დავიღალე...............
Posts
Законы фостерс
- Get link
- X
- Other Apps
მოკლედ, ასე იყო - კომენტარმა შვა ჩემი კომენტარი, რომელიც ჯერ არ მქონდა გამოქვეყნებული მერე იშვა დიალოგი, და სიცილით ვიხსენებდით фостерс-ის კანონებს და მერე - ანუ დღეს - გაჩნდა იდეა ამ პოსტისა და საიტიც ვიპოვე :) მოკლედ, გთავაზობთ რამდენიმე წესს/კანონს, რომელსაც თავის მხრივ фостерс გვთავაზობს პირადად მე მაგრა ვკაიფობ ასეთ რაღაცეებზე, ასეთ აზროვნებაზე, მხიარულსა და კრეატიულზე წავიდა: В метро девушкам нужно уступать место... Закон Жизни а красивых можно сажать себе на колени. Закон Фостерс. cкоро сессия... Закон Жизни, Ты - ректор института!!! Закон Фостерс! Пора сделать деушке предложение... Закон Жизни Футбольный матч - отличное предложение!!! Закон Фостерс. დანარჩენი იხილეთ აქ
პარასკევს დღის ბოლოს :)
- Get link
- X
- Other Apps
აი უძალიანესად დავიღალე. რომ მეგონა მოვრჩი მეთქი და ბოლო მეილი გავაგზავნე, თან გადავრეკე კიდეც, ნახეთ მეთქი, საპასუხოდ კიდე დავალება მივიღე, ვინ მრჯიდა ნეტა :) ნუ, არ დავიკიდე რა თქმა უნდა და ბარემ ისიც გავუკეთე კეთილსინდისიერად ხო და რას მოვაყოლე ეხლა ეს, დღეს არ ავმდგარვარ ამ სკამიდან ფაქტიურად და დღის ბოლოს, სახე რომ არ გაქვს და უცებ პროფესიულ ხუმრობას რომ მოისმენ... არ შემეძლო არ დამეწერა ეს დიალოგი, ვინმე მაინც დაამუღამებს: - ჰე ტსუ (დააცემინა ერთმა) - მილიონი - с НДС или без НДС? :)))) კარგი შაბათ-კვირა ყველას :)
რა ვიცი, რა ვიცი...
- Get link
- X
- Other Apps
აი ასე, შემთხვევით გადავაწყდი, უფრო სწორად, წამაკითხეს, რა. მე არ მიპოვია. უბრალოდ ნებართვა ავიღე, შენს ნაპოვნს მეც გამოვიყენებ მეთქი :) რა ვიცი, განსაჯეთ თავად, რამდენად სწორია, ისე, არის რაღაც დამაფიქრებელი ამაში... Нет в мире ни Добра ни Зла. Есть только добрые или злые намерения, которые движут людьми. Все остальное - неумение предвидеть последствия или, как говорят люди, Судьба... Лора Андерсен. Дети Вечности
დღეს თოვდა
- Get link
- X
- Other Apps
ამინდია საოცარი! მართლა! ჯერ შუადღისას გავედი ცოტა ხნით, საქმეზე, აქვე, ფეხით და მინდოდა რომ ასე მევლო დიდხანს, და რა თქმა უნდა აღარ მინდოდა უკან ამობრუნება :) კი, ცივა, ციოდა და ცივა, თან მზეც არ იყო როცა გავედი, მაგრამ რაღაცნაირად სუფთა იყო ჰაერი და იყო რაღაც დამამშვიდებლი და დადებითი, ჰაერში... აი, სიამოვნებით ვიბოდიალებდი ფეხით დიდხანს და უმისამართოდ, ისე, რომ არ გელოდებიან, მშვიდად რომ ხარ და არაფერზე ფიქრობ. უბრალოდ რომ ხარ. ხანდახან ასეც საჭიროა. და უცებ მივხვდი, რომ მაინც მაგრა მიყვარს ზამთარი. მთავარია ქარი არ იყოს. ხო, გეყვარება აბა რაო, მეტყვიან, თუ სადაც ხარ იქ კომფორტიაო... ნუ, სამსახურში более чем თბილა, მცხელა მე პირადად და ძალიან მსიამოვნებს გარეთ გასვლა და მერე გარედან სახემოყინულს შიგნით შემოსვლაც :) სახლშიც არა უშავს, თბილასავით, თუმცა ჩემს საძინებელში პინგვინების სამფლობელო უფროა ვიდრე ადამიანის, მაგრამ არც ეს მაწუხებს ჯერ - ჯერობით და როცა შემაწუხებს, გადავჭრი ამ საკითსაც უპრობლემოდ ისე, რა მაინტერესებს, იცით, ცუდია, იმპუსლური რომ ხარ ადამიანი? არა, ფეთქებადი არა, ...