავუშლი ხელს დაწეროს რაც უნახავს თვალს სმენია ყურს სტკენია გულს უგრძვნია ტანს უბრალოდ კვლავ ვივიწყებ ძველს ვუყურებ წინ ატუზულ სხვას მიჩქარებს სისხლს მიყინავს ცრემლს აღარ ვარ ის რაც იყო ხვალ- ორი თვის წინ ვიცვლები სულ წერტილი ზის -ვანებებ თავს უაზრო ფიქრს აზრიან წიგნს ღვინიან ბოთლს შენს გვერდით ვდგამ იცლება მყის წვეთები სდის სისხლია მზის დაჭრილი ფრთა არ მტკივა სულ ვეღარ ვგრძნობ ცის დამშრალი წყლის ყვირილის ხმას არ ესმის ყურს ვერ ვხედავ სულ არ სტკივა გულს არ უნდა ტანს დავწერო რა უბრალოდ ვერ მოვყევი ის რაც აღარ მწამს უბრალოდ ვერ... 14.10.08 00:11

ძველი. old. старье. alt

*********** მე სულ არ მინდა დავწერო ქარზე რომელიც ახლა მართლა მინგრევს ოთახის კარებს და არც წვიმაზე, რომელიც ვგრძნობ, რომ უკვე გზაშია მე არც ის მინდა, ვისაუბრო რაღაც გრძნობაზე როცა არ ვიცი ეს გრძნობა ჩემთან ამ წუთებში რა შუაშია სიმშვიდე ჰქვია ამ ყველაფერს მაგრამ საიდან? ლექსები ჰქვია ამ სტრიქონებს მაგრამ როგორი? გადავახვიო ეს დღეები მინდა თავიდან ცხოვრების ხიდან ჩამოვწყვიტო ერთი ფოთოლი სულ ერთი წუთით, გევედრებით გავდგები განზე და ერთი წუთით თვალს შევავლებ ჩემს თავს გვერდიდან მაინც ვერ შევცვლი უნებართვოდ ვიცი, ვერაფერს გადაიზრდება სინანულში გრძნობა სევდიდან მერე ავდგები და ჩავკეტავ სახლის კარებებს ოდნავ გაღებულს დავიტოვებ სულის ფანჯარას შუქსაც ავანთებ, ეს სინათლე ვიცი ოდესმე ვინმეს ნამდვილად ჩაუსახავს იმედს პატარას... და მაშინ მართლა მიეცემა აზრი ამ გრიგალს და სიხარულის აირევა წვიმა ცრემლებში ”რა შუაშია?!” - აღარ ვიტყვი ავიღებ აკორდს ბედნიერების გადავჯდები მატარებელში

old. actual. immer noch

Image
თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია ეცემა. ეცემა. არ ყვირის ვეღარ ვგრძნობ. არ მტკივა. აღარც მიხარია დანახვა შორეულ ნაპირის თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია ეს ვარდნა არასდროს მთავრდება ოდესმე მივაღწევ, მაგრამ ჯერ არ ვიცი ნაპირზე ვინ და რა დამხვდება ვიღაცამ ზეცაში ოცნება დახია ზევიდან გვაფერთხავს ნაფლეთებს შენ თოვლი გგონია. არავის უჯერებ ”ოცნება! - ეს როგორ გაბედეს!” და თოვლში დაწოლილს ოცნების ეტლები გვივლიან ზედ შუშის ბორბლებით თეთრია. მშვიდია. წყნარია. ჩუმია ჩვენც ამ სიჩუმეში ვშორდებით...

........................................................................

ჩერდები ბოლოდან იწყება გაწყდება ისევე მიპოვი დამკარგავ ინანებ გიშორებ გივიწყებ მგონია ისევე მპოულობ მიხუტებ ხელს მიშვებ ვინანებ დაწყებას სიჩუმეს თანხმობას უსიტყვოს შეხვედრას ხელები ვერ დავთმე დავყურებ სისველეს თითებზე წვიმაა ცრემლია დადნება ტკივილი ისევე საყურე ფოტოზე წაშალე ჩემია ვინა ვარ გეძებდი გპოულობ არ გიშვებ იარებს არ ვტირი არ ვყვირი გაქვავდა ისევე ტკივილი დაიმსხვრა რამდენი ვიარე შენამდე ყელამდე ტალახში ჭაობში მინდორში ზეცაში ჩალეწეს ფანჯრები ოცნების სასახლის შიშველი ფეხებით მატარეს შუშებზე მაწამეს ხანჯლებით აკუწეს ფიქრები მესროლეს სახეში ფიფქებად ქცეული დამდნარი ოცნება წამართვეს საათი ისრები დალეწეს ჩათვალეს წამები დაკარგულ კოცნებად აგზავნეს ჰაერში დაფანტეს აკინძეს აგროვეს მაჩუქეს მეგონა ვიჭერდი ისევე გამეშვა დაიმსხვრა ღიმილი ისევე ძლიერი ვიქნები იმედი არ მინდა წაიღეთ არ მაძლევს არაფერს იწყება გრძელდება ჩერდება მაგიჟებს დუნდება თითები ხელებიც ეშვება ნელ-ნელა მეტკინა და ბოლოს....... ...................გაგიშვებ.............

поворот

სიზმარი დამთავრდა დაიწყო ახალი ვარიაციები თემაზე ცხოვრება გრძელდება დღეები მიჰყვება ერთმანეთს საათის გვიხდება ხშირად გასწორება. ავდგები წავიდეთ იქნება ისევე გველიან გვიცდიან ღამეებს ითვლიან იქნება ღიაა ისევე კარები იქნება სიჩუმეს ხმაურში გვიცვლიან. შორია ძნელია გზა აღარ მთავრდება სხივები ვარსკვლავებს უთმობენ ადგილებს შენ მარტო არა ხარ თითებზე შემეხე გვერდზე ჩემი სუნთქვა გზას გაგიადვილებს. ცისფერი ფურცელი ზედ თეთრი ლაქებით დისკოთი რომელიც ყველაფერს ანათებს მერე უხილევი ხელით დაქცეული მას შავი მელანი ღამედ გადააქცევს. თითქოს ფანტაზია არ აქვს ოპერატორს თენდება ღამდება ღამდება თენდება კადრები გარბიან ფონი კი ერთია და ბოლოს ამ ფონზე საათი ჩერდება...

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Image
”ფანჯარა. ნახატი ნახატზე მთვარეა მთვარეზე კატაა მაღალი ფეხებით თვალი გამიშტერდა აზრი გამიჩერდა გაჩერდით! ჩემს ფიქრებს ხელით ნუ ეხებით! ოთახი. საწოლი. მაგიდა. სურათი. ფოტოზე სახეა ნაცნობი თვალებით ტყუილად მიყურებთ არა გაქვთ უფლება მკაცრი ვარ იცოდეთ არ შემებრალებით. კარადა. კარები. კარებზე სარკეა იქ სხვა სამყაროა რატომ გეცინებათ?! ფოტოდან გადმოვა კატასაც წაიყვანს იქ შევა როდესაც თქვენ ღრმად გეძინებათ...”