შემთხვევით მოსმენილი დიალოგი
სანამ ისევ დამვიწყებია. 2 დღის წინ მაღაზიაში შევესწარი დიალოგს, რომელიც არ შემიძლია რომ არ გადმოგცეთ. დამავიწყდა და ახლა დომენიკოს განახლებულ ბლოგზე ბოდიალისას გადავაწყდი პოსტს, რომელმაც კვლავ გამახსენა და აი ის დიალოგიც (უფრო სწორად მხოლოდ ერთი მოსაუბრის პარტიას გთავაზობთ, რადგან დიალოგი მობილურით მიმდინარეობდა და პასუხები არ მესმოდა, მხოლოდ ვივარაუდე.): - ალო, ხო მამა გიორგი, მე გირეკავდით - - რა მაინტერესებს, ამ კვირაში თევზის ჭამა შეიძლება? - - აა, ანუ ყველაფერი ხორცის გარდა? - - კარგით. გკოცნი , დაგირეკავთ. კი არა და მოვალ, მოსვლა მინდა. არ მითხრათ, იქნებ მეგობარი იყო, რომელიც მერე სასულიერო პირი გახდაო. არა, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დანარჩენი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ აშკარად არა მეგობარს და შიგადაშიგ თქვენობით ელაპარაკებოდა. გკოცნი... კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ უნდა დამეწერა ეს :))) პ.ს. ყურმილის აქეთ გოგო რომ იყო, მიხვდებოდით :)))) სამწუხაროა, ტონალობის და სტილის გადმოცემა რომ არ ხერხდება აქ. მაინც მგონია, რომ მიხვდებით და დაიჭერთ იმას, რისთვისაც დავწერე :)