Posts

სეზონი - პოსტი. მოვლენა. კომენტარი.

ვპოვე და პოსტად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები კომენტარი კალოს პოსტზე "სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?" იმდენად დიდი გამომივიდა, გადავწყვიტე პირდაპირ გადმომეკოპირებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი და არა მარტო ჩემი შეხედულება ამ ფილმის შესახებ. მოკლედ, იხ. ჩემი კომენტარი და კალოს პოსტი, რომელიც ზემოთ ლინკის სახით არის მიბმული. "ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი." - გეთანხმები 100%-ით! სწორედ ეს დავწერა ახლა უკვე აღარ მახსოვს ვის და რომელ კრიტიკულ თუ "ანტიკრიტიკულ" სტატიაზე. მართლა მომართული და ჩასაფრებულია ყველა, რომ რაღაც უარყოფითი დაიჭირონ. არა და ამაზე ადვილი არაფერია. პრინციპში, ყველაფერში გეთანხმები. ზუსტად ამ შეგრძნებებით და აზრებით დავტოვე დარბაზი. და არაპროფესიონალი მსახიობების კვალობაზე კარგად თამაშობდნენ კი არა, მე ვიტყოდი ბევრ "პროფესიონალ" მსახიობზე უკეთაც კი გაართვეს თავი, იმ პროფესიონალ მსახიობებზე, რომლებიც ზუსტად ვიცი, სიყალბის "გემოს...

"იქ, სადღაც, ჭეშმარიტებაა"

Стивен Кинг И пришел бука Хулио Кортасар Ночью на спине, лицом кверху Дино Буццати Капля Рэй Брэдбери Они были смуглые и золотоглазые ყველა ამ ავტორის და მოთხრობის ნახვა და წაკითხვა შეგიძლიათ lib.ru-ზე. მაგრამ მე ოთხივესთვის ალტერნატიული ვებ-გვერდები შეგირჩიეთ და ისე დავლინკე. რა ვიცი, იქნებ მერე იქ კიდევ სხვაც ნახოთ რამე, თქვენთვის საინტერესო. დაე გქონდეთ ფართო არჩევანი. რა თქმა უნდა, ამ მოთხრობებით არ ამოიწურება ჩემი ცხოველი ინტერესი და სიყვარული ამ მწერლებისადმი. უბრალოდ, ზოგი პირველივე, რაც თავში მომივიდა, და ზოგიც ყველაზე "მომნუსხველი", რაც ასევე უცებ თავში მომივიდა, ის შემოგთავაზეთ. დაინტერესების შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონვე დაკვალიანდებით. რჩევისთვის კი აქ ვარ და მზად ვარ. და რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ეს თემატიკა? ჯერ ერთი, პერიოდულად მოთხოვნილება მიჩნდება მსგავსი რაღაცეების კითხვის. მეორე - ზოგადად მიყვარს ეს ჟანრი, მით უმეტეს კარგი მწერლის მიერ წარმოდგენილი. მესამე - ეს პერიოდი მქონდა ზუსტად ბოლო დროს. ოღონდ ცოტა ზედმეტი მომივიდა. სტივენ კინგით დავასრულე პ...

საიუბილეო ბალადა ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა, მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა, ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა, არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა, მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა, თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა. მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე, თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე. მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება ... შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს კი – არ გაუჭირდება შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება, შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება, და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება. ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა. ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა. ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა, ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა, და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა. გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა. იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას. ქალს ტყუილად ნუ შაებმევით, არის მორალი ამისა! ავტორ...
Баю-баю, завтра будет день опять სულ ეს არის მთელი პოსტი. აი ის, ერთი წინადადება ჩვენი ბავშვობის დროინდელი ძილისპირულიდან. სათაურიც ეგ არის და შინაარსიც. ოღონდ სინამდვილეში უზარმაზარი პოსტია ეს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რაღაცას იტევს და გულისხმობს, რამდენი რაღაცის დაწერა მინდ(ოდ)ა, მაგრამ/და არ (და)ვწერ. ყოველ შემთხვევაში ჯერ. ზღაპარი "შიშველი მეფე" გახსოვთ? რომ ჰგონია, აცვია ტანსაცმელი და სინამდვილეში შიშველია. და ყველა რომ დუმს. დაახლოებით ასეა. ოღონდ პირიქით. გგონია, პოსტი ცარიელია, და სინამდვილეში რამდენიმე ფურცელია სავსე. იქ ბავშვი დაინახავს ჭეშმარიტ სახეს და წამოიძახებს. აქ - არ ვიცი. Баю-баю, завтра будет день опять завтра будет день опять будет день опять день опять опять

შკკკკკმრგნ

დღეს ალისა გადიოდა. პრინციპში, გუშინაც. და დღეს შაკიკი მესტუმრა. დიიიდი ხნის განშორების მერე. მივხვდი, რომ ეს ერთადერთია მყარი რაღაც არის ცხოვრებაში, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმატოვებს. ცოტა ფარდის იქითა აზროვნება მეწყება ამ დროს. ვერ აგიხსნით. და წერა მინდება. არა და არ იცით, რად მიჯდება ახლა ეს, ეკრანთან ჯდომა და თუნდაც 5 წუთით გადაწევა ძილის, ერთადერთი გამოსავალის ამ დროს. დღე იყო გრძელი. დავიღალე. მაგრამ მიხაროდა, რომ დავიღალე. სასარგებლო საქმეებით. და საღამოს ვიცოდი, რომ სულ რომ ვეღარ დავმდგარიყავი 2 ფეხზე, ოთხით წავიდოდი სადმე. "გასანიავებლად". საღამო თვითონ დაიგეგმა. ცხელი აბაზანა. უსწრაფესად ჩაცმა. ტაქსი. მეგობრის აყვანა გზად. და სტუმრად მეგობართან. ჩაი. სერიალი. რეკლამა. საუბრები. ჩაი. სიგარეტი - მათ... ნელ-ნელა წამოვიდა. ნელ-ნელა დამეკარგა მეტყველები უნარი. ნელ-ნელა სადღაც გამჭვირვალე ბლანტი ფარდის იქით დავრჩი და იქიდან ვუსმენდი მეგობრებს. ამ ფარდის იქიდან მოვისმინე ახალი ამბავიც. ამ ფარდის მიღმა გამეღიმა სრულიად გულით. ამ ფარდის იქით უკვე ...

ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество!  И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз.  უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარ...
წითელი ღვინო. красное вино. Rotwein. red wine. vin rouge. vino tinto. vino rosso. vinho tinto Sah ein Knab' 'n Rotwein steh'n Rotwein in den Gläsern ........ ...... ...... ...... ... Rotwein Rotwein Rotwein rot Rotwein in den Gläsern