ხოდა.... მოგსვლიათ ასეთი რაღაც?! 10 წლის წინ? ალბათ. დაახლოებით. მინიმუმ 8! ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში ერთ მაგიდაზე შეკრებილი გოგოები. ე.წ. "ძევიშნიკი". ქმრები, შეყვარებულები და მამრობითი სქესის სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ საიდუმლო შეკრებას. გვერდზე მაგიდებზე სხვები ისხდნენ. ისინი - თავისთვის. და უცებ.... დენი რომ დაგივლის სხეულში, მოულოდნელობისგან, აღფრთოვანებისგან, შოკისგან, არ ვიცი კიდე რისგან. დაინახა და მერე მთელი საღამო იმას უყურებდა. აღარც საერთო საუბრებში ჩარეულა, აღარც ჭამა-სმა ადარდებდა. მონუსხულივით მისჩერებოდა მთელი საღამო. უქართულესი და უსიმპატიურესი! მაშინ ამდენი გამბედაობა არ ჰქონდა, არც ზოგადად ურთიერთობის გამოცდილება... ვერ გაბედავდა მისვლას. უბრალოდ უყურა მთელი საღამო. მერე წამოვიდა. მერე? მერე გამოხდა ხანი და სავარაუდოდ ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემის (მოდი, დავაკონკრეტოთ, რომ ავადმყოფიო არ იფიქრონ), კერძოდ კი ჰაიმორიტის გამწვავების გამო ვაკის "ლეჩ.-კომბინატში" უწევდა სიარული. და იქ შენობაში უ...
ეს კამორა. რაღაც საოცრება გახდა ეს ქალაქი. თითქოს ყველაფერი ერთ წერტილამდე დავიდა - ყიდვა-გაყიდვა.ზმანებისა და ძონძების ქალაქი. ბონძღების ქალაქი. ქალაქი ”სვეტსკებისა” და ვითომ ”სვეტსკებისა”. ბანძებისა და ბინძურებისა. ქალაქი, სადაც ტრანსპორტში ასულს ტოკსიკოზის ნიშნები გამოგივლინდება და მიზეზი ხალხია, ადამიანები, რომელთათვისაც ცნება ჰიგიენა უცხოა. ქალაქი, სადაც უეცრად საიდანღაც თავზე დამტყდარი ”თავისუფლებისგან” თავბრუდახვეულმა ახალგაზრდებმა არ იციან რა უყონ ამ უეცარ ”ევროპულობას” და ლამის საკუთარი ნარწყევი ალოკონ რომ თავიანთი განსაკუთრებულობა და ”მაგარი ტიპობა” დაამტკიცონ. სადაც ურჩევნიათ მანქანის ბორბლებს შეუვარდნენ, ვიდრე მწვანე შუქს დაელოდონ - wie uncool! სადაც ყვითელ შუქზე თუ უკვე 100-ით არ მიქრიხარ, შენს უკან მდგომი საუკეთესო შემთხვევაში სიგნალით და უფრო ხშირად კი სიგნალითა და გინებით აგიკლებს. ქალაქი, სადაც უგემოვნობა ზეიმობს. სადაც სიტვებიც კი მოდაში შემოდის. გულისამრევი სიტყვები, ვითომ მეგობრობასა და დიდ სიყვარულს რომ გამოხატავს. ქალაქი, სადაც შავი ფერი და გასწორებული თმა მაგარ ტ...
ასეთი ჩვევა მაქვს, თუ თვისება, უნიკალური :))) ყველა სიტუაციაში, ან თითქმის ყველაში მომდის თავში და ენაზე ციტატები სხვადასხვა ფილმებიდან და არა მარტო ფილმებიდან... ხშირად ეს რუსულ ენაზე ხდება. და დღეს დღის ბოლოს (ეტყობა განსაკუთრებით ენაციტატაწყლიანი ვიყავი) მკითხა ერთმა, ქართული სკოლა გაქვს დამთავრებულიო? კი, რა იყო, ქართული სკოლის გავლენა მეტყობა მეთქი? არა, პირიქით, რუსულთან ძალიან კარგად ხარ და იმიტომ, გამიკვირდაო. ხო, რა ვქნა... არის რაღაცეები, რასაც ვერ იღებ გულიდან, რაღაცნაირად გაქვს შეთვისებულ შეხორცებული თუ რა ქვია, არ ვიცი. და რომც გინდოდეს შეიჯავრო, ამოიღო გულიდან, საბოლოოდ ხვდები რომ არ გამოგდის. ასე დამემართა რუსულ ენაზე... იყო პერიოდი თავიდან, რომ ქუჩაში ზურგი მეძაბებოდა რუსული ლაპარაკი თუ მომეჩვენებოდა. ახლა ისევ დამიბრუნდა... just პოსტია, რა. შემოდგომა დადგა. არ მინდა ზამთარი... Уж небо осенью дышало, yж реже солнышко блистало...
Comments
მა გა რი ააა!
და ჩვენი დღევანდელი საუბარიიი?! ტრაპის გატაცება და ჯიმ კერობა.... :D