Posts

Showing posts with the label ბაქოს ქრონიკები

კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში

Image
ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი.  ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული.  სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ...

რასაც ვერ ავცდებ(ოდ)ი

Image
მართალი ხართ, გამოიცანით! რას და კორონავირუსის ხსენებას. ახალი კორონავირუსის ხსენებას. COVID19-ის ხსენებას... თემა, რომელსაც უბრალოდ ვერ აუვლი გვერდს ვერც საუბარში და სამწუხაროდ, ვერც ფიქრებში. ხან ხუმრობით, ხან - სერიოზულად.  გადავხედე ჩემ ვოლს და 2011 წლიდან გავიძახი ხან "სიყვარული ღორის გრიპის დროს", ხან "სიყვარული ებოლას დროს". დადგა მესამე ჟამი - "სიყვარული კორონას დროს".  მთელი აბზაცი დავწერე და წავშალე. მივხვდი, ბლოგზეც ამაზე რომ ვწერო, სულ არ მინდა. ფბ-ზე ნახევრად ხუმრობით დაწერილი სტატუსებიც საკმარისია. და პირადი მიმოწერებიც.  დღეს დასვენების დღეა. რადგან გუშინდელი 8 მარტი კვირას დაემთხვა, 9-ში გადმოიტანეს დასვენება და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენც დაგვასვენეს. ხოდა მთელი 2 დღეა, ან თითქმის 2,5 დღეA (!), ვისვენებ. ასეთი რამ იშვიათად ხდება ჩემ სამსახურში, რადგან შაბათს ვმუშაობ. ხანდახან კარგი ყოფილა.  საბედნიეროდ ეს ორივე დღე მზიანია. ბევრს დავბოდიალობ ბულვარზე. მზის სხივებს ვისრუტავ. დამლაგებელი მოვიყვანე, რომ სრულად შემეგრ...

რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

Image
მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.  დრაფტებს არ ენდოთ... სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას.  ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახე...

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

Image
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".  სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი.  წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები.  (უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.) ყურზე ხელი მომიხვ...

"პირველი გაკვეთილი გვიცდება"

"პირველი გაკვეთილი გვიცდება" - ბურნუთას ძმის შეყვარებულის ინტონაციით. ვერასოდეს ვიხსენებ მაგ ბავშვის სახელს. კი არ მიცდება რეალურად, არამედ ერთი დღეა კვირაში, როცა ისეთ დროს ვბრუნდები სამსახურიდან, როცა სხვები იწყებენ მუშაობას. თამამად შემიძლია ვუთხრა, თქვენ რომ მოდიოდით მე მივდიოდი მეთქი, ან პირიქით. წარმომიდგენია, ეს ფრაზა პირდაპირ რომ ვთარგმნო და ვუთხრა, რა სახეები ექნებათ :) მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ჩემდა საბედნიედოდ 12 საათზე ადრე არ მეწყება გაკვეთილები. ესკი დილით გამოძინების, მშვიდად საუზმის, ჩცდ-ს დაგროვილი სერიების და ხანდახან ფილმის ყურების, და როცა არ ვზარმაცობ - ვარჯიშიაც საშალებასაც მაძლევს. სამაგიეროდ საღამოს ვამთავრებ მუშაობას ყველაზე გვიან, მარტო მე ვრჩები ოფისში და კიდევ ქალი, რომელმაც ჩემ შემდეგ უნდა დაკეტოს ყველაფერი. ბოლო დროს 8 საათზე ადრე ფაქტობრივად თითქმის არც ერთ დღეს არ გამოვდივარ სამსახურიდან. მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. სახლამდე 7 წუთის ფეხით სავალი გზაა და საღამოობით არსად მეჩქარება. ეს აბალანსებს დილის თავისუფალ დროს, რაც ჩემთვის ...

ფიქრნი ვაპიანოდან სტარბაქსამდე, ანუ ღვინიდან ყავამდე.

Image
შესავალი, ანუ ბლოგის მაინსპირერებელი საკუთარივე პოსტი: მარტო კაცი სულაც არ არის ჭამაში ცოდო. ყოველ შემთხვევაში, მე სულ მიყვარდა მარტო ჭამა. და რომც არ მყვარებოდა, ბაქოში ჩამოსვლის მერე  შევიყვარებდი, რათა არ მომეწყინა. სპაგეტი ბოლონეზეზე მეფიქრება 3 დღეა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ორგანიზმი მთხოვდა ამ გემოების კომბინაციას და რადგან ფარში და ხორცის მანქანა არ მქონდა , მოვიცალე და იტალიური სამზარეულოს გერმანულ ქსელს ვეწვიე ბაქოში. რაღაცნაირი, ფილმური სიტუაციაა va piano -ში. არ ვიცი, განათებამ გამოიწვია, უფრო სწორად დაბნელებამ (მოსაღამოვებულა ამასობაში), საღამოსკენ ხალხის მატებამ და ამით გამოწვეულმა რაღაცნაირმა მყუდრო ფონურმა ხმებმა/ხმაურმა, რომელიც ასეთი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მუსიკამ, რომელიც თითქოს რაღაც ვიდეოს გმირად გაგრძნობინებს თავს, თუ მაინც უბრალოდ იტალიურმა წითელმა ღვინომ... ან იქნებ, ყველაფერმა ერთად? ან იქნებ იმის ბრალია, როგორც იქნა სამუშაო კვირის ბოლო რომ დადგა, საქმე და საჩქარო არაფერი მაქვს და თავს უფლებას ვაძლევ, გარეთ ვივა...

როცა ორშაბათი იწყება სამშაბათს

Image
ამონარიდი ჩათიდან, უშუალოდ წერის დაწყებამდე:  - კაი გოგო ხარ - ახლა ვეცდები, რამე დავწერო და უფრო კარგი გოგო ვიქნები :) - მიდი. მინიმუ, 3 გვერდი, ისე არ წამოხვიდე მაქედან!  ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც შენი სულ სჯერათ, ხანდახან იმაზე მეტად, ვიდრე შენ თვითონ საკუთარი თავის. სჯერათ, ანუ შენ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან და ამას როცა გამოხატავენ, ორმაგად გემატება ძალა. ასეთი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა.  დღეს ვფიქრობდი დილით, მე რომ თბილისში ვყოფილიყავი და რომელიმე ახლო მეგობარი სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყო, რა რეაქცია მექნებოდა მეთქი. ხოდა მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახლში ვიქნებოდი, სხვებიც დამრჩებოდნენ, სხვა ბევრი მეგობარიც. დიდ ასაკში ეს მგონი უფრო რთულია. გგონიათ, არავინ წასულა? რამდენიმე მეგობარი უკანმოუხედავად არის გადასახლებული. და არ გეგონოთ, არ განვიცადე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ადრეულ ასაკში მოხდა ეს. განვიცადე, ცხადია. ძალიან. მერე ბევრი მოვლენა მოხდა კიდევ ცხოვრებაში, ბევრმა წყალმა ჩაიარა...

მარტოობის 28 დღე. lost in translation.

Image
ფილმი არ მინახავს რამდენი ხანია. რაც ჩამოვედი. უცნაურიც არის, ალბათ. ასეთ ადგილას, თუ საღამოს მარტო ხარ, სავარაუდოდ ფილმის ყურებით უნდა შეიქციო თავი. მე კი ჯერ არც ერთხელ არ ჩამირთავს. ჩცდ-ს თუ არ ჩავთვლით. არა და თან სულ გვიან ვიძინებ. ამასაც ვერ ვხვდები, როგორ ვახერხებ. ან რატომ. და დღეს საღამოს, მას მერე რაც ბულვარში ინტერნაციონალური (თუმცა მთლიანად გერმანულენოვანი) night jogging-ის და შემდეგ ინტერნაციონალურივე ჩაი-ლუდის სმის შემდეგ სახლში მოვედი, მას შემდეგ, რაც დადგა ჟამი მოდუნებისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა, (სინანულით) გამახსენდა, რომ წიგნი დავამთავრე... და გამახსენდა, რომ არსებობს ფილმი "lost in translation". უფრო სწორად, ამ უკანასკნელის არსებობა კი არ გამახსენდა უბრალოდ, არამედ უცებ ძალიან მომინდა, მენახა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ხდება მოქმედება და მოქმედი პირებიც სულ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაინც რაღაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია ამ ყველაფერში. რაღაც დიდი მსგავსება. თითქოს ერთი და იგივე ხდება ჩვენ თავს და ერთ...

შუალედური ჩანაწერი

როცა არსად გეჩქარება, მაგრამ მაინც ადრე გეღვიძება/გაღვიძებენ. მერე აღარ გეძინება, შედიხარ აბაზანაში,  ცხელი შხაპი, ცხელი, ახალგამშრალი თმა და მერე ისევ ჯერ კიდევ  ოდნავ თბილი ლოგინი. ხანდახან რა ცოტა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ხო,  ბანალურია, მაგრამ მართლა დეტალებშია ხშირად ბედნიერება. გაჩერდე უნდა უბრალოდ და შეირგო. პ.ს. ახლა წავალ, სადმე კარგ ადგილას ვისაუზმებ, გემრიელ ყავას დავლევ. დანარჩენი - მერე, შემდეგ ჩანაწერში

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასასრული

Image
წიგნის დასრულების ფობია. არსებობს ასეთი? იარსებებს ალბათ. ლიბროფინიშფობია ერქმევა, ან რამე მსგავსი 😊 ბოლო დროს ძირითადად ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობ. კი, მიყვარს წიგნის სუნიც, წიგნის ხელში შეგრძნებაც, მაგრამ ძალიან მივეჩვიე ქინდლს.  იმას, რასაც ახლა ვკითხულობ, რეალურად დიდი ხანი მოვუნდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შევწყვიტე უბრალოდ კითხვა. თავიდან - კარგად წავიდა. მერე არ ვიცი, დრო აღარ მქონდა თუ უბრალოდ ცოტა ხნით ინტერესი დამეკარგა, ან იმ პერიოდში კითხვა არ მინდოდა, მოკლედ, რაღაც პერიოდი, აღარ ვკითხულობდი. და ახლა ისევ დავიწყე. დავიწყე და ვეღარ ვწყდები. და უცებ, როცა გავიაზრე, რომ სავარაუდოდ მალე დავამთავრებ, შიშმა შემიპყრო. შიშითვე გავაპარე თვალი მარჯვენა კუთხეში, სადაც პროცენტებით არის აღნიშნული, რამდენი დარჩა წიგნის ასრულებამდე და ცივი წყალი გადამესხა...  93% წამიკითხავს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საყვარელი მეგობარია ჩამოსული და რაღა დარჩა მის წასვლამდე. ცოტაც და დამტოვებს. სერიოზულად შემეშინდა იმ სიცარიელის, რომელსაც წიგნის დამთავრების შემდეგ ველოდებ...

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასაწყისი

Image
ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს რომც გამრავალფეროვნდეს, აქ ყოველი დღე და საღამო ახალი და საინტერესო ადამიანებითაც რომ აივსოს, მაინც არ იქნება ეს ნამდვილი. ნამდვილი იქნება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს ვერ ამოავსებს (ეს ნაწილი თავისი მონაწილეებიანად ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო, მნიშვნელოვან და მზიან ნაწილად დარჩება ჩემი აქ ყოფნისა). :": The truth is... we were much too young   Coop island ჩავრთე. Coop island blues . სადღაც აქ ცენტრში, სადაც ძირითადად ვმოძრაობ, რაღაც წარწერაა - scoop. ისიც კი არ ვიცი, მაღაზიაა, კაფე თუ რამე დაწესებულება. უბრალოდ თვალში მხვდება ჩამოსვლის დღიდან და ამ სიმღერის ასოციაციას მიჩენს მომენტალურად. მერე ცოტა ხანი ვღიღინებ ხოლმე. ან არც. გააჩნია ამინდს და განწყობას. დღეს, azercell-ში მორიგი სტუმრობის შემდეგ ისევ ამ გზით მომიწია წამოსვლა და ისევ გამახსენდა ეს სიმღერა. ხოდა, როგორც ჩანს, მერესთვის დაასეივა გონებამ. ჩცდ-ს ყურებას მოვრჩი, უცებ საოცრად გამიჩნდა წერის მოთხოვნილება. თან ამის ფ...