Posts

სტარბაქსი - > ანტრე - > ანტრე -> ლუკა

Image
დავბრუნდი, ანტრეში დავბრუნდი. ვალმოხდილი დავბრუნდი ვალმოხდილი - ქალაქის წინაშე (ჩემი წილი მერი ავირჩიე). რატომ არ მოვდიოდი ხოლმე აქამდე ანტრეში სამუშაოდ მეთქი, ჩემ მეგობრებს მივწერე. არა და რამდენი ხნის ტრადიცია მაქვს უკვე. სად იყო ჰოუმ ოფისი და კორონა, მე რომ სტარბაქსიდან და ანტრედან ვწერდი და ვმუშაობდი. სტარბაქსი ჩვენ არ გვეღირსა და ანტრე მაინც გვაქვს. ხოდა დავსკუპდი ისეთ ადგილას, მე რომ მიყვარს, ფანჯარასთან, მაღალ გრძელ მაგიდასთან, მაღალ სკამზე და გაიღვიძა ძველმა ემოციებმა. ბაქოში ჩემი საყვარელი საქმიანობა და კვირის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი იყო ეს: კვირაში ერთხელ, საღამოს ანტრეში ან სტარბაქსში ფანჯარასთან დაჯდომა და წერა, კავშირი ამ სამყაროსთან :) მაშინ ცოტა სენტიმენტებით იყო ალბათ ნაწერები გაჯერებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიყავი იქ, ასეთ (თავისუფალ) დროს "თბილისი იყო ურთიერთობა" მენატრებოდა.  და პრინციპში, ახლაც მენატრება, ასე გამოდის. აი საშინელი სადღეგრძელო რომ იყო 90-ებში: იმას გაუმარჯოს, გვერდზე რომ გყავს და გენატრებაო, ეგრე მენატრება :) რატომ და ი...

ესეც ჩემი "ძალიან უბრალო სიმღერა"

Image
"მძღომა მძღოლს დაუძახა: - როგორა მყავხარ, ანგელოზო!  - შენ თითონ ანგელოზო, შენა!... ორივენი შავები იყვნენ, დიდპირები, ცხვირმოღრეცილები. გულიანად იცინოდნენ და ფოლადის კბილებს აკაშკაშებდნენ . მეც მეცინებოდა და იმ სიცილ-სიცილში დავინახე." .    .   .    .    .    .    . ასე იწყება რევაზ ინანიშვილის ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა სახელწოდებით "ძალიან უბრალო სიმღერა". რატომ გამახსენდა და გამოვიყენე ჩემი პოსტის შესავალად და იმიტომ, რომ ასოციაციაურად მოვიდა: რამდენიმე დღის წინ, ასე, უბრალოდ, ქუჩაში მიმავალმა უეცრად ჩემი სიბერე დავინახე. უფრო სწორად, ხანში შესულობა. სიბერე რაღაცნაირი სიტყვაა, თითქოს უძლურებასთან ასოცირდება. მე კი რაღაც სხვა ხედვა მქონდა. შეიძლება ხედვა კი არა, უბრალოდ სურვილი იყო, რომელიც რეალობად მინდოდა მიმეღო. ხოდა რახან ასე "დავინახე", უეცრად ასოციაციურად გამახსენდა ეს შესავალი, რომელიც თითქმის ზეპირად მხსომებია. მოთხრობის გმირი ასე იწყებს ამბის მოყოლას. ხოდა მოდი, ვთქვათ, რომ მეც მძღოლების გადაძახილისას დავინა...

კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში

Image
ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი.  ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული.  სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ...

""განწყობის თეორიის" ჩემეული ვერსია, ანუ არა ბანანა თევზის ამინდი

Image
სელინჯერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა - ბანანა თევზის ამინდი. ახლა რომ მკითხოთ, რაზეა მოთხრობაო, არაფერი გამახსენდება. სათაური მახსოვს მხოლოდ და ასოციაციურად გამახსენდა, როგორც ვიცი ხოლმე. ამინდმა გამახსენა. ბანანა თევზის არ ვიცი, და სრული რელაქსაციის და სიმწვანესთან, სილურჯესთან (ცას ვგულისხმობ) და სიმშვიდესთან შერწყმის ამინდია. ნირვანაში ყოფნის ამინდია :) ყოველ შემთხვევაში - აქ.  ხმები, რომლებიც დილიდან მესმის - ჩიტების ხმებია და ბუნების. საღამოს ამას ზარების წკარუნი და აქა-იქ ძროხების ღმუილი (ღმუის, ხომ, ძროხა?) ემატება. იშვიათად - მათ გამოკიდებული ძაღლის ყეფა.  ცა არის იმდენი, იმდენი, გგონია, რომ დაასეივო, 1 თვე გეყოფა, რომც არ გამოიზოგო. რა მჭირს ამ ცაზე? ქალქში მცხოვრები ადამიანის სინდრომია ეს? მალტაში დამემართა ან რომში, ზუსტად არ მახსოვს. პირველი რაც "აღმომხდა" - ცა, რამდენი ცაა მეთქი! იმიტომ, რომ თბილისში ცას და ჰორიზონტს ფაქტობრივად ვერ ხედავ.  ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დასეივება. თუმცა, რაღაცნაირად ასეც ხდება. გადიხარ ქალაქიდან ასეთ ადგილას, იტენები და მერე გ...

მზე, გარფილდი და შვებულება

Image
თითებს მოთხოვნილება აქვთ, წერონ. როგორც წესი, ასე ხდება. გავხსნი ლეპტოპს, თითებს შევახებ კლავიატურას, და მერე თვითონ დარბიან, თვითონ პოულობენ საჭირო ასოებს და კლავიშებს.  დღეს ფანტასტიური ამინდი იყო. ასეთ ამინდში მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არა, მგონია, რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და მომავალში საერთოდ - ფანტასტიურად იქნება. ბევრჯერ მითქვამს და ალბათ დამიწერია კიდეც - მზის ელემენტები მაქვს, მზეზე ვიტენები.  31 დეკემბრიდან გადავწყვიტე, მართლა შვებულება მომეწყო, დამესვენა კარგად. ხოდა ჯერ აგარაკზე, ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს და გავხსენი "შვებულება". თბილისს გარეთ, სადაც კოვიდის არსებობა საერთოდ არ მახსოვდა, ჰაერზე პირბადის გარეშე სიარულის ხიბლი გავიხსენე და მოდუნება                                                    მერე კი ჩამოვედი და აქ, ჩემ სახლში მინდოდა შემერგო ეს თავისუფლება და dolce far niente. რა ვაკეთე? დავისვენე, გა...

dreaming of a golden christmas

Image
   ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ: მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს,  before it was cool  :)  მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები.  დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გ...

მანდარინისფერი განწყობა

Image
შესავალი როგორც ხვდებით, აქ (ბლოგზე) ვცდილობ, ნეგატივს, პრობლემებს და ცუდ  განწყობას, თუ აზრებს თავი  ავარიდო  და ამაზე არ ვწერო. ყველაფერი ამისთვის ტვ, კოვიდ რეალობა და ფბ არსებობს და ამაზე აქ მეტად ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ამიტომ, მარტივი რჩევა მაქვს - თუ ჩემი მცდელობები, კარგი განწყობა შევიქმნა და თუ მოვახერხე, სხვებსაც შევუქმნა, ან გავუზიარო მაინც, ვინმეს არ  მოსწონს, უბრალოდ ნუღარ განაგ რძობს კითხვას. skip ცისია :) დანარჩენებისთვის კი - მორიგი ქრონიკები ჯიქიადან: თუ საშობაო / საახალწლო განწყობა თვითონ არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ და მოათრევ მას ყურით - გადავწყვიტე მე და ორივე ყურში მოვკიდე ხელი. განწყობასაც და ჩემ თავსაც. ჩამოყრილ ყურებში. ეს შენ არ ხარ, ვერ გცნობ მეთქი და დავაცქვეტინე ყურები, ცხვირიც ავაწევინე, თავიც.  ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ ნაძვის ხემდე სხვა ნაბიჯებიც არსებობს.  გამახსენდა, წინა კვირას გერმანელმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა. არაფერი ისეთი, ყველასთან რომ აგზავნიან მისალოცად, ისეთი ვიდეო იყო. მე კი არც მიპასუხია მილოცვით :/...