შესავალი: ისტორია ძველია, სამყაროსავით არა, მაგრამ მაინც :) ბევრმა მეგობარმა უკვე იცის, მონაყოლიდან, ბევრს წაკითხული აქვს - ფორუმზე. გამახსენდა და გადავწყვიტე აქაც დამედო, მათთვის, ვინც ამაზე თავის დროზე მაგრად იხალისა და მათთვის, ვინც არ იცის ჯერ :) თბილისი 2005, ოქტომბერი (ან ნოემბერი). ახალი აკრძალულია სამარშუტო ტაქსების (შემდგომში ”მარშუტკები”ს) მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე/ში. საღამოა, მოვდივართ მე და ჩემი მეგობარი გაბრიაძის ბარიდან. მე ჩამსვა სადღაც ბარათაშვილის ხიდთან. თან იქიდან მარშუტკები ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა მხარეს მიდიან, ნუ მაშინ ასე იყო, ამიტომ თავი დავიზღვიე და ვკითხე დელისთან ხომ ნამდვილად მიდის მეთქი. დამიდასტურა და ავედი. გვერდზე ვიღაც გოგო მიზის და მეკითხება: "ხომ არ იცით ეს მარშუტკა სად მიდის?!" !!! (ნუ, ალბათ იგულისხმა რა გზით მიდისო, რადგან წინასწარ მართლა ვერ გაიგებდი, ისეთ ტრაექტორიებს ახორციელებდნენ ). აზრზე არ ვარ მეთქი (ჩემთვის მთავარი იყო რომ დელისთან მივიდოდა და რა გზით -ეგ უკვე აღარ მაინტერესებდა), ვუპასუხე და ზრდილობიანად გავუღიმ...
Comments
მე შევიპარები
მე შევალ! და ახალ
ცხოვრებას დავიწყებ
ასე ლამაზად აღწერილი სექსუალური აქტი და კვერცხუჯრედის განაყოფიერება ჯერ არ მინახავს. ოჰ, რა პოეტურია :))
პორნოპოეზიაში ხომ არ მეცადა ბედი?!
იმ მეორეს რაც შეეხება, მობილურით ვიყავი შემოსული, 3 დღე არ მქონდა доступ კომპთან, ამიტომაც არის ლათინური შრიფტით.
გადაქართულებ და მერე შეაფასე, რამდენად ქაჩავს :))))))