Posts

ჩემი Blueberry Nights

Image
ღამის ხმები. ხო, ძირითადად ღამე ვ/გწერ. აი დიასახლისები ყველაფერს რომ მორჩებიან, ბავშვებსაც დააძინებენ და მერე დაღლილებს ჯერ არ უნდათ დაძინება, რომ ამ 24 საათს ცოტა დრო თავისთვისაც გამოსტყუონ, დაახლოებით ასე. ჩემთან თითქოს რა შუაშია, მაგრამ მაინც.  ღამის ხმები აივნიდან. ღამის ხმაა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაც, რომელმაც მამცნო, რომ მუშაობა დაასრულა. კლავიატურის ხმაც სხვანაირად ისმის ღამით. ხვალ დიდი დღეა. უფრო სწორად, უკვე დღეს. არის ასეთი გამოთქმა - "ბურთი მრგვალია". ხოდა სულელურია თუ როგორიც არის, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და რომც არ მოხდეს, მაინც დიდი დღეა და შინაგანი ფორიაქი.  ერთ-ერთ ჩათში წინასაფეხბურთო განწყობაზე იყო ლაპარაკი, ვიდეოების, სტატუსების, ფეხბურთელებისადმი მიძღვნილი ლექსების გაზიარება. ხოდა მეგობარი მწერს, შენ ადექი და ბლოგი მიუძღვენი, არ იმსახურებენო? როგორ არ იმსახურებენ, მაგრამ იმდენად მიხარია ხვალინდელი თამაში, რომ ვერაფერს ვწერ. უფრო  - ვმოქმედებ. შეიძლება ცოტა არაადეკვატურად გეჩვენოს ეს ქმედებები, მაგ...

ბაბუაწვერას ღვინო, ფეხბურთი, ასკეზა და

Image
ღამეა. აივანზე ვზივარ. აგრილდა. ბოლო 1 კვირაა ალბათ, რაღაცნაირად ძველ რეჟიმში ვარ, ფაქტობრივად ყოველ საღამოს სადღაც გავდივარ. მგონი უწყლობის ბრალია. დაახლოებით საღამოს 7-ზე წყვეტენ წყალს. და მერე ვდგები და გავურბივარ ამას.  ნუ უწყლობას დაემთხვა ფეხბურთის ყურება სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ერთი მეგობრის შვებულებაში დაბრუნებად, უკვე შემსუბუქებული გრაფიკი, ზაფხული და და და... დღეს გზადაგზა გადავაკეთე გეგმები და დავაქენსელე შემოთავაზებები. საბოლოო ჯამში, ჩემებთან მივედი, იქ ვუყურე ფეხბურთს. ერთს ვიტყვი - სხვა რაღაცეებთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ იმისთვის ვარ მადლობელი, რომ ამას მოვესწარი - საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრობას ჩემპიონატზე - ეს რაღაც სხვა ყოფილა... მერე ისევ დავაქენსელე სხვადასხვა ვარიანტები და წამოვედი სახლში. ხანდახან კი არა და ძირითადად არაჩვეულებრივად ვგრძნობ აქ თავს. განსაკუთრებით კარგია ხოლმე დაბრუნება, და კიდევ უფრო განსაკუთრებით - როცა დილიდან გასული ვარ და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს შემოვაღებ ჩემ კარს და ნაცნობი სურნელები და ფერები მხვდება. სამაგიეროდ არ და...

(გა)ზაფხულის ღამის სიცხადე

Image
არ არის ეს სიზმარი. ეს ყველაფერი ცხადია. ცხადად ვზივარ სიმშვიდეში ჩემ აივანზე. როგორც იქნა, დადგა ეს ნანატრი სიმშვიდე და თავისუფლება. ნანატრი და დამსახურებული. მართალია, ვინ დაგაცადა შერგება და სიამოვნება. აქ მთელი რიგი მიმდინარე მოვლენები იგულისხმება, რომლებზეც აქ არ შევჩერდები. საკმარისად ვწერ და ვლაპარაკობ სხვა სივრცეში და ამ სივრცეს ერთგვარ გასაქცევად თუ თავშესაფრად ვიტოვებ. აქ ვითომ პარალელური რეალობაა.    ხოდა ვზივარ აივანზე. სადმე წასვლის და შეხვედრის შემოთავაზებებზე უარი ვთქვი. თავის ტკივილს და მორეულ ძილს ვებრძოდი. საბოლოოდ, ორივე დავამარცხე. არა და ამ უკანასკნელის დამარცხება სულ არ მაწყობს. პირიქით, მინდოდა ადრე დამეძინა. მაგრამ იმდენად კარგი იყო ასე ჩემთვის მშვიდად ჯდომა და რაღაც აღმოჩენილი მინი სერიალის ყურება, რომ ძილიც გამიკრთა ამასობაში. რაღაც მომენტში იწვიმა. ახლა აღარ წვიმს. უბრალოდ ჟოლობში დარჩენილი წყლის წვეთების ხმა ისმის. და ღამის ხმები. ღამის ფრინველები ჯერ არ გააქტიურებულან. ალბათ უფრო ზაფხულის დასაწყისში გაიღვიძებენ. ან ჩამოფრინდებიან. ციოდა აქამდე. მაგ...

სანამ წვიმა გადაიღებს

Image
 შემოვედი და დრაფტი დამხვდა. გავხსენი - ცარიელი ფურცელი. თითქოს რაღაცის დაწერა გინდა და ფიქრობ, სად დაწერო და უცებ დაინახავ, ცარიელი ფურცელი დევს და ბარემ აიღებ და გამოიყენებ.  დღეს წვიმს დილიდან. და გრილა. არ ცივა, გრილა, ოღონდ სასიამოვნოდ. სუფთა გაზაფხულის ამინდია. სინაცრისფრეც ისეთია, გამჭვირვალე, არა მძიმე. მე, მზის ენერგიაზე რომ ვიტენები, მეც კი მესიამოვნა. მაღვიძარა არ მქონდა დაყენებული. ჩემით გამეღვიძა, ვისაუზმე, მერე ცოტა ხანი აივანზე ვსვი ყავა, პლედით და ჩემი საყვარელი ჟაკეტით (დედაჩემის მოქსოვილია, ასეთი შედევრი არაფერი მოუქსოვია, ვფიქრობ). ჩიტების ჭიკჭიკში და წვიმის ხმაში. ნელა წვიმს რაღაცნაირად. და სიმშვიდეა. ისეთი ამინდია, ახლა სადმე ლეპტოპაკიდებული კაფეში უნდა მივდიოდე, იქ ვწერდე ამ პოსტს, თან ყავას ვსვამდე და რამე გემრილობას ვჭამდე. მერე რომელიმე მეგობარი, ან მეგობრები შემომიერთდებოდა. არსად რომ გეჩქარება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ასეთი დილები. ცოტაც, ცისია, ცოტაც... ცოტაც კიდევ მოითმინე ლამ... ცისიაა... და ნანატრი მთა-გორებიც იქნება :)) ეს წამღერებით, თუ ...

ბოლო უმისამართო წერილი

Image
ვფიქრობდი, ეს ბოლო წერილი იქნება მეთქი. ხო, წუხელ ვიფიქრე, ჩაძინებისას. ხვალ ბოლო წერილს დავწერ მეთქი. მაგრამ არა, ბოლო წერილი არ იქნება. ზოგადად, ეს ჟანრი თუ სტილი მომეწონა, რაღაცნაირად უფრო მარტივად გადმოვცემ თუ მარტივად ველაპარაკები თითქოს მკითხველს. ამიტომ, წერილები სავარაუდოდ გაგრძელდება. ისევ გაუგებარი იქნება, ვის მივმართავ, ან მივმართავ თუ არა ვინმეს. ხან იქნება ისე, რომ მივმართავ ერთს, ორს, სამს, არავის. ხან ერთდროულად რამდენიმეს. უბრალოდ, შენ - ბოლოჯერ გწერ.  ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვი. გამათავისუფლე. არის ამაში რაღაც შვებაც და მტკივნეულიც. ვერ ვხვდები, მიხარია, თუ არა. მგონი უბრალოდ მჭირდებოდა რაღაცის მოსმენა/წაკითხვა.  და ასეც მოხდა. როგორ? აი ასე: არ ვიცი, ვის გაეცინება, ვინ სერიოზულად მიიღება, მაგრამ ჩემი ინტუიცია მუშაობს. დღემდე მუშაობს და პრინციპში, მიხარია. რომ გითხრა, რამეში ვიყენებ მეთქი, არა. ხანდახან ცოტა მაშინებს კიდეც. მაგრამ ნუ, რაც არის, არის. ცოტა "კუდიანი" ვარ. რამდენჯერ მითქვამს, ადრეულ საუკუნეებში რომ მეცხოვრა, შეიძლება კოცონზე დაწვაც კ...

შავი ტკბილი ჩაი, სანქტ გალენი და ახდენილი ოცნებები

Image
ჩემთვის ვიდექი ესკალატორზე, სახლში ვბრუნდებოდი და უეცრად, არსაიდა მოვიდა ჩაის სურნელი. ოღონდ იცი როგორი, აი ბავშვობაში შაქრიან ჩაის რომ გვასმევდნენ, საკმაოდ დამტკბარს, გასაგრილებლად ლამბაქზე რომ ვასხამდით, აი მაგ გაგრილებული შავი, ტკბილი ჩაის სუნი. კი, გაგრილებულ ჩაის სხვა სუნი აქვს, მით უმეტეს, შაქრიანს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჰქონდა. ხომ არ გადავამოწმო, ისევ შერჩა თუ არა, თუ შევეშვა, არ ჩამოინგრეს ეს სურათი :) არა და ჩაიში კი არა ყავაშიც დიდი ხანია აღარ ვიყრი შაქარს. თუმცა, როცა რამე მაწუხებს, უფრო სწორად თუ რამე საჭმელი მაწყენს და დიეტის დაცვა მიწევს 1-2 დღე, აი მაშინ მინდება ხოლმე ტკბილი შავი ჩაი. რა უცნაურია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ასეთ დროს. ხოდა როგორც ჩანს, ბავშვობის სუნი აქვს მაგ ჩაის. მაგრამ დილით, მეტროში საიდან გაჩნდა, არ ვიცი :) სახლს ვალაგდებდი და თან ყურსასმენში წიგნს ვუსმენდი, 2 კვირა უცხო ქალაქში - ასე ქვია. ნუ, ალბათ ასე თარგმნიდნენ ქართულად. და იქ ერთგან იძახის ერთ-ერთი გმირი: არის ქალაქები, რომლებიც ერთი ნახვით გაყვარებენ თავსო. რომზეა თვითონ შეყვარებული, ადრეუ...

ნელი ტალღა

Image
გავხსენი ცარიელი ფურცელი და ყველაფერი, აი სულ ყველაფერი დამავიწყდა, რისი დაწერაც, თუ მოყოლაც მინდოდა. არა და, სპეციალურად შევიარე სახლში, რომ სავარჯიშო ზურგჩანთა დამეტოვებინა, ლეპტოპი მეორე ზურგჩანთაში ჩამედო და სამი სავარაუდო ლოკაციიდან ერთ-ერთი ამერჩია, სადაც გემრიელად დავჯდებოდი, ვისაუზმებდი და თან დავწერდი. პრინციპში, თავიდანვე ვიცოდი გულის სიღრმეში, სადაც დავჯდებოდი, მაგრამ ერთ ახალს მივეცი შანსი, შევიარე, რომ მენახა, მენდომებოდა თუ არა გაჩერება, მეორე, უკვე ნაცნობს გვერდზე ჩავუარე და შევიხედე და ბოლოს ამ მოვლითი გზით თავიდანვე არჩეულ მესამეში წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა არ შემაწუხებს, უფრო სწორად ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ამ გარემოს, ამინდს და განწყობას შეესაბამება და მესიამოვნება.  სანამ ბენედიქტს მომიტანენ, ყავის სმას ვიწყებ და თითები, როგორც ყოველთვის, თვითონ წერენ სათქმელს.  ვფიქრობ, უკან თუ დგას მიმტანი, ალბათ წაკითხვასაც მოახერხებს. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი, ახალი მკითხველი შემოემატოს იქნებ აქაურობას. მე ხომ ისიც არ ვიცი, ვი...