Posts

Showing posts with the label ცხოვრება. კადრები

წერილი ბუდისტურ-ცისიური სიბრძნით

Image
  თუ მემორის დილით ნახულობ, ესე იგი წინა დღეს ადრე დაიძინე. ბუდისტური სიბრძნე აწი ვიცი, რა დროს უნდა გავიღვიძო დილით, რომ აივანზე თუნდაც დილის სუსხში მშვიდად დავლიო ყავა და დილა ჩემ თავს, ხო, პირადად ჩემ თავს დავუთმო. 9 საათზე უნდა უნდა შევბრუნდე სახლში, რადგან ზუსტად 9-ზე, საათს გაასწორებ ისე, უეცრად ზღაპრის გმირებივით აღმოცენდებიან მშენებლობაზე მომუშავენი და ერთად იწყებენ ხმაურს.  აწი ისიც ვიცი, რა დროს უნდა დავიძინო, რომ დილით ასე კარგად გავიღვიძო და ასე დავიწყო დილა. გაგიკვირდება და აფირმაციით და ცოტა ვიზუალიზაციითაც. ეს უკანასკნელი ცოტა მიჭირს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ამასაც. პრინციპში, იქნებ არც გაგიკვირდეს კიდეც.  ხო, ის ბუდისტური სიბრძნე სინამდვილეში ცისისტური სიბრძნეა. და ფბ-ზე დავპოსტე დილიდან.  სტაფილოსფერქურთუკიანი ქერა ტიპი, სავარაუდოდ არამოძმე ერის წარმომადგენელი ნელი ნაბიჯით შემობოდიალდა ეზოში. თავიდან გავიფიქრე, რა კარგი იდეაა, ადრე თუ ავდგები, ეზოში ჰაერზე სიარულსაც მოვასწრებ მეთქი. მერე შევხედე, რომ ამ ჰაერზე სიგარეტს აბოლებს და მივხ...

Дороги, которые мы выбираем

ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად. ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი. ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მ...

ცხოვრება, როგორც puzzle

იყო პერიოდი - "все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать" იყო პერიოდი - მეგონა, ვიცოდი, რა იყო წინ. კმაყოფილი ვიყავი და მეგონა, ყველაფერი ასე იქნებოდა სულ. თურმე რამდენი რამ იცვლება ცხოვრებაში, თურმე სულ სხვა გზები იყო წინ. სრულიად ვერგანსაჭვრეტი იყო პერიოდი - მაინტერესებდა, რა იქნებოდა წინ. აზრზე არ ვიყავი იყო პერიოდი - მეგონა ვიცოდი, რაც იყო წინ. დაახლოებით მაინც. ვგეგმავდი, ვაწყობდი მომავალს, გეგმებს, ვხედავდი თითქოს იყო პერიოდი - სავსე. რაღაცნაირად სავსე. ყველაფრით იყო პერიოდი - მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურად არ ვიყავი. მუშაობაში, გართობაში, იქით-აქეთ წოწიალსა თუ ბოდიალში, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად, მეგობრით-მეგობრად და ა.შ. მეჩვენებოდა, ან ვგრძნობდი, რომ რაღაცას, ან ვიღაცას ვაკლებდი ჩემს ყურადღებას. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამას იმ იშვიათ მომენტებში ვგრძნობდი, როდესაც ვჩერდებოდი იყო პერიოდი - ისევ მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. თან არაფერში. და ნერვები მეშლებოდა ამაზე. თუმცა, არ ვცდილობდ...

სენტიმენტების გარეშე

სრულიად! ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უ...

C'est la vie ანუ 25-ე კადრი

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი პოსტსაახალწლო განწყობიდამ და არეული ფიქრებიდამ (პოსტსაახალწლო პოსტი) № არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ - არ ვხმარობ?). და იმედია, erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ. ეს სათვალე ვარდისფერი არ გეგონოთ. უბრალოდ სათვალეა. თითქოს საქარე მინასავით არის და პერიოდულად მტვერი ედება, გასაწმენდი ხდება და შენი მხედველობის არეში მოქცეული ხალხი და მოვლენები ცოტა სხვანაირად აღიქმება. დაახლოებით, როგორც в кривых зеркалах (არც ქართული დამვიწყებია და არც რუსულით ვმარიაჟობ. იაპონურად რომ მომსვლოდა უცებ ეს ფრაზა თავში - რაც ცხადია არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ - იაპონურად დავწერდი). პრინციპში, პერიოდულად კი არა, სულ დამტვერილია, სულ რაღაც "გაბლარებულივით" არის, მტვრის ეფექტი აქვს თანდაყოლილი, "заводской". ეს სნობიზმის მტვერია, საზოგადოებრივი მტვერია, "ინტელექტუალური...

ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество!  И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз.  უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარ...

შემთხვევით მოსმენილი დიალოგი

სანამ ისევ დამვიწყებია. 2 დღის წინ მაღაზიაში შევესწარი დიალოგს, რომელიც არ შემიძლია რომ არ გადმოგცეთ. დამავიწყდა და ახლა დომენიკოს განახლებულ ბლოგზე ბოდიალისას გადავაწყდი პოსტს, რომელმაც კვლავ გამახსენა და აი ის დიალოგიც (უფრო სწორად მხოლოდ ერთი მოსაუბრის პარტიას გთავაზობთ, რადგან დიალოგი მობილურით მიმდინარეობდა და პასუხები არ მესმოდა, მხოლოდ ვივარაუდე.): - ალო, ხო მამა გიორგი, მე გირეკავდით - - რა მაინტერესებს, ამ კვირაში თევზის ჭამა შეიძლება? - - აა, ანუ ყველაფერი ხორცის გარდა? - - კარგით. გკოცნი , დაგირეკავთ. კი არა და მოვალ, მოსვლა მინდა. არ მითხრათ, იქნებ მეგობარი იყო, რომელიც მერე სასულიერო პირი გახდაო. არა, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დანარჩენი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ აშკარად არა მეგობარს და შიგადაშიგ თქვენობით ელაპარაკებოდა. გკოცნი... კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ უნდა დამეწერა ეს :))) პ.ს. ყურმილის აქეთ გოგო რომ იყო, მიხვდებოდით :)))) სამწუხაროა, ტონალობის და სტილის გადმოცემა რომ არ ხერხდება აქ. მაინც მგონია, რომ მიხვდებით და დაიჭერთ იმას, რისთვისაც დავწერე :)