წერილი #13
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. მეცამეტე წერილი მინდა დავწერო ახალი ლეპტოპიდან. ხო, დღეს ვიყიდე ახალი ლეპტოპი. ახალი მეორადი ლეპტოპი :) ახლა ძველში ყველაფრის დალაგება, წაშლა, აქ გადმოტანა... ძალიან მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო ამ შაბათ-კვირას. მიხარია. გერმანიაში ამას წავიღებ უკვე. ხო, ეს მეთორმეტე წერილია რიგით, მაგრამ რადგან მინდა, აქ დაწერილი პირველი წერილი მეცამეტე იყოს, რიგობითობას გადავახტები. თან ჩართული მაქვს აუდიო წიგნი. რაღაც საოცრად ბანალური, ბულვარული რომანის დონის. წინა წიგნი რომ დავამთავრე, უბრალოდ რამე მინდოდა დამეწყო, სადღაც მივდიოდი და გზაში ყოველთვის მინდა ხოლმე, რამეს ვუსმინო. ხოდა პირველი რაც მომხვდა ხელში, ჩავრთე. და რა ირონიაა, ან დამთხვევა - წერილებს წერს ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს. ოღონდ ანონიმურად. ნუ მთლად ანონიმურად არ გამოდის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. უბრალოდ დამთხვევაა. განსხვავება ის არის, რომ მე ცალმხრივად და უმისამართოდ ვწერ. ნაწილობრივ უადრესატოდაც. ხანდახან ადრესატიანად, ხან ადრესატებიანად. ისეთი შეგრძ...