Posts

Это все, что возьму я с собой...

Image
Ночь, улица, фонарь, аптека... კი, კი, ეს ყველა დეტალი ამ გზის შემადგენელი ნაწილი იყო უკვე რამდენი წელი. რამდენჯერ გავლილი, გატკეპნილი გზა. ღამე. გრილა, თითქმის მცივა. მარტო მოვდივარ. მიყვარს ამ გზაზე სახლში გვიან დაბრუნება ფეხით. არა და ფეხით იშვიათად მიწევდა ბოლო დროს. გზა მარიკას სახლიდან ჩემს სახლამდე. დღეს ბოლოჯერ გავიარე ეს Strecke ფეხით. მარტომ. ბოლოჯერ შევიარე სახლში ასვლის წინ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ღია მაღაზიაში. პრინციპში ადრე იყო მაინც, ასე ადრე არ მოვდივარ ხოლმე როგორც წესი. მინდოდა დღეს დაძინებამდე ბოლოჯერ "ვყოფილიყავი" ამ სახლში და წამოვედი. იცის შეჩვევა. ნივთმაც, სახლმაც, ადგილმად. კატები ხომ თან ადგილს ეჩვევიან :))) 14 1/2 წელი ერთ სახლში ვიცხოვრე. მერე 15 1/2 წელი მეორეში, ანუ აქ. ხვალიდან და რამდენი ხანი ვიცხოვრებ ახალ სახლში? კი, ის აწი სულ იქნება, უბრალოდ მე მთელი ცხოვრება, კიდევ 17 1/2 წელი, 1/2 წელი თუ რამდენი ხანი დავყოფ იქ, ეგ უკვე არ ვიცი :) დღეს ვიხსენებდი, რა ემოციები მქონდა, იქიდან რომ გადმოვდიოდი. მაშინ პატარა ვიყავი. ძალიან განვიცადე, მახსოვს. სა...

ჩემთვის უჩვეულო ფოტო-სენტიმენტალური გადახვევა

სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი. იმის, რაც გროვდება უკვე რამენიმე დღეა და მეტი, თავში. იმის, რომ ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია, როგორც ბოლო დროს ვგრძნობ და ამ სიმშვიდეზე და სილაღეზე, ასევე მოვლენებზე. და დავწერ კიდეც წასვლამდე. უბრალოდ ახლა თემიდან უნდა გადავუხვიო. რაღაც типа სპეც-გამოშვება თავი დავანებოთ იმას, სად და რამდენი ვიბოდიალე დღეს, რა ვიყიდე, სად ვიჯექი, ვის შევხვდი, ვისთან ვიყავი და ა.შ. იმას, რომ ძალიან დავიღალე დღის ბოლოს და მოკლედ, ცოტა სენტიმენტალური პოსტი გამოვა. საერთოდ, ვთვლი, რომ თითქოს ემოციურად გავზერელდი ბოლო დროს. შეიძლება არასწორ ფორმულირებას ვაკეთებ. ანუ არ მეტირება მაგალითად ფილმებზე, რომლებზეც ტირიან, არ ვიგრუზები, არაფერზე მეშლება ნერვები. პრინციპში კი არ გავზერელდი, უბრალოდ კარგად ვარ :)))) ხოდა. დღეს "პლაშჩადკაზე" გასულს მეზობელმა ამომხედა ქვედა სართულიდან და მითხრა - დედას და მამას უთხარი, კოტე მოკვდაო. ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი "ბატონო ვასო თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო" - იქ მყავს ნახსენები მეზობელი, არა მოხუცი, მაგრა...

ჩანაწერი на скорую руку

ჩემს კომპს იცით რა ემართება პერიოდულად? აი "უჟასებში" რომ არის ხოლმე, და არა მარტო "უჟასებში". მიხვდებით, რა ფილმსაც ვგულისხმობ, ცოტა ქვემოთ რომ ჩახვალთ, მიხვდებით :) მოკლედ, უცებ გადაირევა ხოლმე, და ფანჯარას, რომლის გახსნაც ცალკე tab-ში მინდოდა და ისიც მხოლოდ ერთხელ, ხსნის ენით აუწერელი ოდენობით, თან in new windows... და ეს არ მთავრდება, ეკრანი ივსება და ივსება, გამოდის და გამოდის ახალი ფანჯრები, ფარავს ერთმანეთს, ქვემოთ პანელზე ადგილი აღარ არის, ლამის ეკრანიდან მაგიდაზე გადაცვივდეს ფანჯრები.... და ეს ყველაფერი მაგონებს: sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam sam ...

დილა მარაზმ(ებ)ისა

მშვენიერია, დილიდან ხელოსნების გარემოცვაში, შემდეგ ქავთარაძის და შემდეგ ჩვეულებრივ ბაზრობაზე რომ აღმოჩნდები კარგი, ხელოსნების და მჟონავი მილის ამბავი ახალ სახლში მალე მოგვარდა და გადაბარდა საჭირო პირს მერე "ქავთარაძის ბაზრობა"ზე აღმოვჩნდი საშხაპე მილით/შლანგით (თუ რა ქვია) ხელში, რომელიც წყალს ასხამდა. ახალი უნდა მეყიდა. აქაც ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. ჭაღარა გამყიდველი ხელმარჯვე ოსტატიც აღმოჩნდა და თან პატიოსანი. სანამ "შემომასაღებდა" რამეს, მკითხა, რა სჭირდა შხაპს, შლანგი გამომართვა, შეამოწმა და დაადგინა, რომ არსაიდანაც არ ასხამს. მერე სავარაუდო მიზეზიც მითხრა, პატარა რეზინებიც ჩამიდო პარკში და ასე გაღიმებული გამომიშვა უკან. ეს - კარგი. მერე დავიწყე შრომის წიგნაკზე ზრუნვა. ჩემდა გასაკვირად ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიაში აღმოაჩნდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ვერსია. რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიძინე ბაზრობაზე. ახლა კი ძველს ვეძებდი, რომელიც მაშინ ფულის უქონლობის და მისი შედარებით სიძვირის გამო ვერ შევიძინე. და რად მინდა ორივე? არ ვიცი. მგონია რო...

Embryo-Bett

Image
აი, ასეთი საწოლი უნდა შევუკვეთო ჩემი ახალი ოთახისთვის. გამიკეთებენ?

წარსულის აჩრდილ(ებ)ი

Image
Спасибо, Сэмюэл Коэн и прочие гуманисты, За вашу новую американскую «игрушку» — Не ту, которой играют дети, А ту, которая играет детьми, Пока не останется ни одного ребенка… Евгений Евтушенко. Мама и нейтронная бомба ვკითხულობ წიგნს, რომელიც, ზუსტად მახსოვს, რომ თავის დროზე დავიწყე და ბოლომდე არ წავიკითხე, მალევე შევჩერდი. რამდენიმე დღის წინ გამახსენდა. ან შეიძლება თვალში მომხვდა. ან შეიძლება მორიგი დგომის დროს თაროების წინ, როცა დგახარ და ფიქრობ, რომ რაღაც გინდა წაიკითხო, და არ იცი რა და ამ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკიდან ბევრი წაკითხული გაქვს და ბევრის წაკითხვის სურვილი არ გაქვს და ალბათ არც არასოდეს გექნება. ეს ისეთი გრძნობაა, როცა გშია, და არ იცი რა გშია. არ იცი რისი ჭამა გინდა, არა და ნებისმიერი რაღაცის - არა, ეს ზუსტად იცი. ხოდა ამ დროს მომხვდა თვალში თუ ხელში. ალბათ 1-2 წლის წინ ვიყიდე. სამწუხაროდ თარიღი არ მიმიწერია. ქუჩაში ვიყიდე, ძველი წიგნებით მოვაჭრე ინტელექტუალთან. მახსოვს, რომ ძალიან გამეხარდა ამ გვარის დანახვა. და ძალიან მომინდა წაკითხვა. თვითონ ეს წიგნი - არ ვიცოდი. მოკლედ, ...

მათთვის, ვინც თურმე კითხულობს ჩემს ბლოგს, ოღონდ არ ვიცოდი

მორიგი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთხელ და უკანასკნელად შევეხები ყოფილი სამსახურის თემას და "გავაიასნებ" დეტალებს: "სარკე"-დან მე და თამუნა (თათა) შოშიტაიშვილი, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი/თანამებრძლოლი ერთდროულად და საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ექსცესების და კონფლიქტის გარეშე მშვდად წამოვედით. ანუ ჩვენ "სარკე"ში აღარ ვმუშაობთ! და საერთოდ არსადაც არ ვმუშაობთ ახლა. ეს იყო ზოგადი მიმოხილვა. ახლა - ცალ-ცალკე მოკლედ მე - პირადად ვუსაქმურობ და ვისვენებ. მალე დავიწყებ ფიქრს, რა ვაკეთო მომავალში. ჯერ ფიქრიც კი არ დამიწყია. სამსახურს აქტიურად არ ვეძებ და საერთოდ არ ვეძებ ჯერ. არც ვნერვიულობ. ჯერ სხვა სფეროებში და სხვა დეტალები მაქვს მოსაგვარებელი თუ უბრალოდ მისახედი. იგივე საქმის კეთებას აღარ ვაპირებ. სხვა - ვნახოთ. დრო გვიჩვენებს. ვნახოთ რა გამოჩნდება და ვინ რას შემომთავაზებს ან რა გზას ავირჩევ და ა.შ. თამუნა - როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, არ იტყვის უარს კარგ სამსახურზე. ჩემგან განსხვევებით - ეძებს, რამდენადაც ვიცი. თუმცა ასე...