წერილი #15

აეროპორტში ვზივარ. გაფრენამდე 4.5 საათია დარჩენილი. ალბათ ფიქრობ, რა უნდა ასე ადრეო. გუშინ გამაფრთხილეს (კონკრეტულად თურქიშის მოთხოვნაა), 4 საათით ადრე მოდითო. ხოდა აჰა, ტაქსი მალე მოვიდა, წვიმის მიუხედავად მალე მოვედით და + ნახევარი საათი მაქვს. ერთი სული მაქვს, გახსნან რეგისტრაცია, რომ ბარგი ჩავაბარო და ზევით ავიდე. ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე, მხოლოდ 1 ჩემოსანში ჩავეტიწ და თან მხოლოდ ზურგჩანთა მექნება და სათრევი - არაფერი. 

ვერ ვიტან ჩემოდნის ჩალაგებას. არ ვფასონობ, არც ვაჭარბებ. მართლა ვერ ვიტან. სტრესია ჩემთვის. აი, სხეული მტკივდება ლამის 😁 ყველაფერი მოგვარებულ-გამზადებული მქონდა უკვე გუშინ საღამოსვე. დღეს მხოლოდ ტანსაცმლის ჩალაგებაღა მქონდა დარჩენილი. გრუპ ჩეთში მივიწერე ჩემი სრულიად არაპრობლემური პრობლემის შესახებ, გაოცება გამოვიწვიე, მერე ლეპტოპში სერიალი ჩავრთე, მობილურში - ტანსაცმლის კეცვის ტუტორიალები და ასე ვალაგე 4 საათის მანძილზე. აქედან 1 საათი შესვენება გავაკეთე, სტუმარი მყავდა, რომელსაც საბედნიეროდ კარგად ესმოდა ჩემი. მართლა მინდა ხოლმე, ჩემოდნის ჩამლაგებლის ვაკანსია გამოვაცხადო 😁 

ხოდა საღამოს 6 საათისთვის უკვე აწონილი და ბოქლომზე შეკრული ჩემოდანი შემოსასვლელში რომ იგა, ჩემ განკარგულებაში კი კიდევ თითქმის 6 საათი იყო, აი მანდ ამოვისუნთქე შვებით და გარეთ გავედი.

ჯერ მშობლებს ჩემი ლეპტოპი წავუღე, გაწმენდილ გამზადებული. მე ახალი მიმაქვს უკვე. მერე კი სტრადასკენ გავწიე, სადაც გოგოები შემომიერთდნენ და მშვენივრად ვივახშმეთ დესერტიანად. მერე მე დავდმშვიდობე და ავედი, რომ წყლის გადავლება და ცოტა ხანი წაძინება თუ არა, მიწოლა და დასვენება მაინც მომესწრო. თან გავაფრთხილე, მაინც არ დამეძინოს, დამირეკეთ მეთქი :) საერთოდ არც ჩამეძინა. ვიჩეთავე, ცოტა ხანი თვალდახუჭულმაც დავისვენე, ბოლო რაღაცეები მოვაგვარე სახლში და წამოვედი.

ტაქსის მძღოლმა ჩაჯდომისთანავე მკითხა, რუსული სიმღერა ხომ არ გაღიზიანებთო. რომ არ ეკითხა, შეიძლება რაღაც პერიოდი ვერც შემემჩნია. მაგრამ გამიხარდა, რომ მკითხა და მადლობელი დავრჩი, რომ სხვა ტალღა ჩართო. 

იმდენი ხანია არსად გავფრენილვარ, მგონი ამიტომ მქონდა ცოტა შფოთვა თუ რაღაც. იმდენი ხანია არ მიმოგზაურიამ ბოლოს ბაქოდან რომ ჩამოვედი 3 წლის წინ, იმის მერე თვითფრინავის ბორტზე ფეხი არ ამიდგამა. 3 წელი ჩემთვის მართლა უზარმაზარი დროა. იყო დრო, წელიწადში 2-ჯერ მაინც გავდიოდი ქვეყნიდან. ხოდა ახლა გზაში ამ ფიქრებით ბაქომდე მივედი და იქ ცხოვრების პერიოდი გამახსენდა. ახლა ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ აეროპორტში რომ შემოვედი, შორიდანვე ნაცნობ ლოგოს მოვკარი თვალი. ბუტა იყო. ერთად ერთი რეისის რეგისტრაცია იყო გახსნილი - ბაქოში. რაღაცნაირი მშობლიური გრძნობა გამიჩნდა და გამეღიმა.

ახლა ვფიქრობ, ეს ამდენი ხალხი (ნუ, ბევრი არ არის. მაგრამ მაინც), ზოგი ზის, ზოგი წევს, რატომ არის ასე ადრე მოსული? აა, შეიძლება ზოგს უკვე ჩექ აუთი აქვს გაკეთებული, ქალაქში აღარსად ჰქონდათ გასაჩერებელი და ისევ აქ ლოდინი არჩიეს. ალბათ. ჩემი თანამგზავრები ჯერ არ ჩანან. შეიძლება, რადგან ჩექ ინი გავლილი გვაქვს ონლაინ, გვიანაც კი მოვიდნენ. მე კი იმაზე მეფიქრება, ნეტა უკვე ზევით ვიყო და ლაუნჯში შევდიოდე. თუმცა რა, ჯერ-ჯერობით აქაც კარგად ვზივარ და ვწერ.

აი ეს წყვილი ბავშვით ერთი 15 წუთია მოვიდა. არ სხდებიან. ჯიუტად დგანან დახლების სიახლოვეს. თითქოს ეშინიათ, რომ დასხდნენ, ვინმემ არ მოასწროს. არა და რა იციან წინასწარ, რომელი გაიხსნება. 

წამოსვლამდე პირდაპირ საწოლზე ვიყავი წამოწოლილი, აბაზანიდან ახალი გამოსული, სასიამოვნოდ მოთენთილი და თბილი ადილა მეხურა. ისე "ჩავრელაქსდი", მივხვდი, რომ ძალიან მეზარებოდა ახლა იქიდან გამოძრომა და წვიმიან ღამეში გასვლა. იმდენად კომფორტულად ვიყავი და იმდენად სხვა სურვილები მქონდა. მათ შორის სურვილი, შენც იქ ყოფილიყავი და ბევრი ბევრი დრო გვქონოდა. როცა არ გეჩქარება - ამაში არის რაღაც ძალიან  საოცარი.

ახლა კი ის მიხარია წინასწარ, რომ ზუსტად 1 კვირაში, არა, უკვე უფრო ადრეც, ბერლინში მატარებელში ჩავჯდები და მიუნხენში წავალ. სადაც იმ დღის გეგმის მონახაზი დღეს უკვე გავაკეთეთ. 24 საათი მიუნხენში. და მერე იქიდან ვენაში. აი ჩემი თავი მიხარია მომავალი შაბათის დილიდან. მანამდე კი... მანამდეც კარგი უნდა იყოს. მოულოდნელად კარგი.

საინტერესოა აეროპორტში ხალხის დაკვირვება. ამაზე ცალკე პოსტსაც დავწერდი. ახლა აქ რომ განვაგრძო, ძალიან გრძელი გამოვა. ისედაც გამიგრძელდა. ვნახოთ, იქნებ ზევით კიდევ ერთი პოსტის დაწერა მოვასწრო. 

ახლა კი შენ - ღამე მშვიდობის, მე კი - მშვიდობიანი მგზავრობა. დანარჩენი უკვე ევროპიდან ☺️


სპეციალური სახელდახელოდ გადაღებული ფოტო:




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..