Posts

Showing posts with the label უმისამართო წერილები

დეკემბრის წერილი

Image
მერამდენედ უნდა შემიყვარდეს ზამთარი თავიდან, საინტერესოა. ყოველ წელს, ზამთრის დადგომამდე თავგადაკლული ვამბობ, რომ არ მინდა, ზაფხული დამთავრდეს, რომ ვერ ვიტან ზამთარს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ უნდა მოვიდეს. და შენ გგონია რამეს ვაჭარბებ ამ დროს, ან ვიტყუები? არა, მართლა ასე ვფიქრობ. მერე მოდის ზამთარი და... უპს, ახლიდან მიყვარდება, ახლიდან "ვამუღამებ" და ყინვაში გარეთ სიარულშიც კი სიამოვნებას ვპოულობ. მთავარი, კომფორტულად მეცვას, გემრიელად, ისე, როგორც მე მიყვარს, სახლში სითბო იყოს და სადაც შევალ - იქაც. და ქარი და სისველე ნუ იქნება. ყინვა და სიცივე არ მაფერხებს. აქვს რაღაც საოცარი სიმყუდროვე ზამთარს. განსაკუთრებით კი, დეკემბერში, წინასაახალწლო პერიოდში, როცა ჰაერში რაღაც ტრიალებს, რაღაც ჯადოსნური. როცა მარტო შენ კი არ ისვენებ, სხვებიც ისვენებენ, რაღაცნაირად შენელებულია ტემპი, გგონია, რომ გაღიმებულია ხალხი, როცა იდიოტური რომანტიული კომედიების ყურების და ხანდახან გულის აჩუყების დროც გაქვს. მე მიყვარს, როცა სხვებისთვისაც დასვენებაა და არა მარტო ჩემთვის, ეს ერთიან განწყობას ქმნ...

წერილი ბუდისტურ-ცისიური სიბრძნით

Image
  თუ მემორის დილით ნახულობ, ესე იგი წინა დღეს ადრე დაიძინე. ბუდისტური სიბრძნე აწი ვიცი, რა დროს უნდა გავიღვიძო დილით, რომ აივანზე თუნდაც დილის სუსხში მშვიდად დავლიო ყავა და დილა ჩემ თავს, ხო, პირადად ჩემ თავს დავუთმო. 9 საათზე უნდა უნდა შევბრუნდე სახლში, რადგან ზუსტად 9-ზე, საათს გაასწორებ ისე, უეცრად ზღაპრის გმირებივით აღმოცენდებიან მშენებლობაზე მომუშავენი და ერთად იწყებენ ხმაურს.  აწი ისიც ვიცი, რა დროს უნდა დავიძინო, რომ დილით ასე კარგად გავიღვიძო და ასე დავიწყო დილა. გაგიკვირდება და აფირმაციით და ცოტა ვიზუალიზაციითაც. ეს უკანასკნელი ცოტა მიჭირს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ამასაც. პრინციპში, იქნებ არც გაგიკვირდეს კიდეც.  ხო, ის ბუდისტური სიბრძნე სინამდვილეში ცისისტური სიბრძნეა. და ფბ-ზე დავპოსტე დილიდან.  სტაფილოსფერქურთუკიანი ქერა ტიპი, სავარაუდოდ არამოძმე ერის წარმომადგენელი ნელი ნაბიჯით შემობოდიალდა ეზოში. თავიდან გავიფიქრე, რა კარგი იდეაა, ადრე თუ ავდგები, ეზოში ჰაერზე სიარულსაც მოვასწრებ მეთქი. მერე შევხედე, რომ ამ ჰაერზე სიგარეტს აბოლებს და მივხ...

Easy Donnerstag ნაშუადღევს დაწყებული წერილი

Image
ეს კაფე რამდენი ხანია გაიხსნა ჩვენ ეზოში? ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე (?) წელია აქ ვცხოვრობ, ალბათ 1 წელი, არც კი. მოკლედ, შედარებით ახალია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკონდიტროს (რომლის "მედოკსაც" დიდი წვლილი აქვს ჩემი წონის მატებაში შეტანილი) მფლობელმა გახსნა. გარეთ სულ რაღაც 2 მაგიდა დგას და სულ მეგონა, შიგნით ფაქტობრივად არ იქნებოდა ადგილი, ან იქაც მაქსიმუმ 2 მაგიდა იდგებოდა. როცა არ უნდა ჩამევლო, რა თქმა უნდა, ძირითადად იქ მსხდომ რუსებს ვხედავდი ხოლმე, რაც ალბათ მთავარი მიზეზი იყო, რატომაც არ მიზიდავდა იქაურობა.  დღეს რაღაცნაირად თავისუფალი დღე მაქვს. უფრო სწორად დღის პირველი ნახევარი. საერთოდ, რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, ასე არ შეიძლება საკუთარი თავის ექსპლუატაცია, რაზეც წინა წერილში ვილაპარაკე კიდეც, რომ სტრესს არ უნდა გაანადგურებინო მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და მას მერე, რაც რაღაცეები გადავიაზრე, აშკარად უკეთესობისკენ წავიდა საქმე. აქამდე უეცრად გამოჩენილი თავისუფალი დროისთვის რომ არ ვიცოდი, რა მექნა და მეგონა, რამეს ვაშავებდი და აუცილებლად უნდა მემუშავა,...

წერილი N...

Image
ახლა რომ არ დავწერო და მეცადინეობა დავიწყო, ვერც იმას მოვასწრებ (მაქსიმუმ ნახევარ საათში უნდა იოგაზე წავიდე) და ეს განწყობაც დამეკარგება, შესაბამისად ამასაც ვეღარ დავწერ. ამიტომ, თეფში გადავდგი, ყავა მოვიდგი და უცებ დავწერ, რაც თავში მომივა. თითები ხომ, როგორც წესი, თვითონ კრეფენ სათქმელს, ხანდახან მგონია, ჩემგან დამოუკიდებლადაც კი.  დღეს დილით დაბრუნდა. აი უცებ, არსაიდან გაჩნდა ისევ ის, ბედნიერების უეცარი შეგრძნება, უეცარი გააზრება, რომ უპს, ბედნიერი ხარ. შეიძლება სულაც არ იყო უეცარი და რაღაცეების გა(და)აზრების ახლა დამდგარი შედეგია, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დაბრუნდა. და გამახსენდა, როგორი იყო ამ შეგრძნებით გაღვიძება, როგორი იყო, შენ ოთახში რომ იღვიძებ, გარშემო ყველაფერი მოგწონს, თვალებს რომ ახელ, მაშინვე გეღიმება, ნელა მოიცმევ ხალათს (ხო, მიყვარს ხალათი დილით) და გამობოდიალდები აქეთ ოთახში, სადაც მზე კიდევ უფრო ცოცხალს და ბედნიერს ხდის ოთახის ნათელ ფერებს. ფერები შეიძლება ბედნიერი იყოს? ბედნიერი ყვითელი, მაგალითად. კი, კამერონ დიასი ამბობს ერთ ფილმში - სარეკლამო რგოლს იღებე...

ტერმინალი

Image
მგონი უნდა ვეცადო, დავიძინო. ლაუნჯში ვზივარ. ერთში ვიჯექი, ცოტა ვჭამე, ყავა დავლიე, პატარა ბრაუნიც მივატანე და ახლა მეორეში გადმოვჯექი, სადაც მხოლოდ სნექებია, დასალევი და მშვენიერი დასაჯდომ-წამოსაწოლი. ხოდა შემოვედი, გავხსენი ლეპტოპი და მივწექი. არავინ იყო. მანამდე დავინახე, შორიდან როგორ შეათვალიერა ვიღაც ბიჭმა აქაურობა. გარედან. ალბათ იფიქრა, აქ არ შეიძლება შესვლაო. ჩემი შემოსვლიდან ცოტა ხანში, შემომყვა. ცოტა ფრთხილად შემოვიდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არავინ უშლიდა და განთავსდა. ცოტა ხანში სხვაც შემოყვა. ის სხვა რუსს უფრო ჰგავს, ეს - არ ვიცი, მაღალი, კიკინიანი ბიჭია. რაღაცით ძველი სლოვენიელი მეგობარი მომაგონა, აი ის, გერმანიში პირველად ყოფნისას რომ გავიცანი, სრულიად რომ გააფანატა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენც - მასზე და მერე ორჯერ რომ ჩამოვიდა საქართველოში. ხოდა აი ზუსტად გუშინ ამომიგდო გუგლის ფოტოებმა ეს მემორი, სურათები, რომლებიც სულ არ მახსოვდა, მისი მეორე სტუმრობისას გადაღებული და ეტყობა ამანაც გამახსენა ასოციაციურად.  აქ ისეთი სიმშვიდეა. იქით მაინც მიდი-მოდის ხალხი, დგებიან, ...

წერილი #15

Image
აეროპორტში ვზივარ. გაფრენამდე 4.5 საათია დარჩენილი. ალბათ ფიქრობ, რა უნდა ასე ადრეო. გუშინ გამაფრთხილეს (კონკრეტულად თურქიშის მოთხოვნაა), 4 საათით ადრე მოდითო. ხოდა აჰა, ტაქსი მალე მოვიდა, წვიმის მიუხედავად მალე მოვედით და + ნახევარი საათი მაქვს. ერთი სული მაქვს, გახსნან რეგისტრაცია, რომ ბარგი ჩავაბარო და ზევით ავიდე. ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე, მხოლოდ 1 ჩემოსანში ჩავეტიწ და თან მხოლოდ ზურგჩანთა მექნება და სათრევი - არაფერი.  ვერ ვიტან ჩემოდნის ჩალაგებას. არ ვფასონობ, არც ვაჭარბებ. მართლა ვერ ვიტან. სტრესია ჩემთვის. აი, სხეული მტკივდება ლამის 😁 ყველაფერი მოგვარებულ-გამზადებული მქონდა უკვე გუშინ საღამოსვე. დღეს მხოლოდ ტანსაცმლის ჩალაგებაღა მქონდა დარჩენილი. გრუპ ჩეთში მივიწერე ჩემი სრულიად არაპრობლემური პრობლემის შესახებ, გაოცება გამოვიწვიე, მერე ლეპტოპში სერიალი ჩავრთე, მობილურში - ტანსაცმლის კეცვის ტუტორიალები და ასე ვალაგე 4 საათის მანძილზე. აქედან 1 საათი შესვენება გავაკეთე, სტუმარი მყავდა, რომელსაც საბედნიეროდ კარგად ესმოდა ჩემი. მართლა მინდა ხოლმე, ჩემოდნის ჩამლაგებლის ვაკ...

წერილი 13+1

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. თემა პირველი: ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას გადავაწყდი სრულიად შემთხვევით. სპოტიფაი ჩავრთე საღამოს ვარჯიშზე მიმავალმა, რადგან ასე გზაში უცებ რამე ახალი აუდიო წიგნის ძებნის დრო არ მქონდა. და გადავაწყდი პოდკასტების სერიას "ამერიკული მოთხრობა". ქართველი მწერლები და პუბლიცისტები კითხულობენ თავიანთივე არჩეული ამერიკელი მწერლის ერთ მოთხრობას, ასევე თავიანთ არჩეულს. და შემდეგ მცირე გარჩევა მოჰყვება ამას. გადაცემა მიჰყავს გიგი გულედანს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა კარგად კითხულობს. თან იმდენად მივეჩვიე აუდიოწიგნებს, რომ უკვე პრეტენზიაც მიჩნდება, რომ კარგი მკითხველის წაკითხული მოვისმინო. მაგრამ პატარა მოთხრობის მოსმენა მაინც შეიძლება. არის მოთხრობები, რომლებიც არც წამიკითხავს და არც გამიგია. მწერლების უმეტესობა ვიცი მაინც, თუ არ წამიკითხავს, მაგრამ აქაც არიან ისეთები, რომ არ ვიცნობ. მოკლედ, საინტერესოა, ღირს მოსმენად. აი ამ წამს უკვე მესამე მოთხრობა ჩავამთავრე და დროებით დავხურე. თემა მეორე: წასვლამდე დარჩა 3 დღე და დაახლოებით 5-6 საათი. წ...

წერილი #13

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.  მეცამეტე წერილი მინდა დავწერო ახალი ლეპტოპიდან. ხო, დღეს ვიყიდე ახალი ლეპტოპი. ახალი მეორადი ლეპტოპი :) ახლა ძველში ყველაფრის დალაგება, წაშლა, აქ გადმოტანა... ძალიან მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო ამ შაბათ-კვირას. მიხარია. გერმანიაში ამას წავიღებ უკვე.  ხო, ეს მეთორმეტე წერილია რიგით, მაგრამ რადგან მინდა, აქ დაწერილი პირველი წერილი მეცამეტე იყოს, რიგობითობას გადავახტები.  თან ჩართული მაქვს აუდიო წიგნი. რაღაც საოცრად ბანალური, ბულვარული რომანის დონის. წინა წიგნი რომ დავამთავრე, უბრალოდ რამე მინდოდა დამეწყო, სადღაც მივდიოდი და გზაში ყოველთვის მინდა ხოლმე, რამეს ვუსმინო. ხოდა პირველი რაც მომხვდა ხელში, ჩავრთე. და რა ირონიაა, ან დამთხვევა - წერილებს წერს ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს. ოღონდ ანონიმურად. ნუ მთლად ანონიმურად არ გამოდის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. უბრალოდ დამთხვევაა. განსხვავება ის არის, რომ მე ცალმხრივად და უმისამართოდ ვწერ. ნაწილობრივ უადრესატოდაც. ხანდახან ადრესატიანად, ხან ადრესატებიანად.  ისეთი შეგრძ...

წერილი #11

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი.  უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე.  დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი.  გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კ...

წერილი #10

Image
                                                                         ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება . ხო, რამდენიმე დღეა არ მომიწერია. ერთი იმიტომ, რომ წერა. ჩემთვის სიამოვნებაა და არ მინდა, სიამოვნება ვალდებულებად იქცეს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა. რატომ არ მქონდა, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებზე შეჩერებასაც აქ არ ვაპირებ. თუ გეგონა, უბრალოდ არაფერი მქონდა სათქმელი ან მოსაყოლი, ცდები. ყოველთვის არის რამე მოსაყოლი ან გასაზიარებელი. უბრალოდ, მთლად დღიურის სახეც არ მინდა ჰქონდეს და ყველაფერს ვყვებოდე, რაც ხდება.  მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ალბათ დილის, უფრო სწორად უკვე დღის წერილი გამოვა. ამ ამ წუთას მივხვდი, რა მინდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. აი ასე ჯდომა კვირაში რამდენჯერმე, სრულიად მშვიდი ს...

წერილი #9

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არსებობ. არც არსებობდი. ხან ისევ შროდინგერის კატა ხარ - თან ხარ, თან არ. ხან ისევ სხვადასხვა ხარ. მაგრამ მაინც მხოლობითში მოგმართავ, რადგან მომართვის მომენტში მაინც ის რომელიღაც კონკრეტული ერთი ხარ. ამასობაში კინაღამ ჩემ გაჩერებას გავცდი. ავიხედე და უკვე ვაჟას ბოლოში იდგა ავტობუსი. შტოშს მინდა, მივუსწარო და ჩემი საყვარელი ყავის დესერტი თუ ექნებათ, რომელიც ხან აქვთ და ხან არ, კარგი იქნება. ისე, ეს დესერტიც თან აქვთ თან არ. ყავის კრემით და ბეზეთი რაღაც სულ აქვთ. უბრალოდ ეს რაღაც სულ სხვადასხვანაირია. რომელიმე მაინც იქნება. დღეს სულ არ ვაპირებდი მოწერას.არ ვიყავი განწყობაზე. დილიდან მტკივა ყბა. უფრო სწორად სახის მარცხენა ნაწილი და უკვე ვეღარ ვხვდები, კონკრეტულად რა. ვფიქრობ, ამჯერად ყბის სახსარი არ არის, ან უადგილოდ გაწოლილი სიბრძნის კბილია, რომელმაც ახლა, უდროოდ გამოიღვიძა, ან ღრძილი. და სახსარი ამჯერად არ არის შუაში. ძალიან დამღლელია მუდმივი ყრუ ტკივილი. ცხოვრების ხარისხს დაბლა წევს და ხასიათზე მოქმედებს. განს...

წერილი #8

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს აი ისე უბრალოდ ქუჩაში მიმავალს რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში, თუ რაღაც ასოციაციები, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ვიფიქრე - ყველაფრის გაზიარება მინდა, ყველაფრის მოყოლა. ასე ზეპირსიტყვიერად ვის ელაპარაკები ადამიანი ყველაფერზე, აი სულ ყველაფერზე, რაც თავში მოგდის, ხედავ, გრძნობ. ნუ ბევრ რამეზე კი, გარკვეულ ადამიანებს, მაგრამ თავში გავლებულ ყველა დეტალზე და ხან სისულელეზეც? მოკლედ, მგონი გაზიარების კარგ გზას მივაგენი ამ ეტაპისთვის :) გუშინ ვეღარ დავჯექი დასაწერად. ისეთი საღამო იყო, რომ… ჰმ, არ ვიცი, როგორი საღამო იყო. მოკლედ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვერ გადმოვერთვებოდი წერაზე. დავიღალე, ოღონდ სასიამოვნოდ და დავიძინე. დეტალები რომ არ მოგიყვე? გუშინ დავფიქრდი, მეც არ მიყვარს დამშვიდობება? აი ისე, მთელი ამბებით და ცრემლებით და აჩუყებებით. არ ვიცი. ვერ მივხვდი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მართლა ჯობს, უბრალოდ ისე გამოემშვიდობო ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, და არა ისე, რომ რ იცი, კიდევ როდის შეხვდებით. ზოგადად, ეს ზაფხული ...

წერილი #7

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. ზაფხულის ბოლო დღეა. არასოდეს მეთმობა ზაფხული. დილას და საღამოს გრილა. ერთი, ან იქნებ ერთად ერთი პლუსი ამისი, არის ის რომ... დაიცა, ჯერ გეტყვი, როგორ მივედი ამ აზრამდე: მუშაობას რომ მოვრჩი, ცოტა ეზოში გავლის მიზნით ნაგავი წავიღე გადასაყრელად და უცებ მივხვდი, ისეთი ამინდია უკვე, რომ თავისუფლად და სიამოვნებით შემიძლია ისევ ველოთი სეირნობა ეზოში. რაც ძალიან დაცხა, აღარ მივლია. ახლა კი ზუუსტად ის ამინდია, როცა მააგრამ გამისწორდება :) უცებ რომ მივხვდი ამას, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა. მაგრამ სახლში ნაპოლეონი მელოდა და სკამზე ფეხების აწყობა :)) ასე რომ, ხვალისთვის გადავდე სპორტული სიამოვნება, ნაგავი გადავყარე და კულინარიული სიამოვნებისთვის ამოვბრუნდი უკან. გზაში ყველა სახის ბორბლებზე მოსიაარულე ხალხი შემხვდა, თითქოს განგებ. ზოგი სკუტერით იყო, ზოგი მოტოთი, ზოგი სკეიტით. მაგრამ არა, ვერ შემაცდინეს. შტოშის ნაპოლეონი მაცივარში იდო და ჩემ გემოს რეცეპტორებს ელოდა. დავიმსახურე დღეს დასვენება.  ძალიან მეძინება. გადავეჩვიე გვიან დაძინებას. თან სულ ადრ...

წერილი #6

Image
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს იცი რა დღეა? დღეს არის დღე ხვალის შემდეგ. არა და რეალურად ხვალ არის. წინა წერილიდან გამომდინარე ვითვლიდი, მაგრამ მაინც ხვალ გამოდის. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშნელობა.  თბილისში აგრილდა. დილით და საღამოს ძალიან გრილა. გრილა კი არა, ახლა ისეთი გრიგალი ამოვარდა, ისე აჯახუნებს მშენებლობის არმატურებს, რომ დაატრიალოს და გადმოაგდოს აქეთ, რამეს დააზიანებს. თან ელავს. როგორც იქნა მოვრჩი ყველა საქმეს, ამოვბრუნდი, გავიხადე, ყველაზე თხელი რამ, რაც კი ვიპოვე კარადაში გადავიცვი (აივანზე რომ არ მნდომებოდა გამოსვლა, ამასაც არ ჩავიცმევდი), მოვიმარაგე ყავის და ბეზეს ტორტი, მაწონი, ქინდლი, ლეპტოპი და შუქის ანთების გარეშე გამოვზიდე ყველაფერი აივანზე. და აი აქ დაიწყო ქარაშოტი, წვიმა, ელვა და ა/შ. მომიწია შესვლა და ხალათის ჩაცმა. ეს ხალათი მიყვარს, ფერი მიყვარს და სირბილე. მაგრძნობინებს, რომ შემიძლია ახლა არაფერი ვაკეთო და ვინებივრო. აი ასეთია და ასეთ დროს ჩასაცმელი.  შემცივდა და მსიამოვნებს ეს. დღეს არ ვიცი, რა მჭირდა. დღის მეორე ნახევარში ისეთი თავ...