Posts

მზე ოქროს ჩარჩოში

Image
წიგნი გვქონდა ასეთი სახელით. მახსოვს. თვალწინ მიდგას. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. და მახსოვს რომ ძალიან მომწონდა ეს წიგნი. უნდა მოვძებნო... იმპრესიონისტებზე და პოსტიმპრესიონისტებზეა. მიმოხილვაა პერიოდის, ცოტ-ცოტა ყველაზე წერია და მერე რეპროდუქციებია. პატარა ფორმატის წიგნია. მაგარ ყდიანი და ყდაზე არის გადაკრული ფურცელი, სადაც გოგენის ტაიტის სერიიდან არის ერთ-ერთი ნახატი. ვგიჟდები... და შიგნითაც რაც არის... ჯერ კიდევ როდის მომწონდა... ხო, მაგრამ პრინციპში ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაზეც დავიწყე წერა. სათაური მოვიდა თავისთავად და ამან განაპირობა ასეთი გაგრძელება რა და... ძალიან გვიანია ამისათვის, მაგრამ მაინც - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მზე ჩამეღავარა სულში, სადღაც შიგნით ჩამეღვარა. და მაგარია :) შეიძლება გაზაფხულის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიძახდი, არ მევასება ეს გარდამავალი პერიოდები, ზამთარი და ზაფხული მიყვარს მეთქი, მაინც ჩემდა დაუკითხავად შემოიპარა მზე ჩემში. მაინც ძალიან მიყვარს ეს საოცარი ქმნილება. მზის ენერგიაზე ვმუშაობ ხოლმე ხანდახან, ასე მგონია :) და ...

draft

draft ტვინშია სულშია გონებაშია მოგონებებშია მეხსიერებაშია თვალებშია ხანდახან - ფურცლებზეც არის. გაფანტული ჩემშია draft

Berlin! Berlin!

არაფერი, რა. ჩანთა მაქვს ერთი, ბერლინიდან ჩამოტანილი, დიიიდი ჩანთაა, საკაიფო, შავი და წინ დიდ ფერად კვადრატებში დიდი BERLIN დაახლოებით ასე : B E R L I N :) დღეს ჩვეულებრივი ან თუნდაც არაჩვეულებრივი ჩანთის ნაცვლად ამით რომ გავიჩითე სამსახურში (ვარჯიშის ტანსაცმლის წასაღებად და მსგავსი მიზნებისთვის არაჩვეულებრივად გამოდგება), ყველას ყურადღება მიიქცია რა თქმა უნდა, და განაკუთრებით მათი, ვისაც იქააური ჰაერი ჩაუყლაპავს ოდესმე - ვააა, რა მაგარი ჩანთაა! - :) ხო, ბერლინში ვიყიდე - უი, იცი მე მივდივარ ეხლა - აუ მართლაააა?! - ეს წაიყვანე, რა :)))) - ჩართვა გვერდიდან - 1 კვირით მიდიხარ? - მეორე გვერდიდან - არა, 4 დღით - მიწას ემთხვიე ჩემს მაგივრად, მიწას! ! ! :)) - ჰაერს ჩამოგიტან! :) - ხო, ღრმად ჩაისუნთქე, დაიგუბე პირში და ისე ჩამომიტანე :D - არა, მართლა! იყიდება, იცი?! - რააა? - სამივე მხრიდან - ხო, ქილებში იყიდება ჰაერი! მართლა ჩამოგიტან, ნახე თუ არ ჩამოგიტანო! :) - ვააა! აუ მინდა! ჩამომიტანე მართლა! :) და კიდევ ბევრი - :) :) :) დერეფანში მხიარულება შენიშნეს და დაინტერესდნენ. - ...

:) მ ი ნ დ ა ! ! ! :)

მინდა, მინდა, რა, ძალიან მინდა ლებედევის სტუდიაში მუშაობა. კოპირაიეტერად :) საინტერესო და კრეატიული სამსახური მინდა, შემოქმედებითად დახარჯვა მინდა, სიამოვნების მიღება ამით და შედეგის დანახვა ეხ... ხო, ვინც არ იცის და აინტერესებს შედით Артемий Лебедев -ის საიტზე და...

ოცნების კუნძულები

ძნელია როცა იმ წამსვე არ წერ, რასაც გრძნობ და ხედავ და ფიქრობ რომ აი, ამას დავწერ... მერე ვეღარ წერ, რა აი დღეს დილას ადრე ასათიანის ქუჩაზე და იერუსალიმის მოედანზე მიღებული შთაბეჭდილებები მინდოდა დამეწერა კიდე, ჩემი პარასკევი-შაბათი-კვირის შესახებ მინდოდა დამეწერა, კიდევ იმაზე, თუ როგორ მიყვარს ჩემი მეგობრები და სიცილი :) და კიდევ ის, რომ როცა დატვირთულია პარასკევი საღამო და შაბათ-კვირა თუნდაც მცირე მოვლენებით, როცა ბევრს დავდივარ და ბევრ ხალხს ვანხულობ, სხვადასხვა სფეროებს ვედები და სხვადასხვაგვარი ემოციებია, ასე მგონია რომ ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება და ეღარ ვგრძნობ რომ სულ რაღაც ორი დღის წინ იყო სამუშაო დღე და ხვალაც ისევ იგივეს ვუბრუნდებით რაღაცნაირი კუნძულებივით არის ეს უიქენდები. პატარა შვებულებუკებივით. განსაკუთრებით კი ლონგ უიქენდები და სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების დიდ ნაწილს ამ კუნძულებზე :)

и на последок...

Image
ხო, მოკლედ ეს ის ფოტოა, ერთ-ერთ ძველ, არც ისე ძველ, დეკემბრის პოსტში რომ უნდა ყოფილიყო - ერთი მეგობრის ერთ-ერთი სახლის ერთ-ერთი სართულის ერთ-ერთი ბუხრის ერთ კუთხეში ნაპოვნ ერთ-ერთ ჟურნალში აღმოჩენილი ერთი ფოტო მაქვს და დავდებ ბარემ და მორჩა დღეს, ძილის დროა. მარტო ძილის. ზოგისთვის - წყვილად ძილის. მშვიდი ძილის. ან მშფოთვარე ძილის. ერთისულიგაქვსროდისდაიძინებ ძილის. ხვალ დილით რომ ადრე უნდა ადგე და იმიტომ იძინებ ძილის ვიცი რომ არაერთგან და არაერთხელ დამიწერია ცოის სიმღერიდან ეს სიტყვები, მაგრამ მიტრიალებს შიგნით და უნდა დავწერო Уже поздно все спят и тебе пора спать, Завтра в восемь утра начнётся игра Завтра Солнце встанет в восемь утра. Крепкий утренний чай, крепкий утренний лёд, Два из правил игры, а нарушишь - пропал. Завтра утром ты будешь жалеть, что не спал

რას ხედავთ?

Image
დიახ, დიახ, ზოგიერთი თქვენგანი (თუ, რა თქმა უნდა შემოვა ვინმე და ნახავს :D ) მიხვდება რა არის ეს. რორშახის ტესტია. საინტერესო მოვლენაა ეს საერთოდ და მეთოდი, დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელსაც ფსიქოლოგები/ფსიქოთერაპევტები და ალბათ ფსიქიატრებიც იყენებენ. დაწვრილებით ამის შესახებ ინფორმაცია რა თქმა უნდა ვიკიპედიაში შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა დაწვრილებით არ არის იქ... ნახავთ, რა, თუ დაგაინტერესებთ. მე დიდი ხნის წინ დამაინტერესა და ვნახე. ხოოოო და კიდე შეგიძლიათ ბრედბერის ეს მოთხრობაც წაიკითხოთ, საკაიფოა :)