Posts

Showing posts with the label happy

მე.ზღვა.ტალღები.არაზღვა.დღეს

საოცარი სიმშვიდის შეგრძნებამ მომიცვა უცებ. მთელი არსება მოიცვა. და შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე; უბრალოდ მშვიდად უნდა იყო. ფიზიკურ შეგრძნებას რომ შევადარო, აი ეს გამოვა: ზღვა. საღამოს მზე, რომელიც აღარ წვავს. წყალზე ვწევარ გულაღმა, ანუ ზურგზე. მოდუნებული და ზღვას მინდობილი. ოდნავ მაქანავებს ზღვა და ოდნავ საგრნძნობ "ტალღებად" მივლის ზედ. მზის სხივებიც ტალღებად მივლის, არამცხუნვარედ. ეს შეგრძნებაც ამ ტალღებს ჰგავს

(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი

საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :) არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :) დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით...

ჭერი ასწიეთ, დურგლებო!

ჭერი ასწიეთ კი არა, მგონი იმ ჩემს მიერ შექმნილ "parfüm"-ს ავხადე თავი. დაყნოსეთ - გუშინ. ორი წლის წინ

Shhh, Shhh... ;)

2-3 დღეა პერიოდულად მიტრიალებს თავში ეს სახელი, ბრედბერის მოთხრობის სახელი: Время в полёте твоём. აღმოჩნდა, რომ სხვა ვერსიაც არის, სხვისი თარგმნილი და შესაბამისად ოდნავ განსხვავებული, სახელიც ოდნავ სხვა - Время, вот твой полет. მე ის, პირველი მომწონს! Время в полёте твоём... შინაარსი? არ მახსოვს. გადავიკითხავ, არ არის პრობლემა. ბრედბერის ხასიათზე ვარ. თუ განწყობაზე. მუსიკაც კი მესმის, როცა ამაზე მეფიქრება ( ოღონდ ის მუსიკა არა, პოსტის ბოლოს რომ ისმის. პრინციპში, 2 ნაწილიანი პოსტი გამოვიდა. სხვანაირად დავიწყე და სხვანაირდა განვითარდა :) შეერია ცოტა სხვა ნოტები. თუმცა, плавно გადავიდა, ასე რომ - იყოს. ეს ბოლოს ჩამატებული კომენტარია, პოსტის გადაკითხვის მერე ჩამატებული. სათაურიც მერე დაიბადა, ბოლოს.). სიმშვიდე. სიმშვიდე მიყვარს. ის, რომ მშვიდი ვარ, ერთია, მაგრამ მეორე ის არის, და ძალიან სასიამოვნო, უცებ საიდანღაც რომ მოვა და დარჩება, დიდი ხნით რჩება სიმშვიდე, შინაგანი და სითბოსჩამღვრელი. შენგან დამოუკიდებლად რომ მოდის (დაახლოებით 6 თვის წინ მოვიდა და დარჩა :) უბრალოდ პერიოდულად მავიწყდება...

თოვლი მოსულა, ... თოვლი!

რამდენი ხანია ეს ლექსი მიტრიალებს თავში. იმიტომ რომ თოვლის სუნი ტრიალებს ჰაერში დიდი ხანია, ველოდები და არა და არ მოთოვა... დღევანდლამდე :) არ მითხრათ, რომ ცუდი ამინდია! გადასარევი ამინდია, მით უმეტეს, როცა დასვენების დღეა, თან დღესასწაული, თან არსად გეჩქარება (თუნდაც საქმეზე იყო წასასვლელი, მაინც) და თან ბოდიალიც შეგიძლია. მთავარია კომფორტულად გეცვას და მერე ასევე კომფორტულ სახლში შედიოდე გარედან, თბილ სახლში. დღეს ყველაფერმა ერთად იზრუნა და შექმნა ეს განწყობა. და ნუ ბოლოს, ეს ლექსი, რომელიც ამდენი ხანია ელოდება თოვლს. უფრო სწორად ნაწყვეტი, რომელიც მიტრიალებდა თავში (თოვლი ოთარ ჭილაძესთან ასოცირდება... სხვა რამდენიმეც მახსენდება. მისივე. მაგრამ ეს - განსაკუთრებით. თან ყველას ხომ არ დავწერ. მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს ცისკან გარბოდა თვალი თავისით და აი, ისიც, მოვა და მკითხავს თუმცა რას მკითხავს თოვლი, არ ვიცი...

Happy! :)

I'm just happy! :) გილოცავთ ყველას, ვისაც გიხარიათ და არ გიხარიათ ახალი წელი და გისურვებთ, ყოველთვის გიხაროდეთ და გქონოდეთ საამისო ბევრი მიზეზი! ცხოვრება გიხაროდეთ, უბრალოდ და ბრალიანად! :)

one more fine day :)

მაღვიძარა. მერე რა რომ შაბათია. გვიანი მაღვიძარა. ”ზარმაცების მაღვიძარა” :) ამინდი - საოცარი. განწყობა - ნელ-ნელა რომ ადის ზევით, ისეთი ბანკი - დაკეტილი ბარათი - აღდგენილი და ვერ წამოღებული ღიმილი - უცხოსთვის :) ქუჩაში - ახლობელი შემთხვევით ბოდიალი დროის გასაყვანად დროა. ვარჯიშის დროა დაღლა - დაცემამდე. თან ძალიან მაგარი და სასიამოვნო ლანჩი - მსუბუქი. წითელ სავარძლებში და წავიდაააა..... ბევრი ბოდიალი. ძალიან ბევრი. ფეხით. ბევრი არომატი. საოცარი. სურნელი. მერე აღრეული და პარფიუმერის მსგავსად უკვე შენით შექმნილი. არა და ამას ვერ იშოვი. შენი შექმნილი ნაზავია და მარტო შენ გრძნობ. ერთი. ორი. შუალედი. ყავა. ისევ პირველი. ისევ მეორე. იარე. გადადი. გადმოდი. იარე. იარე. იარე. ამ... :) არაა, არაფერ შუაშია :) ხმაური. ხალხი. ბევრი. ხვალ მოდი. დარეკე და ისე. ქუჩა. ისევ. ისევ ვეძებ. ისევ სურნელი . ბევრი. ვიცი. ეს! დღე - მზიანი. თბილი. საჩუქრები. საკუთარი და სხვისთვის. და გაღიმებული. ძალიან დაღლილი. ძალიან კმაყოფილი. კიდევ ფეხით ბოდიალი. სადაც ამდენი გვივლია... :) "картошка"- უგემრიელესი. მ...