Posts

ასე ძალიან მგონი არასოდეს გამჭირვებია თბილისში (და საერთოდ, საქართველოში) დაბრუნება. I don't believe in life after... "არ ვიცი, რა უნდა დავარქვა". ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, როგორ უნდა განვაგრძო ძველ რიტმში ცხოვრება. პრინციპში, რაც უფრო გვიან ჩამითრევს აქაურობა და რაც მეტხანს დავრჩები ჰაერში ოდნავ აწეული და ნეტარი, მით უკეთესი.

აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?

მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს. ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი. ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მე ც - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში. და 6 აგვისტოს მოლოდინი ც . სულ რაღაცას ელოდები ადამიანი. ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს. ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზ...
Вернейший способ сдержать слово — не давать его. ნაპოლეონმაო, და რა ვიცი... ეს უბრალოდ იმიტომ, რომ რამე დაიწეროს აქ. ლექსზე გაჩერება არ შეიძლება

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში მიკვირდა, ვერ ვცნობდი გვერდზეც კი გავდექი მენახა ასეთი არასდროს აქამდე თითქოს მე - მე არ ვარ მე მაინც ავდექი და დავრჩი ბოლომდე ჩაკეტილ კარამდე და ხატვა მომინდა ამ კარის მოხატვა არ იცი! - დამცინა წამართვა ფერები მოასხა მიწაზე ფანქრებიც ამტვრია ჯიბეში გასაღებს ჩუმად ვეფერები იაროს, მიაროს იხტუნოს, იყვიროს დაადოს ბოქლომი დალუქოს კარიბჭეს მე მაინც გავაღებ მე შევიპარები მე შევალ! და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 30.10.09

შესავალი

ეს, შემდეგი პოსტის (ლექსის) ერთგვარი შესავალია. უბრალოდ, ცალკე დაწერა ვამჯობინე, ასე უფრო აღქმადი იქნება, ჩავთვალე. პერიოდულად, ალბათ უფრო ისეთ პერიოდებში, როდესაც რაღაცის კითხვას დავამთავრებ და ახალი ჯერ არ დამიწყია, არა და რაღაც მინდა, 5 წუთის საკითხავი მაინც, რომ ძილის წინ წავიკითხო და მერე თუნდაც ანთებულ სინათლეში ჩამეძინოს, ვაღებ ქვედა უჯრას და ვიქექები ბლოკნოტებში და ფურცლებში. არც ისე ძველია უკვე ეს ყველაფერი. ბევრი ძველი და ალბათ ძირითადად ყველაფერი გადავყარე. ხოდა, სადღაც უახლესი ისტორიაღა შემოინახა ერთმა უჯრამ. და ასეთ პერიოდებში ვაწყდები ძველ ჩანაწერებს და ვკითხულობ. ხანდახან ვიხსენებ, ვახერხებ აღვიდგინო განწყობა, ხან - ვერ. ან, კი ვიხსენებ, მაგრამ მიუხედავად წლებით არც ისე დაშორებისა, მაინც მეშორება და ცოტა მეუცხოება რაღაცეები. ხან - არა. ხან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, რატომ დავწერე. ამჯერად კიდევ ერთი ლექსი აღმოვაჩინე. არც ისე ძველი ყოფილა, მაგრამ სულ არ მახსოვდა, რომ დამიწერია. არც ის მახსოვს - რა დროს, რატომ, რა ეტაპი იყო... უბრალოდ შევუბერავ სულს, რომ მტვერი გადაიწმინდოს და ...
Я люблю жизнь и не боюсь признаться ей в этом :) ჩემი აღიარება

ქართული ტელევიზია და საზოგადოება ანფასში

მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ: ეს არც საპროტესტო წერილია ვინმეს პოსტზე, არც პასუხი (მით უმეტეს, რომ პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს), არც პასუხის პასუხი და მით უმეტეს, არც რომელიმე თქვენთაგანისკენ მიმართული კრიტიკა. მეტსაც ვიტყვი: ეს არც კონკრეტული გადაცემის კრიტიკაა. ეს არის ჩემი მცირედი გამოხმაურება გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე ყველასთვის უკვე ნაცნობი თემის შესახებ და ზოგადად ჩემი შეხედულება ჩვენს სანაქებო ტელესივრცეზე. სულ არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, თავში ჰაზრადაც არ მომივიდოდა, მით უმეტეს, რომ პროფილის ბოლო გადაცემა (ისევე, როგორც არს სხვა რომელიმე), მიუხედავად ამხელა აჟიოტაჟისა, არც myvideo.ge-ზე, არც tvali.ge-ზე და არც ტვ-ში განმეორებით არ მინახავს. რა ვქნა, მაინც არ დამაინტერესა, ან, იქნებ მონათხრობი/წაკითხული საკმარისზე მეტი აღმოჩნდა და შემივსო ის სიცარიელე, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს (ხომ არ მეშლება დღე?) ვგრძნობ და აქამდე ვერ ვაცნობიერებდი, რისგან. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მაინც შემომეფიქსირა ჩემი პოზიცია/აზრი ერთი-ორგან (რა ვქნა, ყველგან ცხვირაპრეხილი გოგოს პროფილი მეჩხირებოდა თვა...