Posts

Showing posts with the label ქრონიკები ჯიქიადან

წერილი #9

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არსებობ. არც არსებობდი. ხან ისევ შროდინგერის კატა ხარ - თან ხარ, თან არ. ხან ისევ სხვადასხვა ხარ. მაგრამ მაინც მხოლობითში მოგმართავ, რადგან მომართვის მომენტში მაინც ის რომელიღაც კონკრეტული ერთი ხარ. ამასობაში კინაღამ ჩემ გაჩერებას გავცდი. ავიხედე და უკვე ვაჟას ბოლოში იდგა ავტობუსი. შტოშს მინდა, მივუსწარო და ჩემი საყვარელი ყავის დესერტი თუ ექნებათ, რომელიც ხან აქვთ და ხან არ, კარგი იქნება. ისე, ეს დესერტიც თან აქვთ თან არ. ყავის კრემით და ბეზეთი რაღაც სულ აქვთ. უბრალოდ ეს რაღაც სულ სხვადასხვანაირია. რომელიმე მაინც იქნება. დღეს სულ არ ვაპირებდი მოწერას.არ ვიყავი განწყობაზე. დილიდან მტკივა ყბა. უფრო სწორად სახის მარცხენა ნაწილი და უკვე ვეღარ ვხვდები, კონკრეტულად რა. ვფიქრობ, ამჯერად ყბის სახსარი არ არის, ან უადგილოდ გაწოლილი სიბრძნის კბილია, რომელმაც ახლა, უდროოდ გამოიღვიძა, ან ღრძილი. და სახსარი ამჯერად არ არის შუაში. ძალიან დამღლელია მუდმივი ყრუ ტკივილი. ცხოვრების ხარისხს დაბლა წევს და ხასიათზე მოქმედებს. განს...

წერილი #8

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს აი ისე უბრალოდ ქუჩაში მიმავალს რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში, თუ რაღაც ასოციაციები, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ვიფიქრე - ყველაფრის გაზიარება მინდა, ყველაფრის მოყოლა. ასე ზეპირსიტყვიერად ვის ელაპარაკები ადამიანი ყველაფერზე, აი სულ ყველაფერზე, რაც თავში მოგდის, ხედავ, გრძნობ. ნუ ბევრ რამეზე კი, გარკვეულ ადამიანებს, მაგრამ თავში გავლებულ ყველა დეტალზე და ხან სისულელეზეც? მოკლედ, მგონი გაზიარების კარგ გზას მივაგენი ამ ეტაპისთვის :) გუშინ ვეღარ დავჯექი დასაწერად. ისეთი საღამო იყო, რომ… ჰმ, არ ვიცი, როგორი საღამო იყო. მოკლედ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვერ გადმოვერთვებოდი წერაზე. დავიღალე, ოღონდ სასიამოვნოდ და დავიძინე. დეტალები რომ არ მოგიყვე? გუშინ დავფიქრდი, მეც არ მიყვარს დამშვიდობება? აი ისე, მთელი ამბებით და ცრემლებით და აჩუყებებით. არ ვიცი. ვერ მივხვდი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მართლა ჯობს, უბრალოდ ისე გამოემშვიდობო ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, და არა ისე, რომ რ იცი, კიდევ როდის შეხვდებით. ზოგადად, ეს ზაფხული ...

წერილი #7

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ზაფხულის ბოლო დღეა. არასოდეს მეთმობა ზაფხული. დილას და საღამოს გრილა. ერთი, ან იქნებ ერთად ერთი პლუსი ამისი, არის ის რომ... დაიცა, ჯერ გეტყვი, როგორ მივედი ამ აზრამდე: მუშაობას რომ მოვრჩი, ცოტა ეზოში გავლის მიზნით ნაგავი წავიღე გადასაყრელად და უცებ მივხვდი, ისეთი ამინდია უკვე, რომ თავისუფლად და სიამოვნებით შემიძლია ისევ ველოთი სეირნობა ეზოში. რაც ძალიან დაცხა, აღარ მივლია. ახლა კი ზუუსტად ის ამინდია, როცა მააგრამ გამისწორდება :) უცებ რომ მივხვდი ამას, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა. მაგრამ სახლში ნაპოლეონი მელოდა და სკამზე ფეხების აწყობა :)) ასე რომ, ხვალისთვის გადავდე სპორტული სიამოვნება, ნაგავი გადავყარე და კულინარიული სიამოვნებისთვის ამოვბრუნდი უკან. გზაში ყველა სახის ბორბლებზე მოსიაარულე ხალხი შემხვდა, თითქოს განგებ. ზოგი სკუტერით იყო, ზოგი მოტოთი, ზოგი სკეიტით. მაგრამ არა, ვერ შემაცდინეს. შტოშის ნაპოლეონი მაცივარში იდო და ჩემ გემოს რეცეპტორებს ელოდა. დავიმსახურე დღეს დასვენება.  ძალიან მეძინება. გადავეჩვიე გვიან დაძინებას. თან სულ ადრ...

წერილი #5

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ეს წერილი გუშინ უნდა დამეწერა. გუშინ დილითვე ყალიბდებოდა თავში დრაფტად და დღისითვე ვაპირებდი დაწერას. ხოდა, მოდი, წინა თარიღით დავწერ, ვითომ ჯერ კიდევ 28 აგვისტოა, ორშაბათი  (სინამდვილეში კი უკვე 12-ს გადასცდა, 2 ხდება და უკვე 29 აგვისტოა, მაგრამ არ მივაქციოთ ამას ყურადღება). გუშინ დავბრუნდი თბილისში. იცი? შეიძლება იცი. შეიძლება არ. გააჩნია. შრიოდინგერის კატასავით ხარ  - ეს იდეა დღეს დილით იოგას კლასის დროს მომივიდა თავში. არა და წესით, ყურადღება არ უნდა გამეფანტოს, სუნთქვაზე უნდა ვკონცენტრირდე. მე კიდევ წერილის დრაფტი მიყალიბდებოდა თავში და უცებ მივხვდი, რომ შენ - შრიოდინგერის კატასავით ხარ. თან ხარ და თან არ. და პრინციპში, სულ ასე არ იყო? ისე მომეწონა ეს აზრი (რომ დავაკვირდე, მოსაწონი არაფერია, მაგრამ სახალისო იყო), რომ გამეღიმა და უცებ დავინახე ჩემი თავი სარკეში - გაბადრული განვაგრძობდი ვარჯიშს. დიდად არ მგონია, ვინმეს გაკვირვებოდა. ვინმეს რა - ჩვენ ინსტრუქტორს, მასწავლებელს. პერიოდულად ისეთ სიამოვნებას ვიღებ იოგასგან, რომ ღიმილი...

რამდენიმე სურათი ზამთრის მზიანი დღიდან

Image
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ცოტაც ვიყოყმანე, სახლში ავსულიყავი პირდაპირ, თუ დარჩენილი დრო გამომეყენებინა და სადმე გემრიელად მესაუზმა, ბოლოს მაინც ამ უკანასკნელს და საკუთარ სიამოვნებას მივანიჭე უპირატესობა, სახლის ასახვევს გავცდი და სტრადაში შემოვედი.  ტერასაზევე მომთხოვეს მწვანე პასპორტი. ამაყად წარვადგინე და შემოვედი. გზაში ვფიქრობდი, ალბათ ადგილი არ ექნებათ, ლანჩის დროა მეთქი მაგრამ, ჰოი საოცრებავ - ტერასაზე მხოლოდ 1 და შიგნით მხოლოდ 2 მაგიდა იყო დაკავებული. თავიდან დავიბენი და მერე მივხვდი - რეალურად მართლა ძალიან ბევრი აუცრელია ქალაქში, როგორც ჩანს. წინა კვირაში ერთ-ერთ კაფეში ანალოგიური სიტუაცია იყო. მიმტანსაც ვკითხეთ და დაგვიდასტურა, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდა, რაც მწვანე პასპორტი შემოიღესო. სამწუხაროა. სამწუხაროა როგორც ზოგადად, პანდემიის ოდესმე დასრულების თვალსაზრისით, ისევე ბიზნესისთვის და ა.შ. ქვეყნის 70%! ცოტა ხომ არ არის. რაზე მეტყველებს ეს? კარგი, ამაზე არ შევჩერდები. ამასობაში ჩემი ტოსტიც მოიტანეს, ავოკადოს ტოსტი და დღის 2 საათისთვის ვიწყებ გემრიელ გვიან საუზმეს. თუ...

არამექანიკური ფორთოხლის გოგონას განწყობიდან

Image
"როგორ მინდა, ისეთი ნუდნი ცხოვრება იყოს ქვეყანაში, მარტო პირად საკითხებზე ვნერვიულობდე/ვკონცენტრირდებოდე. ესეც არ დაგცალდება აქ ადამიანს :D"  - ამონარიდი ერთ-ერთი ე.წ. გრუპ ჩათიდან პოსტი არ შეიცავს შეხედულებებს და ინფორმაციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მით უმეტეს, პოლიტიკურზე. რადგან, ეს თითქმის ერთად ერთი ადგილია, სადაც შემიძლია, ცოტა ხანი თავი შევაფარო და არ ვისმინო, არ ვილაპარაკო და არ ვიფიქრო ამ საგიჟეთზე.  პოსტი შეიცავს ინტეგრირებულ რეკლამებს (რომელშიც, რა თქმა უნდა, არავინ  არაფერს მიხდის :D ) 16.11.21 ხანდახან უბრალოდ არაფერი უნდა აკეთო. არის არაფრის კეთების ამინდები, თუნდაც კარგი ამინდი იყოს. პიჟამოს რომ ჩაიცვამ და ცხელ ჩაის დაისხამ, ამასობაში წვიმაც წამოვა და 0.1%-თაც აღარ ინანებ, რომ არ გასულხარ გარეთ. ფილმების ამინდი. კოკა-კოლას რეკლამის ამინდი. ფილმის დასასრულზე გულის აჩუყების ამინდი. რის გაკეთებასაც არ აპირებდი, იმის გაკეთების ამინდი. ცუდი არაფერი იფიქროთ.  ახლა ვზივარ და ვერაფრით ვიხსენებ, რაზე მინდოდა დაწერა. რაღაც კონკრეტულზე ვაპირებდი და გამომი...

dreaming of a golden christmas

Image
   ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ: მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს,  before it was cool  :)  მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები.  დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გ...

მანდარინისფერი განწყობა

Image
შესავალი როგორც ხვდებით, აქ (ბლოგზე) ვცდილობ, ნეგატივს, პრობლემებს და ცუდ  განწყობას, თუ აზრებს თავი  ავარიდო  და ამაზე არ ვწერო. ყველაფერი ამისთვის ტვ, კოვიდ რეალობა და ფბ არსებობს და ამაზე აქ მეტად ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ამიტომ, მარტივი რჩევა მაქვს - თუ ჩემი მცდელობები, კარგი განწყობა შევიქმნა და თუ მოვახერხე, სხვებსაც შევუქმნა, ან გავუზიარო მაინც, ვინმეს არ  მოსწონს, უბრალოდ ნუღარ განაგ რძობს კითხვას. skip ცისია :) დანარჩენებისთვის კი - მორიგი ქრონიკები ჯიქიადან: თუ საშობაო / საახალწლო განწყობა თვითონ არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ და მოათრევ მას ყურით - გადავწყვიტე მე და ორივე ყურში მოვკიდე ხელი. განწყობასაც და ჩემ თავსაც. ჩამოყრილ ყურებში. ეს შენ არ ხარ, ვერ გცნობ მეთქი და დავაცქვეტინე ყურები, ცხვირიც ავაწევინე, თავიც.  ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ ნაძვის ხემდე სხვა ნაბიჯებიც არსებობს.  გამახსენდა, წინა კვირას გერმანელმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა. არაფერი ისეთი, ყველასთან რომ აგზავნიან მისალოცად, ისეთი ვიდეო იყო. მე კი არც მიპასუხია მილოცვით :/...

ვისკი, ველო და street spirit

Image
ისევ რაღაც ფილმს ვუყურებ. დისტანციას იცავენ 1,5 მეტრს. სხვა მიზეზით: კისტური ფიბროზი აქვთ და გადადების თავიდან აცილების მიზნით, ამაზე მეტად მიახლოება აკრძალული აქვთ. არა და ერთმანეთი უყვარდება ორ ახალზაგზრდას. უფრო სწორად - თინეიჯერები არიან. და იციან, რომ ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, აღარაფერი უშველით და წავლენ. ჯერ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მგონია, ცოტა მაინც დაიკიდებენ რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რამე უნდა დავიკიდოთ, რადგან მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს მეთქი. პირიქით, საკმაოდ ვფრთხილობ. და არა მარტო (უფრო სწორად, უფრო მეტად არა) ჩემი თავისთვის. სხვა რამე მინდოდა, მეთქვა: რაღაცეები არ უნდა გადავდოთ ალბათ ცხოვრებაში. სულ იმაზე მეფიქრება, რა გავაკეთე და მოვასწარი კორონამდე. კორონას წელთ აღრიცხვამდე. კ.წ.აღ.მდე. ასე თუ ისე ბევრი მოგზაურობა რომ მოვასწარი, ეგ მიხარია. არ უნდა ელოდო უკეთეს შემთხვევას, რომელიც არ იცი, როდის დადგება. არ შეინახო ის, რაც მოგწონს და რისი გამოყენებაც გინდა. მოგწონს - ჩაიცვი სახლში. გარეთ როდის გახვალ, არ იცი. ნამცხვარი გინდა - შეჭ...

კორონას ორი მხარე აქვს

Image
რაღაც ფილმს ვუყურებ. ვუყურებ რა - ჩართულია და ცალი თვალით გავხედავ ხოლმე, ყურითაც ცალით ვუსმენ. და ერთ-ერთ ასეთ გახედვაზე კადრი დავინახე კაფეში. გარედან, ფანჯრიდან გადაღებული კადრი: საღამოს კაფე. შეგრძნება იყო, რომ ზამთარია. და უცებ ისე მომინდა, ისე მომინდა, ისევ ძველებურად შემეძლოს, აი ასე მშვიდად საღამოს გასვლა ვისთან ერთადაც მინდა, როცა მინდა, სადაც მინდა... არა სიჩქარე, არა შიში, მშვიდად ჯდომა მეგობრებათან ერთად და უდარდელობა, სილაღე.. ისიც კი მომენატრა, ბაქოში მარტო რომ მივდიოდი ხოლმე ანტრეში, ან სტარბაქსში, სამუშაო დღის და / ან კვირის ბოლოს, ვჯდებოდი ამოჩემებულ მაგიდასთან და ყავის ჭიქის თავსახურის მოხდასთან ერთად ლეპტოპსაც ვხსნიდი და "ბაქოს ქრონიკებს" ვწერდი...  მოგზაურობა რომ მომენატრა, ამაზე არც ვლაპარაკობ. თან სწორედ გუშინ ამომიგდო მემორიმ ფოტოები - შაბათ-კვირას კონცერტზე რომ გადავფრინდით თურქეთში, სულ რაღაც 2 ღამით. ლონგ უიქენდი იყო... წინა ცხოვრება მგონია, ასეთი რაღაცეები რომ მახსენდება. კიდევ ის მომენატრა, თბილისში 2-2 კვირით დაბრუნებული, ლამის გუგლის კალენდარში რ...