"უცნობი"-ს შესახებ. მათთვის, ვინც თვალს ადევნებდა
პრინციპში, სხვებმა შეგიძლიათ დრო არ დახარჯოთ ამის კითხვით. ბოდიში უნდა მოვუხადო მათ, ვინც თვალს ადევნებდა ამბავს "უცნობი"ს შესახებ.
ეჭვი მაქვს, თხრობას შევწყვეტ. უნდა მომესწრო, დამესრულებინა დღემდე. ახლა უკვე გვიანია. მიზეზზე დეტალური საუბარი არ არის საჭირო. უბრალოდ აი ასე, უცებ, ერთბაშად, ერთი (არა ზეპირი) სიტყვის შემდეგ უკვე დასრულებული ისტორია საბოლოოდ კიდევ ერთხელ დასრულდა და წერის სურვილიც გამიქრა.
მოკლედ, როგორც ალბათ მიხვდით, ეს წარსულში (საკმაოდ ახლო, მაგრამ მაინც) წარსულში ხდებოდა. უკვე იმდენად დისტანცირებული ვიყავი ამ მოვლენებისგან, იმდენად "მეკიდა" და მეცინებოდა (ჯერ კიდევ), რომ თავისუფლად შემეძლო ამაზე დამეწერა. ალბათ სმაილები და გრაფიკული გამოსახულებები არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მიმხვდარიყავით, იუმორით, ცოტა სარკაზმით და ხალისით ვწერდი. უბრალოდ მეხალისებოდა ამ სისულელის მოთხრობა. სისულელის, რომელიც როგორც "არანაირად" დაიწყო, ისევე დასრულდა.
ვიცი, რომ გაინტერესებთ და ამიტომ გეტყვით მოკლედ (აი ადრე სერიალის დასასრულს ვინც ვერ ნახავდა და განმეორებითი ხილვის საშუალება არსად იყო, იმას როგორც უყვებოდნენ მერე სხვები, ისე "მოგიყვებით"). უცნობი ნაცნობი გახდა. გავიცანი. შეხვედრაზე ცოტა დაბნეული იყო, ვერ მიხვდა ვინ ვიყავი და რა შუაში ამ ბავშვებთან. მე დიდი გმირობა ჩავიდინე, მოვახერხე და არ გამეცინა (რაც არც თუ ისე ადვილი იყო), სერიოზულობა შევინარჩუნე და თან ძალიან ბევრი ვისაუბრე იმ თემის გარშემო, რომელიც ჩემი პატარა მეგობრების პრეზენტაციის თემას წარმოადგენდა.
მოკლედ, ნაცნობობა შედგა. რის შემდეგაც მცირე მიმოწერასაც ჰქონდა ადგილი. ასევე ჩემი ინიციატივით. შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, ახლა უკვე თავად პრეზენტაციაზე. იქ მცირე უმნიშვნელო მაგრამ სხვებისთვისაც კი თვალშიმოსახვედრი დეტალი იყო, რომელიც "იმედის ნაპერწკალს" აჩენდა. მაგრამ გაგრძელება ამას არ მოჰყოლია.
უცნობი მოგვიანებით მხოლოდ იმით დაინტერესდა, ქმარი მყავდა თუ არა. პასუხი უარყოფითი იყო. ბოლოს დავასკვენი, რომ მას, როგორც ჩანს, მხოლოდ გათხოვილი ქალები და მეტი საფრთხე იზიდავდა ურთიერთობაში (რაც მართალი რომ აღმოჩნდეს, არ გამიკვირდება მისი დატვირთული გენეტიკიდან გამომდინარე). ამიტომ გადავწყვიტე, გათხოვებისთანავე მიმეწერა მისთვის: მე უკვე დაკავებული ვარ! გიხაროდენ!
მაგრამ მე არც გავთხოვილვარ, და არც უცნობთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამჩენია მეტად.
მეტსაც გეტყვით/გამოგიტყდებით - ჩემი უცნობი დღეს გავაქრე შესაძლო საკონტაქტო საშუალებ(ებ)იდან და უცებ მივხვდი, რომ ძალიან დამეზარა და ჩამიქრა ამის შესახებ წერის ენთუზიაზმი. არც ლანძღვას ვაპირებ, არც რაიმე ცუდის თქმას. უბრალოდ უცებ სხვანაირად შევხედე ყველაფერს. უცებ ტოქსიკური ნიშნები გამიჩნდა, კერძოდ კი გულის რევის მცირეოდენი შეგრძნება (არაფიზიკური, გადატანითი მნიშვნელობით, მიხვდით ალბათ) დამეუფლა (ვიმეორებ, ნუ დავკონკრეტდებით, რატომ). უცებ მივხვდი, რომ ასე ხუმრობით და სასაცილოდაც კი აღარ მინდოდა. ამაზე წერაც კი. უბრალოდ მორჩა.
ფინალი იცით.
მაპატიეთ :)))

Comments
finalic gasagebia, jobda imave saxaliso stilit, magram es sheni archevania
saintereso iyo :)
მაგრამ დღეს.. მოკლედ, უცებ და უბრალოდ მივხვდი, ვეღარ განვაგრძობდი წერას, აღარ მინდოდა :)
და ასე ღიადაც ვერ დავტოვებდი :)
მადლობა, რომ კითხულობდი და გაინტერესებდა :)
თვალს ვადევნებდი მოუთმენლად, ჯერ ერთი საინტერესოდ ყვებოდი, პირველი ნაწილი განსაკუთრებით, ძალიან მაგარი იყო. კიდევ იმიტომ, რომ მსგავს დღეში ვარ და მაინტერესებდა გამოვა აქედან რამე თუ არა...
კონტაქტებიდან ამოვშალე, მაგრამ მერე ვერ გავუძელი ცდუნებას და ისევ რაღაც სულელური მიზეზით დავამატე...
ვხვდები რომ კარგად არ იქნები...
მე მაინც მგონია, რომ ეს არაა ამ ისტორისს დასასრული და ის კარგ ფინასლ იმსახურებს :)
მთავარია ამან არ დაგასუსტოს...
მე მაინც დაველოდები ბედნიერ დასასრულს :)
ხოდა ჩემი მაგალითით ნუ იხელმძღვანელებ :) დიდი სიამოვნებით ამოვშალე, გაბრაზების გარეშე :)
ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა შეიძლება არ იგრძნო თავი კარგად ამის მერე. უბრალოდ სახალისო ამბავი იყო, რომელიც მინდოდა, გაგრძელებულიყო და კარგად დასრულებულიყო, ოღონდ ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს "მინდოდა" :)
ძალიან მალე უბრალოდ ხალისი დარჩა აქედან და ახლა ესეც გაქრა. უბრალოდ მოსაყოლად კი დარჩა, როგორც ერთი "აცანცარება" და მერე ბლოგზე გადმოტანილი უცნაური ამბავი :)
შენ ბედნიერ დასასრულს გისურვებ. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ბედნიერი დასასრული, ასეც უნდა ყოფილიყო, მართლა :) და აი შენს შემთხვევაში იმედია სხვანაირად იქნება :)
კარგია,როცა ისე მთავრდება, სხვა მოლოდინი არ გაქვს...
ხანდახან ვფიქრობ, რომ ალბათ უმჯობესია საბოლოოდ დავსვა დიიიიიდი წერტილი, მაგრამ მიჭირს. მგონია რომ დრო გაარკვევს და თავის ადგილს მიუჩენს ყველაფერს...
და ასე გავიდა 1 წელი...
უბრალოდ, რამდენადაც ის უემოციო და ურეაქციოა, იმდენად მე ვარ ეტყობა საპირისპირო და ეს შეიძლება აშინებს...
არადა, თავიდან პირიქით იყო...
ეცადე! :)
ეს დრო გავიდა სწრაფად ;)
ნინო, არ გამოგაპარებ, აუცილებლად ვამცნობ და შენც დაგასწრებ მაგ პროცესს :)))
და იმას მივწერ: ...., მე ქმარი მყავს :)))
what a fool :)))