ერთი * პოლარული ლიუკი ახალ წელს აქ შემოსვლამ რაღაცნაირი ამბივალენტრუი გრძნობები გამოიწვია. ლუკა პოლარეში შემოსვლას არა, ბლოგზე შემოსვლას ვგულისხმობ. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვპირდები ჩემ თავს და აქაურობას, რომ შემოვალ და დავწერ. რამეს დავწერ. იქნებ იმიტომ, რომ უკვე ათასი დრაფტი მაინც შევინახე თავში. ზოგი შეიძლება აუდიო ფაილებადაც მაქვს ტელეფონში, ქუჩაში მიმავალმა და უცებ წერის ჟინით შეპყრობილმა რომ ჩავწერე. იქნებ ნოუთებშიც კი გადავაწყდე რამეს. მაგრამ ძირითადად მაინც თავში იყო დრაფტებად შენახული და მერე ამ დრაფტებს ვადა გაუვიდა, გაფერმკრთალდნენ და გაქრნენ. ყველაფერი ქრება, თუ არ მოუარე ... ლუკაში რომ შემოვედი, არ იყო თითქოს ბევრი ხალხი. თუმცა რეალურად მხოლოდ ორი მაგიდა იყო თავისუფალი ამ დიდ სივრცეში. მაგრამ დავჯექი თუ არა, უეცრად გადაივსო, მოძრაობა დაიწყო კაფემ თითქოს. ორი ** მიაძაკის დრო კაფის მოძრაობაზე გამახსენდა - მიაძაკის "მოსიარულე სასახლე" ვნახე გუშინწინ. თუ გუშინ იყო ეს? სადღაც გადიოდა. რატომღაც მომინდა ნახვა. ჩავრთე და ვეღარ მოვწყდი, მონუსხული. მერე ის გავაკეთე,...
რა ერქვა იმ გმირს? ხო, ამარანტა. ამარანტა ხომ არ დავირქვა? არა, არ ღირს, მახსოვს, მაინცდამაინც კარგი ბედი არ ჰქონდა სიყვარულში და არჩევანიც რაღაც ისეთი გააკეთა, ძალიან რადიკალური. აი ამ აბზაცს ჩავამთავრებ და გადავამოწმებ, ხომ სწორად მახსოვს. და რა მახსოვს - საქმრო მოუკლეს, მას მერე ხელზე შავი სახვევი გაიკეთა და აღარც მოუხსნია. არც კაცისკენ გაუხედავს. გადავამოწმე. თითქმის სწორად მხსომებია. მაგრამ არ მოუკლავთ, თავი მოიკლა და მას მერე ამარანტა დანაშაულის გრძნობის გამო ატარებდა იმ სახვევს. ხოდა რაღა ამარანტა... მაგრამ ბუენდია ... დღეს ყველანი ბუენდიები ვართ. დაუსრულებელი წვიმის სეზონის გმირები. კიდევ იყო რომელიღაც გმირი, რომელიმე აურელიანო იქნებოდა ალბათ, რომელიც ადგა და წავიდა წვიმების სეზონის დასრულებამდე. სად წავიდა, რამდენი ხნით წავიდა ... ამდენი არ მახსოვს. ან რატომ იფიქრა, რომ ეს წვიმა ოდესმე დასრულდებოდა? :) და კიდევ არის ერთი მოთხრობა, ბრედბერის. All Summer in a Day ჰქვია. მოქმედება ვენერაზე ხდება, სადაც მზე 7 წელიწადში ერთხელ ანათებს. და მეცნიერების გამოთვლით დადგა ის დ...
05.09.25 ≈ 12:30 მატარებელი თბილისი-ბათუმი ჩანაწერი კატიან ბლოკნოტში "მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?" წიფის გვირაბი უკან მოვიტოვეთ/ ფანჯარაში დიდად არ ვიყურებოდი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს გავიხედე, როცა წარწერა "წიფა" გამოჩნდა. მატარებელი იდგა. გადაღება მოვასწარი. მალევე დაიძრა. ეს ბლოკნოტი 8 წლის წინ მაჩუქეს. ერთად ერთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული აქამდე: "კატას 9 სიცოცხლე აქვს. მე ჯერ-ჯერობით 1 გავხარჯე". ამ ერთი სიცოცხლის გახარჯვიდან მალევე მაჩუქეს და ეს ჩანაწერიც მალევე გავაკეთე. არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვკიდებდი ხელს. ალბათ რამე განსაკუთრებულს ველოდი, ან მინდოდა, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა. ან იქნებ უბრალოდ ციფრულ ერას ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე კლავიატურაზე, პირდაპირ ბლოგზე წერას და ისე გადავეჩვიე ხელით ასოების გამოყვანას, რომ ამანაც განაპირობა. პრინციპში, რომ დავფიქრდე, კი არის ახლა ეს წასვლა მეტ-ნაკლებად განსაკუთრე...
Comments
მა გა რი ააა!
და ჩვენი დღევანდელი საუბარიიი?! ტრაპის გატაცება და ჯიმ კერობა.... :D