Posts

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასაწყისი

Image
ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს რომც გამრავალფეროვნდეს, აქ ყოველი დღე და საღამო ახალი და საინტერესო ადამიანებითაც რომ აივსოს, მაინც არ იქნება ეს ნამდვილი. ნამდვილი იქნება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს ვერ ამოავსებს (ეს ნაწილი თავისი მონაწილეებიანად ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო, მნიშვნელოვან და მზიან ნაწილად დარჩება ჩემი აქ ყოფნისა). :": The truth is... we were much too young   Coop island ჩავრთე. Coop island blues . სადღაც აქ ცენტრში, სადაც ძირითადად ვმოძრაობ, რაღაც წარწერაა - scoop. ისიც კი არ ვიცი, მაღაზიაა, კაფე თუ რამე დაწესებულება. უბრალოდ თვალში მხვდება ჩამოსვლის დღიდან და ამ სიმღერის ასოციაციას მიჩენს მომენტალურად. მერე ცოტა ხანი ვღიღინებ ხოლმე. ან არც. გააჩნია ამინდს და განწყობას. დღეს, azercell-ში მორიგი სტუმრობის შემდეგ ისევ ამ გზით მომიწია წამოსვლა და ისევ გამახსენდა ეს სიმღერა. ხოდა, როგორც ჩანს, მერესთვის დაასეივა გონებამ. ჩცდ-ს ყურებას მოვრჩი, უცებ საოცრად გამიჩნდა წერის მოთხოვნილება. თან ამის ფ...

მარტოობის 28 დღე. მეორე კვირის დასასრული

Image
უკვე მეთხუთმეტე დღეა აქ ვარ. ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდი და ადგა და თავზე დამეცა. ხოდა ახლა მიჭირავს ეს ოცნება ხელში, ვატრიალებ აქეთ იქით და ვერ გამიგია, ეს მინდა მართლა, თუ შემეშალა? მაინც ძალიან მადლობელი ვარ ამ თავზე დაცემის, იმიტომ რომ ხანდახან აუცილებელია საკუთარ თავთან გარკვეული ხნით მარტო დარჩენა, რასაც ფაქტობრივად ვერ ვახერხებ(თ) სამშობლოში ყოფნისას და ამის საშუალება მომეცა დამანახა რისი კეთება მომწონს, მსიამოვნებს და მინდა დამანახა, რისი კეთება კატეგორიულად აღარ მინდა (ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ცხადი გახდა) გავიცანი (ამ ეტაპზე) რამდენიმე ძაალიან კარგი ადამიანი (კერძოდ, ერთი ფანტასტიური ოჯახი) დავინახე, რომ საკმაოდ განვითარებულები ვართ  გამახსენდა, საიდან მოვდივართ (და მიხარია, რომ იქ აღარ ვართ) დამანახა, რა მყვარებია  კიდევ უფრო მძაფრად დამანახა, რა მაკლია მაგრამ საკუთარ თავში გარკვევა მაინც არ ყოფილა ადვილი შეიძლება, მარტო ყოფნის გამო საკუთარი სურვილების და აზრების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინო, რა...

იქ

სადღაც, ერთ-ერთ პარალელურ სამყაროში სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ, იმ ცხოვრებით, რომელიც არ ავირჩიე

done ✓

to do listებს ვაკეთებთ მთელი ცხოვრება. პერიოდულად ვხაზავთ უკვე შესრულებულ/დასრულებულ საქმეებს და კმაყოფილებას ვგრძნობთ - job is done! და ერთ მშვენიერ დღეს, როცა გარდავიცვლებით, ვიღაც დიდი და ძლიერი გადმოიღებს უზარმაზარ, მრგვალად დახვეულ  პერგამენტს  - თავის to do list-ს, ჩამოშლის, ჩვენ გვარს იპოვის  და  გადახაზავს  სიტყვებით: "ესეც ასე, life is done".

ხვალ ხუთშაბათია

შენ? შენ ხან ვინ ხარ, ხან - ვინ. სცენარიც სხვადასხვაა. ხან ავარიაში ყვები და მტოვებ. ბავშვით. მუცელში ბავშით. ხან უბავშვოდ. მტოვებ. ყველა სცენარში მტოვებ. ხან ვინ ხარ და ხან - ვინ. ხან მეორე ხარ, რომელიც მერე მპოულობ. ყოველთვის ხარ, მაგრამ სცენარი ბოლომდე ვერ მიმყავს. ვერ მიმყავდა აქამდე. რას ვიფიქრებდი, ასეთი შემთხვევა თუ გახდებოდა ინსპირაციის წყარო. ახლა მახსენდება, თვალი მითამაშებდა რამდენიმე დღე. არ გამიჩერდა. ვწუხდი. ვიცოდი, რაც მოხდებოდა. შედეგი ვიცოდი. ვის მოუვიდოდა  - ეს არ ვიცოდი. რა სახით - არც ეს. ვიცოდი უბრალოდ, ვიღაცის სიკვდილი უნდა გამეგო. სავარაუდოდ უცნობის, ან უბრალოდ ნაცნობის. და ეს სიკვდილი, უცნობის სიკვდილი - ინსპირაციად იქცა. შაბათი საღამო ხუთშაბათამდე თითქმის მთელი კვირაა. მთელი კვირა შეუძლია მოვიდეს აქ ყოველ დღე და იტიროს. ან არ იტიროს. იდგეს გაშეშებული სახით და გრძნობდეს მისი მეგობრების მზერას. მერე სხვებიც გაიგებენ. ნათესავებიც. და გაკიცხავენ. ქალები. დიდი ქალები გაკიცხავენ. ყველაფრის მნახველი და უფლების მქონე ქალები, უფლების, სხვისი ცხოვრ...

მალტის ქრონიკები

მალტის ქრონიკები - under construction coming soon

სანამ დილა დადგებოდეს / პირველ ჭიქა ყავამდე

დილით, სამსახურის გზაზე ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ. არა, არ გეგონოთ, რამე მეტყობოდეს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ აზრებით და შინაგანი მდგომარეობით ჯერ აქ არ ვარ. ბოლომდე არ ვარ. ამ დროს ყველაფრის აღქმა სხვანაიარია. ვიყურები მანქანის ფანრჯიდან. შუშიდან. მინები აწეულია და გრილა. რატომ არ რთავს ყველა კონდიციონერს ამ სიცხეში? ჯიპი ჯიპი ჯიპი... ძალიან ბევრი ჯიპია, ისედაც ამ მანქანათუხვ ქალაქში. შუქნიშანზე გვერდზე მდგომი მანქანის ფანჯარაში ვიხედები. საჭესთან ქალია. დავიძარით. კიდევ ერთი ჯიპი. კიდე გავიხედე ავტომატურად. იქაც ქალი. შემდეგი მზერა უკვე მიზანიმართული იყო. ისევ ქალი დამხვდა. ცოტა გამოვფხიზლდი. ფიქრებში იუმორი შეერია. და ცოტა ფანტასტიკა. 'ახლა რომ გავიხედო და ქუჩაში მარტო ქალები დავინახო. უეცრად ქალების ქალაქად რომ იქცეს აქაურობა.' ჩემ ფიქრზე მეღიმება და ვიშმუშნები. არც ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ცოტა "ჟუტკიც" კი. ფილმი მახსენდება - "დაწნული ადამიანი". ნიკოლას კეიჯი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს, კუნძულია მხოლოდ ქალებით დასახლებული. ისეთი ფილმი იყო, მა...