Posts

..მე ასეთ მომენტს 'ჭეშმარიტების წამს' დავარქმევდი. ან ასე: 'წამი ჭეშმარიტებისა'. მართალია, წამზე მეტ ხანს გრძელდება, მაგრამ მაინც. და დილით დგება. ადრე დილით. ნების საწინააღმდეგოდ გაღვიძებულ დილით. და ისიც არა ყოველთვის. ხანდახან. ამ დროს ზუსტად იცი ადამიანმა, რა გინდა და რა - არა. ტირილამდე ზუსტად იცი. ეს არის 'წამი' სიზმრის სამყაროდან რეალურ სამყაროში სრულ გადმოსვლამდე. აღარ გძინავს. მაგრამ სამუშაო დღეში თავით-ფეხებამდე ჯერ არ ხარ ჩართული. ჯერ კიდევ სუფთა ხარ და ჯერ კიდევ შენ ხარ. ეს 'წამი' ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე მერე მთელი დღის განმავლობაში არსებული რეალობა. ეს სურვილიც, რასაც იმ წამს გრძნობ, ბევრად უფრო ნამდვილი და შენია, ვიდრე დღის დარჩენილი დროის მანძილზე გაჩენილი თუ გააზრებული სურვილები. უბრალოდ, არასოდეს ვაძლევთ მას გახანგრძლივების, რეალობად, რეალურ რეალობად ქცევის საშუალებას. ან იქნებ, ჩვენ არ გვეძლევა ამის საშუალება?! არა და რომ შეგვეძლოს იმ რეალობით ცხოვრება, მაშინ აღვიქვამდით, რა არის მართლა ბედნიერება. მერე ჩვეულებრივ მოძრაობებს...

fahrenheit 451, ანუ, სანამ ჯერ კიდევ არ დაგვიწვავს ყველაფერი

მივხვდი: ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ შენც ცოტათი უფრო კარგი ხდები და შეიძლება, ოდნავ უფრო კეთილშობილიც კი. ამიტომ, როცა გრძნობ, რომ ძალიან ჩაგითრია ყოველდღიურობამ, ძალიან მიწიერი გახდი და უცნაურ შიმშილს გრძნობ, რამე კარგი უნდა წაიკითხო, აუცილებლად უნდა გამონახო ამისთვის დრო, თუნდაც ხანდახან, თუნდაც ასეთ უკიდურეს მომენტში.

კიდევ ერთხელ სუპერ მარიოს შესახებ

სუპერ მარიო გაფერმკრთალდა. ბრძოლების შედეგად. ბევრი ბრძოლის შედეგად გაფერმკრთალდა. კი, დიდი ნაწილი საკუთარ თავთან ბრძოლა იყო შეიძლება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იმარჯვებს, მაგრამ ჭრილობებს ხომ იღებს ბრძოლებში? ხოდა ამაშია საქმე. ამიტომაც ფერმკრთალდება. არა და სულით პაციფისტია სუპერ მარიო. და კატა ლეოპოლდის მსოფლმხედველობას იზიარებს: "Ребята, давайте жить дружно!" მაგრამ რად გინდა... კიდევ, ლენონისას: All ... is saying is give peace a chance. მაგრამ, რად გინდა... ამ თამაშში სხვანაირად არ მოსულა, როგორც ჩანს. იზრდება პერიოდულად, იღებს ახალ ძალებს, ისევ მკვეთრი ფერი ეძლევა და ისევ ძველებურად განაგრძობს თამაშს. ხანდახან უცნაური საუნდტრეკი აქვს, ატიპიური, t.a.T.u-სეული: Я продолжаю простые движения. ხოდა განაგრძობს. მერე ისევ ფერმკრთალდება. მერე ისევ ძლიერდება. გრენდაიზერ, გაძლიერდი!.. ხო, რა მოხდა? დიახაც, ჰგავს აბსურდის თეატრს ეს თამაში. ახლა მიხვდით? რამდენჯერ უნდა მოიყოლოს ხელი ამ კარებში? ხან ნელა, დიიდი ხანი და მძიმედ იხურება კარი, ხან – მოულოდნელად და ძლიერ...
ასე ძალიან მგონი არასოდეს გამჭირვებია თბილისში (და საერთოდ, საქართველოში) დაბრუნება. I don't believe in life after... "არ ვიცი, რა უნდა დავარქვა". ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, როგორ უნდა განვაგრძო ძველ რიტმში ცხოვრება. პრინციპში, რაც უფრო გვიან ჩამითრევს აქაურობა და რაც მეტხანს დავრჩები ჰაერში ოდნავ აწეული და ნეტარი, მით უკეთესი.

აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?

მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს. ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი. ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მე ც - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში. და 6 აგვისტოს მოლოდინი ც . სულ რაღაცას ელოდები ადამიანი. ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს. ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზ...
Вернейший способ сдержать слово — не давать его. ნაპოლეონმაო, და რა ვიცი... ეს უბრალოდ იმიტომ, რომ რამე დაიწეროს აქ. ლექსზე გაჩერება არ შეიძლება

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში მიკვირდა, ვერ ვცნობდი გვერდზეც კი გავდექი მენახა ასეთი არასდროს აქამდე თითქოს მე - მე არ ვარ მე მაინც ავდექი და დავრჩი ბოლომდე ჩაკეტილ კარამდე და ხატვა მომინდა ამ კარის მოხატვა არ იცი! - დამცინა წამართვა ფერები მოასხა მიწაზე ფანქრებიც ამტვრია ჯიბეში გასაღებს ჩუმად ვეფერები იაროს, მიაროს იხტუნოს, იყვიროს დაადოს ბოქლომი დალუქოს კარიბჭეს მე მაინც გავაღებ მე შევიპარები მე შევალ! და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 30.10.09