Posts

Showing posts with the label ჩვენ

საიუბილეო ბალადა ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა, მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა, ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა, არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა, მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა, თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა. მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე, თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე. მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება ... შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს კი – არ გაუჭირდება შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება, შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება, და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება. ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა. ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა. ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა, ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა, და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა. გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა. იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას. ქალს ტყუილად ნუ შაებმევით, არის მორალი ამისა! ავტორ...

Friday 13 / კონიაკი - ლონგ აილენდი - კონიაკი

- კონიაკს დალევ? - მანგოს წვენს - უნდა გაკოცო - მაკოცე, ჰა, ვინ დაგიშალა - ..... (ფაქტის წინაშე დაყენებით გამოწვეული დაბნევა) - ოიმმმმ. კოცნის ...ც არ გაქვს? თუ არ გინდა, მაშინ ნუ ამბობ ამინდმა თუ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს, უბედნიერესი ვიყავი, როცა გავიღვიძე (ნუ, გამაღვიძეს მოლოცვის ზარით და ჰა, ახლა, მე სამსახურში ვარ უკვე და ადექი შენცო - ტექსტით) და დავინახე, რომ მზე ავბედითად არ ანათებდა. და საერთოდ, სიგრილის შორეული მინიშნება იგრძნობოდა ფადრის მიღმა. მოსაგვარებელი მქონდა რაღაც საქმეები, სასიარულო ვიყავი და ნამდვილად არ მეხატებოდა გულზე შუადღის მზის გულზე ბოდიალი, არა და მე სანამ სახლიდან გავიდოდი, სწორედ ეს დრო იქნებოდა. გემრიელად გავიზმორე, ტვ არ ჩავრთე, ცოტა ხანი თვალებღია ვიწექი, მერე ნომერი, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ზარი შემოვიდა მობში ჩავიწერე (მერამდენე ტელ უნდა გამიფუჭდეს და მერამდენედ უნდა ჩავიწერო მეგობრების ნომრები?! სხვებს უკვე ვიკიდებ) და ბოლოს ავდექი. კევინი ხომ არ დავირქვა რამდენიმე დღით? მარტო სახლში, მარტო თბილისში, მარტო... არც ისე აჩქარებულად მომზადების, სერ...

კუჩხი ბედინერი 2, ანუ (ცრუ-) წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება

პროლოგის ნაცვლად. იოახიმ ლöვის მიმართვა მიხაელ ბალაკს: "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მწვრთნელს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი გუნდისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, არგენტინას ვებრძოდი, მეშინოდა ესპანეთის ნაკრებისა, კაშნეუბრალოდმოხვეულიც ვიყავი და გაციებულიც, მაგრამ ჩემი ბიჭებისთვის არასოდეს მიღალატნია, მიხა..." ჩემპიონატი დასრულდა (თითქმის), უვუვუზელობის გეშინოდეთ, ხალხო! ცხელი ზაფხული და ცხელი ემოციები. გრილ გარემოში და ცივი სასმელით ხელში. არ მეგონა, ამდენი ემოცია თუ მქონდა კიდევ შერჩენილი. თურმე მქონია. კარგად გამოვიზოგე. გერმანიის ყველა თამაშისთვის. ეს არ იყო მატრაკვეცობა და ტიპობა: "მე ფეხბურთს ვუყურებ,მე ჩემპიონატის საყურებლად ტერასაზე დავდივარ". ეს იყო ნამდვილი, მძაფრი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მეგობრებთან ერთად. რომელთა დიდ ნაწილს შეიძლება ფეხებზე ეკიდა ფეხბურთი :) მუდმივი და ყველაზე აქტიური მაყურებლები ორნი ვიყავით. მე კალოსთან ცხადია ვერ მოვალ, კალოსთან, რომელსაც ლამის 74 წლის ჩემპიონატის გოლები...

(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი

საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :) არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :) დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით...

კუ დი ა ნი

მე რა, გამოდის რომ კუდიანი ვარ?! დღეს ფაქტიურად სიტყვა სიტყვით ასრულდა ის, რაც დავწერე. ვინც წაიკითხა რამოდენიმე პოსტის წინანდელი ჩვენი (მე და ჩემი მეგობრები) ერთობლივი მოთხრობა , მიხვდება, რაზე ვლაპარაკობ. ჩემს წარმოსახვაში გათამაშებული და მერე ფურცელზე გადმოტანილი მოთხრობის ჩემი ნაწილი დღეს ჩემს თვალწინ გათამაშდა. მითხარით, ელოდებოდით ასეთ გრიგალს ან ასეთ შედეგებს? ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ დილით მზეც ჩანდა... და აი მერე... მერე მე მართლა ბოძს ვეჭიდებოდი, საღამოს. არა და რომ არ გავსულიყავი, არ შეიძლებოდა. სუულ პატარა გადასასვლელი მქონდა დარჩენილი მიზნამდე, მაგრამ ვხდვებოდი, რომ ეს რისკი შეიძლება სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ჩემი წონა ქარის ძალას აშკარად ვერ გაუძლებდა და ვიდექი ასე, რკინის კონსტრუქციას ჩაჭიდებული. მართალია ეს გაჩერებაზე მდგომი ავტობუსის ნიშნიანი ბოძი არ იყო, მაგრამ ნუ ასეთ დეტალებს ნუ გამოვეკიდებით (თუ გაინტერესებთ, დახლია საკმაოდ არასტანდარტული ნივთებით მოვაჭრე კაცის). ზუსტად, აი ზუსტად რაც წარმოვიდგინე წერისას, ის ხდებოდა. უბრალოდ გვიანი საღამო იყო უკვე და არც წიგ...

ეს კამორაა...

ეს კამორა. რაღაც საოცრება გახდა ეს ქალაქი. თითქოს ყველაფერი ერთ წერტილამდე დავიდა - ყიდვა-გაყიდვა.ზმანებისა და ძონძების ქალაქი. ბონძღების ქალაქი. ქალაქი ”სვეტსკებისა” და ვითომ ”სვეტსკებისა”. ბანძებისა და ბინძურებისა. ქალაქი, სადაც ტრანსპორტში ასულს ტოკსიკოზის ნიშნები გამოგივლინდება და მიზეზი ხალხია, ადამიანები, რომელთათვისაც ცნება ჰიგიენა უცხოა. ქალაქი, სადაც უეცრად საიდანღაც თავზე დამტყდარი ”თავისუფლებისგან” თავბრუდახვეულმა ახალგაზრდებმა არ იციან რა უყონ ამ უეცარ ”ევროპულობას” და ლამის საკუთარი ნარწყევი ალოკონ რომ თავიანთი განსაკუთრებულობა და ”მაგარი ტიპობა” დაამტკიცონ. სადაც ურჩევნიათ მანქანის ბორბლებს შეუვარდნენ, ვიდრე მწვანე შუქს დაელოდონ - wie uncool! სადაც ყვითელ შუქზე თუ უკვე 100-ით არ მიქრიხარ, შენს უკან მდგომი საუკეთესო შემთხვევაში სიგნალით და უფრო ხშირად კი სიგნალითა და გინებით აგიკლებს. ქალაქი, სადაც უგემოვნობა ზეიმობს. სადაც სიტვებიც კი მოდაში შემოდის. გულისამრევი სიტყვები, ვითომ მეგობრობასა და დიდ სიყვარულს რომ გამოხატავს. ქალაქი, სადაც შავი ფერი და გასწორებული თმა მაგარ ტ...