Posts

ვარიაციები თემაზე iPod

Image
iრჩიეთ ;) :)

"არის კონტაქტი(?!). არის ჯეოსელი!" - სüრპრიზი ჩემს ერთგულ მკითხველს/მაყურებელს

გახსოვთ, ხომ, ჩემი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, ასოციაციებზე ?! მეორე ასოციაციას მინდა გადახედოთ, ან გაიხსენოთ. ჯეოსელის ახალ რეკლამასთან დაკავშირებულს. გაიხსენეთ/გადახედეთ? და ახლა მითხარით, მართალი მითხარით, პაპუნა ოქრომჭედელი ხომ არ გეგონათ ცოცხალი? არა, ხომ არ გეგონათ? :))) ხო, კაი, ვმაიმუნობ და მარტო ჩემი თაობისთვის იქნება ეს მაიმუნობა გასაგები ალბათ, უფრო პატარებს ეს ფილმი ან სულ არ გექნებათ ნანახი და ან ასე არ გემახსოვრებათ. ახლა სერიოზულად: არც სახელი მახსოვდა, აზრზე არ ვიყავი სად და როგორ მენახა, და უაზროდ და უშედეგოდ ვეძებდი, მერე კი ხელი ჩავიქნიე. კომენტარებიდან და პირადი საუბრიდან გამოირკვა, რომ სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი ასოციაცია და სხვებიც ცდილობდნენ ამ მულტფილმის პოვნას. ოღონდ აქაც უშედეგოდ. და აი, სულ რაღაც 1 საათის წინ ჩემი ძმა მიცხადებს, რომ უf, კაცო, ეგ უკვე იპოვა და გადმოწერა სახლში და ახლა მეც გადმომიწერს. "გითხარი უკვე?" - აშკარად არ მითქვამს და ახლა პირველად ვუმხელდი ჩემს ასოციაციას. როგორც ჩანს აქ წაიკითხა. მერე ეძია და ჰპოვა. მაგიჟებს ხანდახან :) მოკლედ, გადმო...

მმმმმმმმმ........

Image
ვინ იცის, როგორ მიყვარს...... აუუუუ.... მაკანკალებს, ისე მიყვარს ხანდახან :)))

НТВ+....жизнь :D

"Смотри чтобы выбрать, выбирай чтобы смотреть!!!" представьте себе, что он/а (результат вашего выбора) "будет мелькать у вас перед глазами...туда-сюда, туда-сюда" - всю жизнь :D так что... будьте поосторожней ;) ну а если нечем смотреть или ж вы просто ..., то это уже ваша проблема :)

ა(ბე/ცე/დე)სოციაციები :)

Image
1. თბილისის ქუჩები მაგონებს ჩვენს ბავშვობაში თამაში რომ იყო, "за рулем", გახსოვთ? აი იმას! ძალიან მიყვარდა. და ახლა, თბილისში რაღაც საოცარი გზის, ტროტუარის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოძრაობის, ადამიანების და მანქანების, მარშუტკების და ავტობუსების და ა.შ. სახის გზის გამყოფებით რომ დაყვეს გზები, პირველი ასოციაცია რაც გამიჩნდა, ეგ იყო: თბილისი გახდა "за рулем"ი დამეთანხმა ერთი მეგობარი თქვენ რას იტყვით? :) 2. ჯეოსელის ახალი რეკლამა და კერძოდ ის გაუგებარი იასამნისფერი არსება, ქალაქში რომ დაფრინავს, მაგონებს ასევე ჩვენს ბავშვობაში მულტფილმი რომ იყო, სახელი ნამდვილად არ მახსოვს. იყო მხატვარი და ასევე გაუგებარი არსება, რომელიც მღეროდა მელოდიას, რომელსაც აქ ვერ დავპოსტავ, ცხადია. მღეროდა არასწორად და მერე ეს მხატვარი შეუსწორებს და დაუმეგობრდება. რაღაცნაირი სურეალისტური მულტფილმი იყო :) და ბავშვობის მერე არ მინახავს. აქაც აღმოჩნდა, რომ ერთ მეგობარს უქმნის ეს რეკლამა იგივე ასოციაციას. გაგახსენდათ? დავდებდი მულტფილმსაც, სახელი რომ მახსოვდეს. 3. (შესავალი: არასოდეს ვუყურე...

Rock/Rock n roll is king :)

ამ ბოდიალ ბოდიალში ხან რას ვუსმინე, ხან რას, ხან რა თემაზე ვისაუბრეთ, ხან რაზე და უცებ გამახსენდა Elvis Presley. იმიტომ ალბათ, რომ დღეს საღამოს მეგობრებთან საუბრისას თემამ მოიტანა და ვახსენე, როგორც ერთ-ერთი ლეგენდა. ხოდა მოვუსმინე - Jailhouse Rock -ს. დავდე კიდეც იქ სადაც ჯერ არს. ამან მერე თავის მხრივ შემდეგი ასოციაცია გამოიწვია - ELO - Rock n roll is king . ესეც დავდე და უცებ გამახსენდა სცენა არც ისე შორეული (თუ უკვე შორეული?) - ადრეული ახალგაზრდობის წლებიდან. იმ პერიოდიდან, რადიო ყველაზე მეტად როცა იყო "ხოდში". გემოვნებიანი რადიოები და შესაბამისი მუსიკა რომ ჭარბობდა ეთერში. პერიოდი, როცა ლოგინში ბალიშის გვერდზე ჩართული რადიოთი ვიძნებდი. მახსოვს ცივ ზამთარში უკვე თბილად ჩაწოლილს ეს ჰანგები რომ ჩემესმა, როგორ წამოვხტი უცებ ლოგინში და ლოგინზევე თავდავიწყებით ვიცეკვე მთელი სიმღერის განმავლობაში. ეს იყო და ეს. უბრალოდ ამ სცენას მახსენებს ყოველთვის Rock n roll is king და კიდევ დაემატა ერთი ასოციაცია/მოგონება - "ბიჭები საზანდარიდან". შარშან ცნობილი მოვლენების გამო ვეღ...

ნახეთ!!!

ამ ხალხის შემშურდა.... fb-ზე ex-თანამშრომელს ედო. გადავირიე. გადმოვქაჩე. იქაც დავდე. აქაც ვდებ. წაიღეთ, კი ბატონო, ვისაც გსურთ და სხვა... რა ბედნიერებაა, როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რა უნდა და იმას აკეთებს, რაც უყვარს და სიამოვნებს...