Posts

Showing posts with the label ცხოვრება.

წერილი ბუდისტურ-ცისიური სიბრძნით

Image
  თუ მემორის დილით ნახულობ, ესე იგი წინა დღეს ადრე დაიძინე. ბუდისტური სიბრძნე აწი ვიცი, რა დროს უნდა გავიღვიძო დილით, რომ აივანზე თუნდაც დილის სუსხში მშვიდად დავლიო ყავა და დილა ჩემ თავს, ხო, პირადად ჩემ თავს დავუთმო. 9 საათზე უნდა უნდა შევბრუნდე სახლში, რადგან ზუსტად 9-ზე, საათს გაასწორებ ისე, უეცრად ზღაპრის გმირებივით აღმოცენდებიან მშენებლობაზე მომუშავენი და ერთად იწყებენ ხმაურს.  აწი ისიც ვიცი, რა დროს უნდა დავიძინო, რომ დილით ასე კარგად გავიღვიძო და ასე დავიწყო დილა. გაგიკვირდება და აფირმაციით და ცოტა ვიზუალიზაციითაც. ეს უკანასკნელი ცოტა მიჭირს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ამასაც. პრინციპში, იქნებ არც გაგიკვირდეს კიდეც.  ხო, ის ბუდისტური სიბრძნე სინამდვილეში ცისისტური სიბრძნეა. და ფბ-ზე დავპოსტე დილიდან.  სტაფილოსფერქურთუკიანი ქერა ტიპი, სავარაუდოდ არამოძმე ერის წარმომადგენელი ნელი ნაბიჯით შემობოდიალდა ეზოში. თავიდან გავიფიქრე, რა კარგი იდეაა, ადრე თუ ავდგები, ეზოში ჰაერზე სიარულსაც მოვასწრებ მეთქი. მერე შევხედე, რომ ამ ჰაერზე სიგარეტს აბოლებს და მივხ...

ფიქრნი ძილის პირას

კორტასარს მოთხრობა აქვს ასეთი - Axolotl. ტიპი ყოველ დღე მიდის დიდ აკვარიუმში და უყურებს ამ არსებებს. მინდოდა დამეწერა საშინელს მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლოს თავად იქცევა ერთ-ერთ მათგანად და ამ ყველაფერს პირველ პირში ყვება. ეს ძალიან მოკლედ და უხეშად. დეტალები მეც არ მახსოვს და თუ დაგაინტერესებთ (მიუხედავად ასეთი არამხატვრული გადმოცემისა და სიტყვაზე მენდობით, რომ ღირს წაკითხვა), აქ შეგიძლიათ ნახოთ რუსული თარგმანი და აქ კი - ორიგინალი. რა კავშირში შეიძლება იყოს სერიალი Sex and the city და ხულიო კორტასარი ერთმანეთთან? ერთი შეხედვით არავითარი საერთო არ აქვთ. არც მეორე და არც მეასე შეხედვით. ერთი მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგახსენებს, თუ ასეთი ასოციაციურარანორმალურარვიციამასრადავარქვა აზროვნება გაქვს ადამიანს. და მეხსიერება. ვუყურებდი და ვფიქრობდი, შეიძლება ადამიანი ერთხელაც აი ასე, უბრალოდ ეკრანს მიღმა აღმოჩნდე? მიღმა - ანუ არა აქეთ, არამედ იქით. კინოს ნაწილი აღმოჩნდე უეცრად? უბრალოდ მიხვდე, რომ იქ გადაინაცვლე? ან იქნებ უბრალოდ იმდენად ჩვეულებრივი და რეალურია ეს ყველაფერი, რო...

ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество!  И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз.  უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარ...

W = We Were the First!!!

ეს დაუწერელი კანონია. მერე მარკეტინგში უკვე მაგალითებით გაფორმებული და ნაწილობრივ დაწერილ კანონად ქცეული. ეს დაახლოებით მგლური კანონს ეფუძნება: შეჭამე, თორემ შეგჭამენ -ს. ეს უხეშად ნათქვამი. უფრო მარტივად და დღევანდელობასთან მორგებულად კი: როდესაც რაღაცას გაიფიქრებ - თქვი! მაშინვე, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იყვირე! თან დააყოლე, რომ ეს - შენ მოგივიდა თავში პირველს, შენი აზრია, შენი! თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც პასუხი გაქვს შეკითხვაზე - თქვი! რაც არ უნდა დაურწმუნებელი იყო. მერე როგორც წესი, სხვა აჟღერებს იგივე პასუხს და აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილხარ. თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც რაღაც იცი, აუცილებლად თქვი, რომ იცი, შეგიძლია, კარგად შეგიძლია, რა თქმა უნდა შეძლებ, რა თქმა უნდა გამოგივა! ცოტა ეჭვიც რომ გეპარებოდეს, მაინც ჯობია ასე თქვა. გონება თუ გაქვს და ინტელექტი, რაც იცი, იმას გააკეთებ და დახვეწ ბოლოს და ბოლოს. როცა არ იცი მაშინაც თქვი, რომ იცი, აზრზე რომ არ ხარ, მაშინაც კომპეტენტური და ჭკვიანური სახით მშვიდად თქვი, რომ კი, კაცო, ექსპერტი ხარ ამ დარგში, შეგიძლია...

შეკითხვა

თქვენი ცხოვრების ერთი დღის შეცვლა რომ შეგეძლოთ, დაბრუნება და ახლანდელი აზროვნებით და სურვილებით იმ დღის შეცვლა, თქვენი ქმედების, თქვენი ქცევის შეცვლა, რომელიც მერე სხვა მოვლენებს, სხვა ცვლილებებს განაპირობებდა თქვენს ცხოვრებაში, რას იზამდით? უფრო ზუსტად: გაქვთ ერთი, მხოლოდ ერთი ასეთი დღე, რომლის დაბრუნებას და იქ რამის შეცვლას ისურვებდით? აი, ასე, უცებ, ბევრი ფიქრის გარეშე გახსენდებათ ასეთი დღე და გინდათ ასეთი შანსი?! არ ვლაპარაკობ ზოგადად და არ ვგულისხმობ: ცხოვრებაში რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, ან ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რამეს თუ შეცვლიდით? ეს სისულელეა და ვერ დავიჯერებ, რომ მოიძებნება ვინმე, ვინც საერთოდ არაფრის შეცვლას არ მოისურვებდა, თუნდაც პატარა დეტალის მაინც. გლობალურზე არ არის ლაპარაკი. მოკლედ, გაიგეთ, ალბათ, რაც ვიკითხე. ერთი დღე , ერთი კონკრეტული დღე. თქვენ იმ დღეს. მოვლენები იმ დღეს (თქვენზე დამოკიდებული). თქვენი ქცევა იმ დღეს.... თამამად დააკომენტეთ :) თუ სახელით არ გინდათ, უსახელოდ :) p.s. "მეგობრობის დღიურ"ში დასმულ კითხვასავით ჟღერს, იდიოტურად,...

Времена всегда одинаковые

и стандартные фразы тоже... - Что ты во мне нашла?! Встретить бы тебе хорошего человека! - Стимул отсутсвует, хорошего человека любить неинтересно... აი ქალის პასუხი კი... ქალის პასუხი ასე არ ჟღერს ხოლმე. а хорошо бы. так вернее