Posts

Showing posts with the label ურთიერთობები

წერილი 13+1

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. თემა პირველი: ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას გადავაწყდი სრულიად შემთხვევით. სპოტიფაი ჩავრთე საღამოს ვარჯიშზე მიმავალმა, რადგან ასე გზაში უცებ რამე ახალი აუდიო წიგნის ძებნის დრო არ მქონდა. და გადავაწყდი პოდკასტების სერიას "ამერიკული მოთხრობა". ქართველი მწერლები და პუბლიცისტები კითხულობენ თავიანთივე არჩეული ამერიკელი მწერლის ერთ მოთხრობას, ასევე თავიანთ არჩეულს. და შემდეგ მცირე გარჩევა მოჰყვება ამას. გადაცემა მიჰყავს გიგი გულედანს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა კარგად კითხულობს. თან იმდენად მივეჩვიე აუდიოწიგნებს, რომ უკვე პრეტენზიაც მიჩნდება, რომ კარგი მკითხველის წაკითხული მოვისმინო. მაგრამ პატარა მოთხრობის მოსმენა მაინც შეიძლება. არის მოთხრობები, რომლებიც არც წამიკითხავს და არც გამიგია. მწერლების უმეტესობა ვიცი მაინც, თუ არ წამიკითხავს, მაგრამ აქაც არიან ისეთები, რომ არ ვიცნობ. მოკლედ, საინტერესოა, ღირს მოსმენად. აი ამ წამს უკვე მესამე მოთხრობა ჩავამთავრე და დროებით დავხურე. თემა მეორე: წასვლამდე დარჩა 3 დღე და დაახლოებით 5-6 საათი. წ...

წერილი #10

Image
                                                                         ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება . ხო, რამდენიმე დღეა არ მომიწერია. ერთი იმიტომ, რომ წერა. ჩემთვის სიამოვნებაა და არ მინდა, სიამოვნება ვალდებულებად იქცეს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა. რატომ არ მქონდა, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებზე შეჩერებასაც აქ არ ვაპირებ. თუ გეგონა, უბრალოდ არაფერი მქონდა სათქმელი ან მოსაყოლი, ცდები. ყოველთვის არის რამე მოსაყოლი ან გასაზიარებელი. უბრალოდ, მთლად დღიურის სახეც არ მინდა ჰქონდეს და ყველაფერს ვყვებოდე, რაც ხდება.  მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ალბათ დილის, უფრო სწორად უკვე დღის წერილი გამოვა. ამ ამ წუთას მივხვდი, რა მინდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. აი ასე ჯდომა კვირაში რამდენჯერმე, სრულიად მშვიდი ს...

რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

Image
მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.  დრაფტებს არ ენდოთ... სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას.  ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახე...

ჟამები სიყვარულის დროს

ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე. და ვწერ. სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს. არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ. პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება. მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გ...