”დიიიიდი, ამ სახლის ხელა ქათამი თვითონ იფრენს?!” :)))))))

ბოლოს დაწერილი წინასიტყვაობა: აუ რამხელა პოსტი გამომსვლიააა! მე კიდე მეგონა იმ მუღამმა გადამიარა და ვეღარ დავწერ მეთქი ამ საღამოს :)
აბა, ვნახოთ, თუ ჩაიკითხავთ ბოლომდე ;) ვინც ბოლომდე წაიკითხავს, იმას ელოდება სიურპრიზიიიიი

...ჭიქა არაყით გაიხსნის მადას
მერე შეკრთება ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს...

ეს ლადოს ლექსია, ლადო ასათიანის, უფრო სწორად ნაწყვეტი ლექსიდან, ფიროსმანზე

მე რისი დამხატავი ვარ, რა ფუნჯი, რის საღებავი... ჰა-ჰა წერის მადა გამიხსნას :) მაგრამ მაგასაც უნდა მიუსწრო, რა. გადამიარა და ისე აღარ გამომივა, ასე მეგონდა დავჯდებოდი და თითები თვითონ დაწერდნენ, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, მაგრამ გავერთე რაღაცეების მოსმენით და გაგზავნით და... ცოტა გადამიარა.

დღეს მთელი საღამო ამეკიდა 50/50. აზრზე არ ვარ ვინმეს გახსოვთ თუ არა, გადაცემა იყო ჩვენს/ჩემს ბავშვობაში. მუსიკალური გადაცემა. და ქუდი გამახსენდა, უფრო სწორად მელოდია, როგორც იწყებოდა ეს გადაცემა. ნუ, აქ ვერ წავიღიღინებ ნამდვილად :) სიტყვები იყო - пятьдесят на пятьдесят :))))))
გადავატრიალე ინტერნეტი და მელოდია რა თქმა უნდა ვერ ვიპოვე და ვერც ვიდეო. სხვადასხვა ფორუმებს გადავაწყდი, სადაც ახალგაზრდები იხსენებდნენ ასეთ გადაცემებს... სხვათა შორის спокойной ночи малыши-საც... (წეღან ვუყურე ზუსტად YouTube-ზე დაწყებას და ფასკუნჯზე რომ მივიდა გამახსენდა - ”перо жар птицы”-ს აღვიქვამდი როგორც "пирожар птица"-ს :) ანუ მეგონა ასე ერქვა ფასკუნჯს რუსულად :)))) )
ნუ მუზ. აბოზ, უტრენნაია პოჩტა და ა.შ-ზე აღარ ვლაპარაკობ :)

ხოოო, მერე აღმოვაჩინე რომ მარტო მე არ მახსოვს, ერთმა ახლობელმაც გაიხსენა, თუმცა ცოტა პატარაა ის ასაკით, მაგრამ გაიხსენა და მერე მოჰყვა ამას უკვე დანარჩენი და ის გახსოვს, და ეს გახსოვს?! და აბევეგედეიკა და ა.შ.... კარგი იყო, მაინც კარგი ბავშვობა გვქონდა, ჩვენ გვქონდა ის, რაც არ აქვთ დღევანდელ ბავშვებს, თუმცა არ გვქონდა ის, რაც მათ დღეს აქვთ, მაგრამ არც ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ და არც გვაინტერესებდა. რაღაც სხვა გვქონდა, რაც არც იყიდებოდა და არც ინტერნეტში იდო... ისე, იყო. ჰაერში ალბათ და ურთიერთობებში

ახლა ცოტა მკვეთრი გადასვლა უნდა გავაკეთო :) გუშინ მთხოვეს, იქნებ ”ლაქა” იპოვო სადმე ინტერნეტშიო, იქ დასაწყისშივე რაღაც სიმღერაა და ის აინტერესებდათ. მოკლედ, ჩემდა გასაკვირად, ვიპოვე :) და თან გადმოსაწერი ვერსიაც კი (აქ საშუალება მეძლევა კიდევ ერთხელ აღვნიშნო თუ ავღნიშნო? რა დამემართა კაცო :))) რომ ვგიჟდები google-ზე) და გადმოვწერე. სიმღერა ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ვინ იყო. მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ყველაფერი ასეთი რომ იციან და ახსოვთ, ერთი მოსმენით რომ იხსენებენ სახელს მომღერლისასაც და სიმღერისასაც. მე ხანდახან ისე ვითიშები ხოლმე, radioheadis ”street speret” (ჩემი უსაყვარლესი ჯგუფის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა და იმიტომ მოვიყვანე მაგალითად) რომ ჩამირთო, აუ ვიცი მაგრამ სახელი არ მახსოვს მეთქი შეიძლება ვთქვა. :) მოკლედ, ის აღმოჩნდა Bruce Springsteen-ის Hungry Heart :) რა მნიშვნელობა აქვს, ხო?! :) ისე :)

ხოდა ბრუსში არ იყო საქმე, რატომ დავიწყე :) რატომ და მერე ესეც გავიხსენეთ და მე გამახსენდა ქიშო, რომელიც რომ ”ლაქა”ში თამაშობს და მომღერალი იყო/არის და ჯგუფიც ჰქონდა. ერთობლივი ძალებით ყველამ ერთად გავიხსენეთ ჯგუფის სახელიც, კლიპიც და სიმღერაც, რომელიც ყველას ერთნაირად კარგად გვახსოვდა თურმე :) და ახლა უკვე იმ სიმღერას ვეძებ. რად მინდა? ისე. რაღაც რომ გამახსენდება და ავიჩემებ ხოლმე, მინდა რომ ვიპოვო ი ვსო :) ხო, ჯგუფს ერქვა ”ინტელიგენცია” :))) სიმღერას მგონი ”ქრისტიანი”. ხო, ვერ ვიპოვე...

კიდე რა თემას მინდოდა შევხებოდი?! ხო, გამახსენდა. ამ საშინელ გაციებას და გრიპს. ”ოხ, ეს გაციება”-ს. დღეს სიღნაღში მივდიოდი წესით, 3 დღით, სასტუმროში, დასასვენებლად, განსატვირთად... დაპატიჟებით... მაგრამ გუშიმ ისეთი მოვედი სახლში, რომ დარწმუნებული ვიყავი, ვერ ავდგებოდი დღეს. თან ქარი საშინელი, მიჰქონდა ვაჟა თავისი ხმელი წიფელით (ნეტა არის ამ ქუჩაზე წიფელი, თუნდაც ნედლი?) და იათი და ა.შ.-თი და ამ გადმოსახედიდან აზრი არ ჰქონდა იქ ამ ამინდში ნომერში ჯდომას და მით უმეტეს სიცხიანი და ”მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს” მდგომარეობაში... ნამდვილად არ მეგონა, დღეს თუ ისევ გამოვიდოდა ამინდი და დღეს უკეთ თუ გავხდებოდი, როცა პერსპექტივა უარესისი იყო... ხოდა მოკლედ, ეს ყველაფერი რომ დავინახე, ხვალ! იქნებ ხვალ მაინც წავიდეთ მეთქი... მაგრამ უკვე გვიანი იყო... გუშინვე დაგვიანდა... :( ხოდა გული დამწყდა ძალიან. პატარ ბავშვი რომ ვიყო - ალბათ ვიტირებდი კიდეც :) მაგრამ რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ არა უშავს და რომ ასეთი საშუალება კიდევ იქნება, უკეთეს დროს და უკეთეს ამინდში. აბა, ასე უნდა მიუდგე მოვლენებს და არ დაიგრუზო :)

ეს გადავწყვიტე და კიდევ ის, რომ მეყოფა ბომჟივით სიარული. რაც აცივდა და რაც ამ გრიპს ვებრძვი და არ მინდა დავნებდე, მაგრამ მაინც სულ მცივა და ამინდიც ხელს მიწყობდა აქამდე, სულ გავბომჟდი და დავიკიდე რა მეცვა და როგორ გამოვიყურებოდი; როცა სულ რაღაც 1 კვირის წინ ალბათ, ჯერ კიდევ ძალიან ვიპრანჭებოდი და მომწონდა ჩემი თავი. დღეს სახლიდან გასვლისას სარკეში ჩავიხედა და დავასკვენი, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს ვგავარ - თავწაკრული, თმა არ მიჩანს, ფერმკრთალი, სახეზე არაფერი მისვია და თან მაცვია ისე, როგორც ზამთარში არ მაცვია ხოლმე (ზამთარში დავდივარ კაკ რაზ თხლად, როცა სხვებს როლინგები აცვით, მე - დეკოლტე არა მაგრამ გულამოღებული მაიკა მაინც. ვერ ვიტან ბევრი ტანსაცმლის ერთად ჩაცმას, მძიმე და ყელიან ტანსაცმელს!!!). მაგრამ რა თქმა უნდა ისევ დავიკიდე და წავედი. მაგრამ საღამოს უკეთ გამხდარმა და ცოტა გულდაწყვეტილმა გადავწყვიტე რომ კმარა! :)))) მე ისევ კარგად უნდა გავხდე.
ისევ მოვიწესრიგე თავი, მერე პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით არაყი ვხუხე რასაც ქვია და რა ვიცი. ვიურთიერთე ხალხთან, სტუმრებთან, ოჯახთან და ბოლოს რა თქმა უნდა მესტა ვსტრეჩი იზმენიწ ნელზjა :) ანუ ბოლო გაჩერება - ჩემი კომპი და ვირტუალური სამყარო.

ნუ, რა თქმა უნდა სასუსნავებიც ვჭამე და ტელევიზორს არ ვუყურე :)))

მორჩა, შემდეგი ეტაპი, წიგნით ხელში დაძინებაა. წიგნით, რომელიც მერე ჩაძინებულს ან ზედ დამეცემა, ან რომელსაც ჩემი ხელი დაეცემა, მოდუნებული :)


პ.ს. სიურპრიზი იხ. (კომენტებში) ;) :))))))))))))))))

პ.პ.ს. პოსტის სათაური პოსტ - ანუ პოსტის დაწერის შემდეგ გაჩნდა. დავწერე
’დიიიიიდი” და მინდოდა გამეგრძელებინა სიტყვით ”პოსტი”, მაგრამ უცებ ეს სიტყვები წამოვიდა და არ მკითხოთ ეხლა საიდან არის თორემ გავგიჟდები :)))))
ასე რომ სათაური პოსტთან პრინციპში არაფერ შუაში არ არის :) მაგრამ რა მნიშვნელობა აააქვს! :) მთავარია გაღიმებული ვიძინებ! :)

ღამე მშვიდობის! :)


Comments

© said…
სიურპრიზიიიი?! ჰა ჰააააააააააააა! :)

”მოგატყუეთ და დაააააააააგაააჯერეთ!!!”

კარტოფილი შემიწვი და არ მაჭამო.... :P :))))))
Tiko said…
ჰაჰაჰაააააააააააააააა :))))))))))))))))))))))))))))))

მეთქი რა სიურპრიზიათქოოო :)))
Katiée.Ge said…
ჰა ჰა
სათაურმა გაასწორა
აი რეკლამა, აი მარკეტინგი, ვგიჯდები ასეთ სათაურებზე! ბღავო ბღავო!

ხოდა კიდე გაიხარე მულტიკებისთვის, დავბრუნდი სოვიეთ წარსულში და ეხლა პატარა ვარ ისევ, დავუარე იუთუბს... რაღაცა ხეირი ხომ უნდა იყოს რუსული სამყაროსგან :)))
© said…
მოგეწონათ, რაკლამა?! ;) :)))))))))))))))

ისე რა გინდათ, კი გამოვიდა მართლა სიურპრიზი, პოსტის ბოლოს დაბრუნება ბავშვობაში - ხომ მაგარი რაღაც დავდე?! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..