"კომფორტ წიგნი"


ავტობუსში ვზივარ. დღეს პირველ გზაზე მაინც საოცრად გამიმართლა. მეტროდან ამოსული ავტობუსის გაჩერებაზე რომ მივედი, ტაბლოზე სასურველიბნომრის გასწვრივ 1 წუთი ეწერა, რაც ამ რამდენიმე თვის მანძილზე არასოდეს მომხდარა. გზაც თავისუფალი იყო და ავტობუსიც თითქმის ცარიელი მთელი გზა. ნუ ცარიელში ვგულისხმოვ, რომ 2 გაჩერებაში დაჯდომაც კი შევძელი, ისე რომ სინდისსაც არ შევუწუხებივარ :)

საცობების არ არსებობის მიუხედავად ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა და გადავწყვიტე, მუსიკის ნაცვლად ტრადიციულად აუდიო წიგნი ჩამერთო. ოღონდ არა ის, რაც ბოლოს გავწყვიტე. იაპონელი მწერლების სიმძიმის ხასიათზე ნამდვილად აღარბვუყავი. საშობაო მსუბუქი განყობა უფრო მინდოდა მოეტანა და შეენარჩუნებინა წიგნს. და უცებ მივხვდი, რომ ამ ნიშნით უნდა დამეწყო ძებნა. 

ცისია რისი ცისიაა, რამის პოვნა მოინდომოს და ვერ იპოვოს. 5 წუთში უკვე დიდი არჩევანიდან ნაწილი გაფილტრული მქონდა და საბოლოოდ არჩევანი ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ და მსოფლიოს მასშტაბით საოცრად დიდი ტირაჟით გაყიდულ და აწ უკვე სერიად ქცეული წიგნების პირველ, ორიგინალ წიგნზე შევაჩერე არჩევანი. სათაურმა მიმიზიდა. მაშინვე ვიგრძენი, ომ ის იყო, რასაც ვეძებდი: Chicken Soup for the Soul. ქათმის ბულიონი ჩემი უსაყვარლესი კერძების სამეულში შედის და ასევე კომფორტ ფუდის ჩამონათვალში წარმატებით უკავია პირველი ადგილი ყიყლიყოსთან ერთად. ხოდა ჯერ შესავალი / გამხილვა მოვისმინე. კიდევ უფრო დავინტერესდი და მცირე ძებნის შემდეგ აუდიო წიგნის სრულ უფასო ვერსიასაც მივაგენი და ჩავრთე. 

შესავალი და შექმნის იდეა-ისტორია არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. უშუალოდ მოთხრობებზე რომ გადავედი, უკვე მისული ვიყავი უნივერსიტეტში და ყავით ხელში უნის კაფეტერიაში ვიჯექი და დრო გამყავდა. გამყავდა კი არა, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვზივარ სტუდენტებით სავსე კაფეტერიაში აქ მაგიდასთან ჭიქით ხელში, თავზე ყურსასმენებით, სახეზე ღიმილით და თვალებში ცრემლებით. ჩუმად მიმოვიხედე, მაინცდამაინც ჩემი სტუდენტები თუ არ მხედავენ, კარგი იქნება მეთქი, ვიფიქრე, წიგნი დავაპაუზე და განწყობის დროზე დასაჭერად და გადმოსაცემად სპოტიფაი ჩავრთე ფონად და ბლოგზე შევვარდი. ამასობაში რამდენი დრო გასულა.

რაღაც კარგის და სასიამოვნოს მოლოდინი ხანდახან იმ კარგზე მეტი თუ არა, იმის ტოლი მაინც არის. ასევეა საჭმელზეც და წიგნზეც: რაღაც გემრიელი რომ უნდა ჭამო და გიხარია, ასეა წიგნზეც, რომლის წაკითხვასაც აპირებ, და ფიქრობ, რომ უნდა ისიამოვნო ძალიან. ხოდა იმედია, არ ვცდები და ამითაც გავიმძაფრებ წინა საშობაო-საახალწლო განწყობას :) სხვა დეტალებთან ერთად... :)

პ.ს. წიგნს და მუსიკას ვაპაუზებ. სტუდენტები მელიან :)





Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..