Posts

Showing posts with the label just

2 in 1 post გამოვიდა

დღეს დღის ბოლოს გავაანალიზე, რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანური ურთიერთობები. ოღონდ ნამდვილი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი, და არა ყალბი და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული რიტუალები. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს ახლობლები, ისინიც, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გარკვეულ დროს და სიტუაციებში ხვდები, რომ ახსოვხარ და ფეხებზე არ კიდიხარ და თურმე არც შენ გკიდია ფეხებზე, იმიტომ რომ ეს ადამაინები შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკეულ და არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობდნენ. ეს ხშირად "არა ლხინში" ვლინდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვლინდება. დიფერენციაცია უნდა შეძლო და პრინციპში, შეძლებ კიდეც. და საერთოდ, ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრ რაღაცას ისე ბოლომდე ვერ აღიქვამს ადამიანი, სანამ თვითონ არ გამოცდის. სიტყვა "გადაანალიზება" არსებობს? არა? არა უშავს. მე დავამკვიდრებ. რელაქსაცია ჩატარებულია. თანამეინახობა გაწეულია. მოგონებები გამოხმობილი და გაჟღერებულია. სითბო...

Дороги, которые мы выбираем

ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად. ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი. ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მ...
Баю-баю, завтра будет день опять სულ ეს არის მთელი პოსტი. აი ის, ერთი წინადადება ჩვენი ბავშვობის დროინდელი ძილისპირულიდან. სათაურიც ეგ არის და შინაარსიც. ოღონდ სინამდვილეში უზარმაზარი პოსტია ეს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რაღაცას იტევს და გულისხმობს, რამდენი რაღაცის დაწერა მინდ(ოდ)ა, მაგრამ/და არ (და)ვწერ. ყოველ შემთხვევაში ჯერ. ზღაპარი "შიშველი მეფე" გახსოვთ? რომ ჰგონია, აცვია ტანსაცმელი და სინამდვილეში შიშველია. და ყველა რომ დუმს. დაახლოებით ასეა. ოღონდ პირიქით. გგონია, პოსტი ცარიელია, და სინამდვილეში რამდენიმე ფურცელია სავსე. იქ ბავშვი დაინახავს ჭეშმარიტ სახეს და წამოიძახებს. აქ - არ ვიცი. Баю-баю, завтра будет день опять завтра будет день опять будет день опять день опять опять

(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი

საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :) არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :) დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით...

ღამის იდილია. წუხელ.

აივანზე წვიმის სუნია. სახლში - სველი იასამნის (ღამე წვიმაში მდგარი ბავშვისგან ვიყიდე, ამოსვლისას). მაგიდაზე ცხელი ჩაი და Kinder გოცირიძე (Kinder delice. {საავტორო უფლებები ამ სახელზე - ჩემი}) :) კომპში - მეგობრები, fb და ცოტა საქმეც. მოკლედ ძილის წინა იდილია წვიმიან ღამეს :) 20.04.10 00:11

Времена всегда одинаковые

и стандартные фразы тоже... - Что ты во мне нашла?! Встретить бы тебе хорошего человека! - Стимул отсутсвует, хорошего человека любить неинтересно... აი ქალის პასუხი კი... ქალის პასუხი ასე არ ჟღერს ხოლმე. а хорошо бы. так вернее

გუდიანი პოსტი

დიდხან ვიყვირო კიდე ასე - ააააააააააააააააააააარააააააააააააააა! არ მინდა, ნუ მეუბნებით, ნუ მიყვებით, ნუ მაკითხებთ, ნუ ლაპარაკობთ, ააარააა, არ მესმის, არ მაინტერესებს! აააააარააააა! თვალდახუჭულმა და ყურებზე ხელებაფარებულმა? და თან სისულელეებს ვმღერი, რომ არ გავიგო, პატარა ბავშვები რომ აკეთებენ ხოლმე - ისე ნუ, ეს ცოტა გაფორმებულია. ობრაზნა ვირაჟაიას.... მაგრამ შინაარსი - ეგ არის, რა ნუ, ძალიან გასაგები პოსტია! :))))) ამ.ჩმ.ფხ. თუ არც არის გასაგები, რა გასაგებად წერა რომ დავიწყო ამ ყველაფრის... აუუუუ! შორს კი არა... არ ვიცი სად წაგვიყვანს და არც არაფერს მოიტანს. ასე რომ მკიდია. მკიდია - ეს რაღაც დიდი გუდაა, სადაც თავს ვუყრი ნელ-ნელა ბევრ რაღაცას... პროსტა ასეთ ხასიათზე ვარ
Image
Image

... და... და... და....

. არ მინდა სიმშვიდე და სიწყნარე მინდა მოძრაობდა და action განწყობა მიდის და მოდის და იცვლება და ნარჩუნდება და რადიკალურად განსხვავებულია და ხან ერთნაირია და რა არის სინამდვილეში და რა მინდა სინამდვილეში და რას ვეძებ და სად ვიპოვი და წავალ თუ არ წავალ და ცოტა თუ ავმოძრავდები წასვლას სხვა რაღაცაც მოჰყვეს იქნებ და ჩამოვალ? და წავალ? და რა?

Here Comes the Sun

Image
საიდან? არ ვიცი. შიგნიდან. სადღაც შიგნიდან. და რატომ? არც ეგ ვიცი. ისე. უცნაურია, მაგრამ ასეა და შეკითხვებს მირჩევნია ასე მივიღო როგორც არის და დავტკბე ამით, სანამ არის და რომ ანათებს, ამას აშკარად ვხვდები. სხვების სახეებზე. კომენტარებზე. მომართვაზე... :) ცისი, იცი მშურს შენიო - დღეს მითხრეს და რატომ ხარ ასეო? just :)

უბრალოდ ბოლო პოსტი ამ დროისათვის

Image
ისე, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ტექსტიც ძალიან მომწონს და სურათი, ანუ ფოტო რაღაცნაირად განწყობაში ჩაჯდა ამ სიმღერის, ნუ ჩემთვის - ჩაჯდა ისე, უბრალოდ არის რაღაცეები, რაც ალბათ ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად გეყვარება ადამიანს. ეს სიმღერა, მაგალითად. ხოდა აჰა, ვდებ, რა :) ისე, უბრალოდ И то что было на бело откроется потом Мой рок-н-ролл это не цель и даже не средство. Не новое, а заново один и об одном Дорога в мой дом и для любви это не место. Прольются все слова как дождь И там где ты меня не ждёшь. Ночные ветры принесут тебе прохладу. На наших лицах без ответа Лишь только отблески рассвета Того где ты меня не ждёшь. А дальше это главное похоже на тебя В долгом пути я заплету в волосы ленты. И не способный на покой я знак подам тебе рукой Прощаясь с тобой, как будто с легендой. Прольются все слова как дождь И там где ты меня не ждёшь. Ночные ветры принесут тебе прохладу. На наших лицах без ответа Лишь только отблески рассвета Того где ты меня не ждёшь. ...

stairway to heaven. just

Image