Она - 13 (6)
.
1-13
ჰაერი სიცხისგან ალაგ-ალაგ მკვრივდებოდა და უცნაურ ფორმებს იღებდა. მერე დნებოდა. ან რომელიმე შავკაბიანი ეჯახებოდა და ფიგურაც ქრებოდა, რომ მერე სხვა ადგილას და სხვა ფორმით დაენახა. ჰაერს ხედავდა...
’ესენი ეტყობა ვერ ხედავენ’
”ესენი” ბევრნი არ იყვნენ. ალბათ 3-4. ხან ერთი გადაჭრიდა ეზოს და შევიდოდა - ში ან -ში, ხან მეორე, ხან...
’არ სცხელათ ნეტა?!’. თვითონვე გაეცინა ამ საყოველთაოდ გავრცელებულ შეკითხვაზე.
- ვინმეს ელოდები? - წინ შავი გრძელი ”კაბა” ჩანდა. დაბალი, მშვიდი ხმა ცოტა დაგვიანებით დავიდა მის სმენამდე, გამოაფხიზლა და:
- თქვენთან ვარ
ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ”თვითონ უნდა მიხვიდე, დრო უნდა”. უბრალოდ უთხრა. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ.
- წამოდი, შიგნით შევიდეთ. ხმაში აშკარა დაღლა ეტყობოდა. არა ფიზიკური. ისე... მაგრამ нехотя ნამდვილად რ უთქვამს.
შიგნით უცნაურად გრილოდა. და ცოოოტა, სულ ცოტა ბნელოდა. ’ჰაერი აქ სხვანაირია’ - გაიფიქრა. აქ არ იყო ფიგურები ჰაერში... ვიღაც მიესალმა. ”შავკაბიანი”. კიდევ ერთი. ძალიან ახალგაზრდა. 'რას ნიშნავს ძალიან ახალგაზრდა?!' - თვითონვე გაბრაზდა თავის ფიქრზე. საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა. იგრძნო, როგორ მოუნდა ასე მდგარიყო და ეყურებინა ამ სახისთვის.
- წამოდი, აქეთ დავსხდეთ. - ისევ ის დაბალი ხმა იყო.
მერე დიიიდხანს ისხდნენ. თავდაყირა დაუყენა ყველაფერი. ნუ, თითქმის ყველაფერი. ძალიან ბევრი შეხედულება და წარმოდგენა... სხვანაირად დაანახა და დაამშვიდა.
ეტირებოდა გამოსვლისას. სიმსუბუქისგან და სიხარულისგან.
ჯერ კიდევ ეზოდან გამოსვლამდე ზუსტად იცოდი რომ აქ ხშირად მოვიდოდა. ძალიან ხშირად...
ჰაერი აღარ მკვირვდებოდა...

Comments
იცი რა შევამჩნიე? თითქმის ყველაფერი, რაზეც წარსულში ლაპარაკობ, ნაამბობი ანუ, სევდას გგვრის, არა? ნუ შეიძლება ნამეტანი განვაზოგადე, მაგრამ ასეთი გრნობა გამიჩნდა...
და კიდე...მმმ... ძაან შენია ეს ყველაფერი :)
ქეთა ოსტრი გლაზ :)))