ასეთი ჩვევა მაქვს, თუ თვისება, უნიკალური :))) ყველა სიტუაციაში, ან თითქმის ყველაში მომდის თავში და ენაზე ციტატები სხვადასხვა ფილმებიდან და არა მარტო ფილმებიდან... ხშირად ეს რუსულ ენაზე ხდება. და დღეს დღის ბოლოს (ეტყობა განსაკუთრებით ენაციტატაწყლიანი ვიყავი) მკითხა ერთმა, ქართული სკოლა გაქვს დამთავრებულიო? კი, რა იყო, ქართული სკოლის გავლენა მეტყობა მეთქი? არა, პირიქით, რუსულთან ძალიან კარგად ხარ და იმიტომ, გამიკვირდაო. ხო, რა ვქნა... არის რაღაცეები, რასაც ვერ იღებ გულიდან, რაღაცნაირად გაქვს შეთვისებულ შეხორცებული თუ რა ქვია, არ ვიცი. და რომც გინდოდეს შეიჯავრო, ამოიღო გულიდან, საბოლოოდ ხვდები რომ არ გამოგდის. ასე დამემართა რუსულ ენაზე... იყო პერიოდი თავიდან, რომ ქუჩაში ზურგი მეძაბებოდა რუსული ლაპარაკი თუ მომეჩვენებოდა. ახლა ისევ დამიბრუნდა... just პოსტია, რა. შემოდგომა დადგა. არ მინდა ზამთარი... Уж небо осенью дышало, yж реже солнышко блистало...
Comments
მარტივი და მშვენიერია ეს ყველაფერი და შევირგოთ, ცის:)))
არა, არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა გამიაროს :) ნუ, ყოველ შემთხვევაში - დიდხანს არ გამიაროს და მერე - უბრალოდ მშვიდ და ღიმილიან განწყობაში გადაიზარდოს, მართლა სულ აჟიტირებული ხომ არ ვიქნები :))))
ხო და მეც მივხვდი, რომ სწორია :) და მაგრა გამეხარდა, რომ დავბრუნდი :) იმიტომ რომ რაღაც ხნის განმავლობაში მიძინებული იყო, ან ნახევრად მიძინებული ჩემი ის თვისებები, რაც ძალიან მიყვარს, და ის, რომ ძალინ მხიარული ვიყავი და სიცოცხლის ხალისით და სიყვარულით სავსე, ეხლა მახსენდება და ვხვდები, რომ ეს ჩემი ჩვეული მდგომარეობაა. სამწუხაროდ ისეთი სიხშირით არ ვლინდებოდა აქამდე და იმედია აწი დომინანტური იქნება :)აუ რა ვიბაზრე :))))
ვიპუსწი იო, ვიპუსწიიი:)))))
უბრალოდ არ მინდა მერე ერთბაშად დაუჯდეს ელემენტები :)